სიახლეები
„უჯიკე“ მომხმარებელს, ანუ push notifications - ების გამოყენება მარკეტინგში
სიტყვა „უჯიკეზე“, ალბათ, თქვენც ჩემსავით ყველასთვის საყვარელი ქართული ფილმი „იმერული ესკიზები“ გაგახსენდათ, თუმცა, დღეს ის არაფერ შუაშია. საკითხი, რომლის შესახებ ახლა უნდა მოგიყვეთ, ვებგვერდზე მამოტივირებელ შეტყობინებებს, ე.წ. web push notifications-ებს ეხება, მინდა აქვე გაგიმხილოთ, რომ მას ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მისია აკისრია თქვენი და თქვენი მომხმარებლის ურთიერთობაში.
დაწვრილებით
კარი, რომელიც ყოველთვის გინდა შეაღო და ნახო რა ხდება მის მიღმა - Homepage
წარმოიდგინეთ, თქვენს წინაშე 3 კარია. თითოეული მათგანი განსხვავებულია და აბსოლუტურად თქვენს სურვილზეა დამოკიდებული რომლის სახელურს ჩამოწევთ, შეაღებთ და გადააბიჯებთ მის ზღურბლს. ალბათ, ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმას, რომლის მიღმა ისურვებდით ყოფნას. რა თქმა უნდა, იმ კარს აირჩევთ, რომელიც თქვენთვის უფრო მიმზიდველად გამოიყურება და გპირდებათ  საინტერესო თავგადასავლებით სავსე სამყაროში მოხვედრას, ან სასიამოვნო დასვენებას, ან თუნდაც მოგზაურობას მთელი მსოფლიოს ირგვლივ. აქ მთავარი ის არის, რომ იმას გაძლევდეთ, რაც თქვენ იმ მომენტში ყველაზე მეტად გჭირდებათ და გაინტერესებთ.
დაწვრილებით
IT მარკეტინგში - ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების 5 მიზეზი!
გაიხსენეთ, რა ხდებოდა XX საუკუნის მიწურულს და XXI საუკუნის დასაწყისში მარკეტინგის სფეროში, განსაკუთრებით კი საქართელოში. ან, იმ დამოკიდებულებაზე რას იტყვით, რაც მაშინ მარკეტერის საჭიროებას განსაზღვრავდა კომპანიაში. ახლა, აიღეთ ეს ყველაფერი და შეადარეთ დღევანდელ რეალობას. დიახ, თქვენ ახლა საოცარ განსხვავებას ხედავთ. ბევრი რამ შეიცვალა, თანაც საგრძნობლად, ეს კი სწორად განვითარებამ მოიტანა. ისიც უნდა აღინიშნოს, თუ რაოდენ ერთსულოვნად აღიარებენ დღეს კომპანიები მარკეტინგის კრიტიკულად აუცილებლობას კომპანიის არსებობისთვის. მეტიც, იმდენად გაზრდილია მისი როლი კომპანიის თუ ბრენდის შექმნის, განვითარების და შემდგომ პროცესებში, რომ ადამიანური რესურსის გარდა, დღის წესრიგში მარკეტინგის ავტომატიზაციის და სისტემატიზაციის საჭიროებაც დგება.
დაწვრილებით
ვებგვერდი - თქვენი ბიზნესის ვირტუალური ვიტრინა! გაიგეთ როგორი ვებგვერდის დიზაინი მოქმედებს მომხარებლის გადაწყვეტილებაზე
გახსენდებათ კადრი ბლეიკ ედვარდსის ცნობილი ფილმიდან - „საუზმე ტიფანისთან“, სადაც ნიუ იორკის მეხუთე ავენიუზე, ელეგანტურად შემოსილი, ჰოლი გოლაიტლის როლის შემსრულებელი, ოდრი ჰეპბერნი დგას Tiffany & Co. – ს მაღაზიის ვიტრინის წინ და შესცქერის საოცარ სამკაულებს? ან ის სცენა გაიხსენეთ, ფრანგი მწერლის ემილ ფრანსუა ზოლას ცნობილი წიგნიდან - „ქალთა ბედნიერება“, სადაც უდიდესი ნიჭით არის აღწერილი მაღაზიის ვიტრინები, მათი დანიშნულება და გავლენა მაღაზიის მიერ დედოფლად აღიარებულ ქალებზე...
დაწვრილებით
როგორ უნდა შექმნათ ბიზნეს ვებგვერდი 3 მარტივ სვლაში? გზა იდეიდან მის რეალიზებამდე!
ბევრი ღამე გაგითენებიათ სამომავლო გეგმებზე ფიქრში? ბევრჯერ „გითამაშიათ“ იდეებთან შხაპის მიღების, დასვენების, მანქანის მართვის თუ სხვა დროს? საბოლოოდ კი, როგორც იქნა მიხვდით, რომ დადგა ცხოვრების ეტაპი, როცა იდეა რეალურ ბიზნესად უნდა აქციოთ. და ახლა, ზუსტად ეს დროა...
დაწვრილებით
გაიგეთ როგორ უნდა დაიცვათ თქვენი პირადი მონაცემები ინტერენეტში
დაგითვლიათ დღეში საშუალოდ რამდენ ვებგვერდს სტუმრობთ? და, ის თუ შეუმჩნევია თქვენს მახვილ თვალს, რომ ზოგიერთ ვებგვერდს მისამართში http//: უწერია წინ, ზოგს კი https//: . და, ოდესმე თუ დაფიქრებულხართ იმაზე,  რას შეიძლება ნიშნავდეს ან რა დატვირთვა შეიძლება ქონდეს თქვენთვის ამ ერთი შეხედვით უწყინარ და ინგლისური ანბანის მე-19 ასობგერას - “S” ?!
დაწვრილებით
როგორ უნდა აქციოთ მომხმარებლები თქვენი ბიზნესის მიმდევრებად ვებგვერდის საშუალებით!
ჩვენ სოციალური არსებები ვართ. ჩვენი ბუნებაა ვეკუთვნოდეთ ადამიანების ჯგუფს, რომლებთანაც ბევრი საერთო ინტერესი და გადაკვეთა გვაქვს.  ასეა ბიზნესშიც. თითოეული კომპანია ცდილობს შექმნას სოციუმი საკუთარი ბიზნესის ირგვლივ და გაზარდოს მისი საქმიანობა. ამისთვის, სხვადასხვა სტრატეგიულ ნაბიჯებს მიმართავენ, რომელთაგან ყველაზე ეფექტური და მომგებიანი 21-ე საუკუნის
დაწვრილებით
წარმოგიდგენთ „გაყიდვების მენეჯერს“, რომელიც თვეში 100 000 ადამიანს უკავშირდება!
ახალი ამბავი არ არის რომ, გაყიდვების მენეჯერი მნიშვნელოვან და საიმედო ხიდს წარმოადგენს თქვენს მომხმარებელთან, რომელიც აქრობს ნებისმიერ ბარიერს მომხმარებლის სურვილებსა და კომპანიის პროდუქტს შორის.  
დაწვრილებით
შეამოწმე შენი ვებგვერდის ჯანმრთელობა უფასოდ!
ალბათ, გსმენიათ - „მთავარია ვებგვერდი იყოს ჯანმრთელი“-ო და მართლაც, ვებგვერდი თუ ავად გაგიხდათ, მტრისას, მისი შემდგომ ფეხზე დაყენება მარტივი საქმე, სულაც არ გახლავთ.
დაწვრილებით
როცა ხარ შორსმჭვრეტელი!
შორსმჭვრეტელობა, ეს არის შესანიშნავი უნარი, იმოგზაურო დროში და წინასწარ განსაზღვრო მოვლენების განვითარების სავარაუდო გზები და შედეგები. შემდგომ კი ამ ნააზრევზე დაყრდნობით მიიღო საუკეთესო გადაწყვეტილებები შენთვის და შენი ბიზნესისთვის! გეტყვით მეტსაც, “Goodweb”-ში შორსმჭვრეტელ ადამიანად მიგვაჩნია ყველა, ვინც ჩვენთან თანამშრომლობს!
დაწვრილებით
რა შეიძლება მოხდეს 2 შეხვედრაში?

გეთანხმებით, კითხვა ნამდვილად ზოგადია, რომელსაც უმრავი პასუხი შეიძლება ჰქონდეს. ეგ კი არა, იმასაც ამბობენ ერთი ნახვით შეყვარებაც შესაძლებელიაო. ხუმრობა იქეთ იყოს და დღეს, თქვენი ყურადღება ერთ ძალიან მნიშვნელოვან და თქვენთვის აქამდე წარმოუდგენელ საკითხზე მინდა შევაჩერო.

დაწვრილებით
გინდა შენი მომხმარებელი ისევ დაბრუნდეს შენთან? 10 რჩევა GOODWEB-ისგან
უკვე მივეჩვიეთ რომ მსოფლიო ძალიან სწრაფად ვითარდება… ყოველდღიურად ვაწყდებით სიახლეებს, ცვლილებებს, თითქოს ისე სწრაფადაც რომ ჯერ კიდევ წინებს არ ვართ შეჩვეულები. რას ვიზამთ, ჩვენ ხომ 21-ე საუკუნის ადამიანები ვართ და ეს ჩვენთვის, ჩვეულებრივ მოცემულობად იქცა, რომელსაც ხან ძალიან სწრაფად ვუწყობთ ფეხს, ხან კიდევ, დიდი დრო გვჭირდება ადაპტირებისთვის. მთავარი კი, მაინც ის არის, რომ ყოველთვის არსებობდეს სურვილი,  არ ჩამოვრჩეთ დროს და ვიყოთ საჭირო დროს საჭირო ადგილას.
დაწვრილებით
ვინ უფრო მეტ „წიწილას“ დაითვლის შემოდგომაზე?
თუკი წიწილებში შემოსავალს გავაიგივებთ, მაშინ ამ კითხვაზე პასუხი მარტივია: ის, ვინც დროულად დაიწყებს ზრუნვას საკუთარ ბრენდზე!

დაკვირვებიხართ, რომ სექტემბრის თვე უამრავი ბიზნესისთვის ერთგვარ სტარტს და წარმატების ათვლის წერტილს წარმოადგენს? ან ის თუ შეგიმჩნევიათ, რომ ზაფხულის პერიოდში აქტიურად იწყება ხოლმე გუნდების გადახალისება, ახალი კადრების მოძიება, განახლებული სტრატეგიების დასახვა და ზრუნვა არსებული ბრენდის კიდევ უფრო მეტად სრულყოფაზე?
დაწვრილებით
1 128 დღე ერთად! 1 128 დღე თქვენს გვერდით!
ყველაფერი 1 128 დღის წინ დაიწყო...

GoodWeb-ის შემნის ისტორია საინტერესო ამბავს უკავშირდება, რომელიც დღემდე განსაზღვრავს მისი წარმატების ფორმულას.

ეს ის ფორმულაა, რომლის მთავარ ელემენტებს ადამიანები წარმოადგენენ, ადამიანებს, რომლებსაც აერთიანებთ საერთო იდეები, ინტერესები და ხედვები ამ იდეების განსახორციელებლად, ზოგჯერ განსახვავებულიც, თუმცა ყოველთვის კომპანიის განვითარებაზე ორიენტირებული. რაც მთავარია, ეს არის საქმე, რომელიც არა მხოლოდ კომერციულ ინტერესს იწვევს, არამედ, საყვარელი საქმის რეალიზების საშუალებას იძლევა.
დაწვრილებით
გიფიქრია აქამდე რომ თავად შეგიძლია საკუთარი ვებგვერდის მართვა?  გაიგეთ რა მარტივ გადაწყვეტილებებს მიიღებთ ჩვენთან
„როგორ უნდა ვმართო ჩემი ვებგვერდი“? ეს არის კითხვა, რომელსაც ხშირად გვისვამენ პოტენციური მომხმარებლები და ბუნებრივიცაა, რადგან, დღევანდელ დღეს, ვებგვერდი უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმოადგენს მიზნობრივ აუდიტორიასთან საკომუნიკაციოდ და იმისთვის, რომ შეძლო ამ ინსტრუმენტის ეფექტურად გამოყენება, აუცილებელია ახერხებდე მის მარტივ მართვასა და განახლებას.
დაწვრილებით
რა უნდა "ჩაიდინო" ბავშვობის ოცნების ასახდენად?! ის, რაც ყველას გვაერთიანებს
თითქოს, თითოეული ჩვენგანი განსხვავებულია. არა, სიტყვა "თითქოს" აქ ცალსახად უადგილოა, რადგან თითოეული ჩვენგანი ნამდვილად განსხვავებულია. შეუძლებელია დედამიწელებს შორის, ორი იდენტური ადამიანის პოვნა, ისევე როგორც ბიზნესში, ორი ერთნაირი კომპანიის აღმოჩენა, მიუხედავად იმისა ისინი ერთსა და იმავე ინდუსტრიაში მოღვაწეობენ თუ არა. რაც არ უნდა იყოს,  ისინი მაინც განირჩევიან  ერთმანეთისგან და ამას სწორედ ის არაიდენტური ადამიანები ქმნიან, რომლებზეც მაღლა ვისაუბრეთ.
დაწვრილებით
იზრუნე შენი ვებგვერდის წარმატებაზე!
დღეს, გქონდეს სრულყოფილი ვებგვერდი ნიშნავს გქონდეს გაზრდილი ცნობადობა,
კონკურენტუნარიანობა და გაყიდვების მაჩვენებელი!
მჯობნზე მჯობნი არ დაილევა, თუმცა იმისთვის, რომ თქვენი ვებგვერდი იყოს ეფექტური
და შედეგიანი ბიზნესისთვის, აუცილებელია ის აკმაყოფილებდეს გარკვეულ სტანდარტებს.
დაწვრილებით
მითხარი როგორი ვებგვერდი გაქვს შენ და გეტყვი მეგობრობ თუ არა შენს მომხმარებელთან
მეგობრობა... და პირველივე წამიდან, რასაც ამ ცნებასთან დაკავშირებით ჩვენი ტვინი, მისი კუთხე-კუნჭულიდან გამოიძახებს, ადამიანებს შორის ურთიერთობას, ნდობას, კომუნიკაციას და უამრავ ემოციას უკავშირდება.
დაწვრილებით
შენი ეფექტური ვებგვერდის საიდუმლო!
საიტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ კომპანიამ პოტენციურ ან არსებულ მომხმარებელს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის შესახებ, მოახდინოს შთაბეჭდილება, შექმნას ემოცია, გაამარტივოს გადაწყვეტილების
დაწვრილებით
მაშინ როცა ყველაზე მეტად გჭირდება! გაიგე რას ნიშნავს მიიღო ვებგვერდი სერვისად
ალბათ რთული წარმოსადგენია, რომ საზოგადოებაში დიდი ხნის განმავლობაში დანერგილ მოცემულობას, შესაძლოა გააჩნდეს მასზე ბევრად ეფექტური ალტერნატივა. ალტერნატივა, რომელიც თავდაყირა აყენებს არსებულ რეალობას და ქმნის შესაძლებლობას მათთვის, ვინც ამაზე ვერასდროს იოცნებებდა.
დაწვრილებით
„SEO ოპტიმიზაცია” - შეხვედრა პოტენციურ მომხმარებელთან
21-ე საუკუნის ციფრულმა რევოლუციამ და ინტერნეტის როლის მუდმივმა, სტაბილურმა ზრდამ განაპირობა ის, რომ დედამიწის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა თავი მოიყარა ერთ სივრცეში. გაიზარდა შეკავშირებულობა, გაჩნდა ახალი შესაძლებლობები, კომუნიკაციის არხები და შედეგად, ბიზნესიც სულ სხვა მოთხოვნების და ამოცანების წინაშე დადგა.
დაწვრილებით
თუკი ნიშანს ელოდი, ის აქ არის!
21 მაისს 15:00 საათზე „ტექნოპარკში“ სტუდენტების მხარდამჭერი პროგრამა “Skillers”-ის გახსნითი ღონისძიებაა დაგეგმილი, სადაც თითოეულ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა დეტალურად გაეცნოს პირობებს, დარეგისტრირდეს და გაინაღდოს საკუთარი წარმატების უნიკალური შანსი!
დაწვრილებით
„განახორციელე საკუთარი ოცნება, რომ სხვამ არ დაგიქირავოს საკუთარი ოცნების განსახორციელებლად!“
თუკი ხარ სტუდენტი და გაქვს საინტერესო ბიზნეს იდეა, სტუდენტობა სწორედ ის პერიოდია, როცა საფუძველი უნდა ჩაუყარო საკუთარ წარმატებას და დაიწყო აქტიური სვლა მიზნისკენ. რაც უფრო სწრაფად გადადგამ პირველ ნაბიჯებს, მით უფრო მალე მიიღებ შედეგს და მით უფრო მალე შეასხამ ფრთებს საკუთარ ოცნებებს, თუმცა ალბათ იკითხავთ როგორ?
დაწვრილებით
გაიგე რატომ არის „ონლაინ ჩეთი“ საუკეთესო შესაძლებლობა შენი ვებგვერდისთვის!
21-ე საუკუნის ტექნოლოგიურმა რევოლუციამ და ინტერნეტის როლის და მნიშვნელობის ყოველდღიურმა ზრდამ განაპირობა ის, რომ ნებისმიერი ბიზნესი ცდილობს ფეხი აუწყოს ტენდენციებს და დააპოზიციონიროს საკუთარი საქმიანობა
დაწვრილებით
ჩვენ უკვე ვცხოვრობთ მომავალში!
საუკუნეების წინ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ადამიანებს შეეძლებოდათ ფრენა,  ექნებოდათ ელექტროენერგია, პატარა ყუთში უყურებდნენ საყვარელ გადაცემებს, ექნებოდათ ვირტუალური ურთიერთობა მეგობრებთან დედამიწის ნებისმიერ წერტილში და თან ასე სწრაფად. იმასაც ვერავინ იფიქრებდა რომ ყიდვა-გაყიდვა იქნებოდა ასე მარტივი, უბრალოდ ღილაკზე ერთი დაკლიკებით, ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
დაწვრილებით
გაიგე რა განსხვავებაა პროდუქტის ინტერნეტ მაღაზიით გაყიდვას და Facebok-ით პირდაპირ გაყიდვას შორის
ყიდით პროდუქციას „Facebook“-ის მეშვეობით და საკუთარი მაღაზიის ან „Online Shop“-ის შექმნაზე ჯერ არც კი ოცნებობთ, რადგან თვლით ეს მხოლოდ მაღალშემოსავლიანი ბიზნესებისთვის არის შესაძლებელი? მაშინ თქვენ გუდვების ინოვაციურ შესაძლებლობებზე ჯერ არც კი გსმენიათ!
დაწვრილებით
გაქვთ პროდუქტი რომელსაც ყიდით? მაშინ დროა მის შესახებ ყველას მოუყვეთ
მოდი დავფიქრდეთ, როდის დაიწყო გაყიდვები?! ისტორიულად, ასეთი ფაქტები ძალიან დიდი ხნის წინ ფიქსირდება. მართლაც, გაყიდვების ტიპის ქმედებები დაიწყო სპილოს ძვლის იარაღების გაცვლით უფრო საჭირო ნივთებში და კიდევ უფრო ადრე. და თქვენ წარმოიდგინეთ, იმ დროიდან მოყოლებული მიმართავდა ადამიანი შეთავაზებების სხვადასხა საშუალებებს.
დაწვრილებით
რა ეტაპებს მოიცავს GoodWeb-თან თანამშრომლობა?
ინოვაციურ იდეასთან, მოქნილ სერვისთან და ხელმისაწვდომ ფასთა პოლიტიკასთან ერთად, “Goodweb”-ი გამოირჩევა მომხმარებელთან ეფექტური, უშუალო კომუნიკაციით და კოორდინირებული, გუნდური მუშაობის პრინციპით. ამასთან, მზა დიზაინებისგან განსხვავებით, ჩვენთან ინდივიდუალური ვებგვერდის შექმნის პროცესი აერთიანებს სულ 6 ეტაპს და მასში ჩართულია ყველა არსებული დეპარტამენტი. მეტი ინფორმირებისთვის გადავწყვიტეთ წარმოგიდგინოთ პროცესების ზუსტი თანმიმდევრობა. მაშ ასე:
დაწვრილებით
რაში ხარჯავთ ყოველთვიურად ბიუჯეტს?
გაქვთ ბიზნესი და არ გაქვთ ეფექტური ვებგვერდი ან ინტერნეტ მაღაზია, რადგან ფიქრობთ ეს დიდ თანხებთან და სირთულეებთან არის დაკავშირებული? ადრე დაგეთანხმებოდით, თუმცა რეალობა იცვლება! ახლა ეს უკვე პრიორიტეტების საკითხია. Goodweb-ის გუნდმა მრავალწლიანი მუშაობის შედეგად ჩამოაყალიბა პლატფორმა, რომელიც დღევანდელ დღეს, ნებისმიერ ადამიანსა თუ ბიზნესს, განსაკუთრებით კი მცირე ბიზნესებსა და Startup კომპანიებს აძლევს საშუალებას მიიღოს და ისარგებლოს სრულფასოვანი ვებგვერდის სერვისით თვეში სულ რაღაც 19-დან 59 ლარამდე!
დაწვრილებით
დაიხუნძლეთ საჩუქრებით “Goodweb”-ის ახალი აქციის ფარგლებში!
უცნაურია და ფიქრობთ, კიდევ რა შეიძლება გაჩუქოთ კომპანიამ, რომელიც ისედაც, ისეთ ძვირადღირებულ პროდუქტს, როგორიცაა ვებგვერდი, ინტერნეტ მაღაზია თუ რეკლამა, სერვისად თვეში 19-დან 59 ლარამდე გთავაზობთ.
თუმცა, ჩვენ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ, რადგან გვსურს ყველა პირობა შევქმნათ და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ ეს სერვისები ნებისმიერი ადამიანისთვის და დავეხმაროთ ყველას საკუთარი   იდეის განხორციელებასა და წარმატების მიღწევაში. რადგან სწორედ ჩვენი მომხმარებლების წარმატებაა ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა.
დაწვრილებით
რატომ უნდა გქონდეს ინტერნეტ მაღაზია? იპოვე მარტივი პასუხები სტატიაში
წარმოგიდგენიათ ბნელ, სამაგიეროდ ტკბილ ოთხმოცდაათიანებში, ჩვენს მშობლებს რომ ჰქონოდათ ინტერნეტზე წვდომა და ონლაინ შოპინგის შესაძლებლობა რა მოხდებოდა? მათ, შესაძლოა, აღარ დასჭირვებოდათ ისეთი მძიმე პროცედურების გავლა, როგორიცაა პურის რიგში საათობით დგომა ოჯახის დასაპურებლად! ისინი, სახლიდან გაუსვლელად, ყოველგვარი დროის, ენერგიის და ნერვების ხარჯვის გარეშე საკუთარი მონაცემების შეყვანით შეძლებდნენ სასურველი პროდუქციის ადგილზე მიღებას.
დაწვრილებით
როცა კითხვები არსებობს, არის პასუხებიც. გაიცანი GoodWeb-ი უფრო ახლოს
GoodWeb-ი მცირე და საშუალო ბიზნესებს, განსაკუთრებით კი StartUp კომპანიებს, ინოვაციურ შესაძლებლობებს სთავაზობს - ნებისმიერ გადაწყვეტილებას ინტერნეტში - ბიზნესის სწორი და წარმატებული საქმიანობისთვის. რადგან GoodWeb-ის შექმნილი პლათფორმა ინოვაციური, ახალი და პირველია საქართველოში, ხშირია სერვისებთან დაკავშირებული შეკითხვები, ამიტომ გთავაზობთ უკეთ გაიცნოთ GoodWeb-ი და შეაფასოთ მისი მართლაც უნიკალურობა და საჭიროება. წარმოგიდგენთ ხშირად დასმულ შეკითხვებს:
დაწვრილებით
რა საერთო აქვს სახლის მშენებლობას და ვებგვერდს?
წაიკითხეთ სათაური და მომენტალურად ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა თქვენს გონებაში? სავსებით ბუნებრივია, რადგან, ერთი შეხედვით, ვირტუალურ სივრცეში განთავსებულ ვებგვერდს და რეალურ სივრცეში აშენებულ სახლს შეუძლებელია ჰქონდეთ რაიმე საერთო. თუმცა, ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვანია პროცესი იდეალურად მიმდინარეობდეს, რადგან, ერთში უნდა იცხოვროთ, მეორეს საშუალებით კი, წარმატებას მიაღწიოთ. ერთის შემთვევაშიც და მეორეს შემთვევაშიც, პროფესიონალებს უნდა ანდოთ საქმე.
დაწვრილებით

top