07სექ 2017 IT მარკეტინგში - ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების 5 მიზეზი!
გაიხსენეთ, რა ხდებოდა XX საუკუნის მიწურულს და XXI საუკუნის დასაწყისში მარკეტინგის სფეროში, განსაკუთრებით კი საქართელოში. ან, იმ დამოკიდებულებაზე რას იტყვით, რაც მაშინ მარკეტერის საჭიროებას განსაზღვრავდა კომპანიაში. ახლა, აიღეთ ეს ყველაფერი და შეადარეთ დღევანდელ რეალობას. დიახ, თქვენ ახლა საოცარ განსხვავებას ხედავთ. ბევრი რამ შეიცვალა, თანაც საგრძნობლად, ეს კი სწორად განვითარებამ მოიტანა. ისიც უნდა აღინიშნოს, თუ რაოდენ ერთსულოვნად აღიარებენ დღეს კომპანიები მარკეტინგის კრიტიკულად აუცილებლობას კომპანიის არსებობისთვის. მეტიც, იმდენად გაზრდილია მისი როლი კომპანიის თუ ბრენდის შექმნის, განვითარების და შემდგომ პროცესებში, რომ ადამიანური რესურსის გარდა, დღის წესრიგში მარკეტინგის ავტომატიზაციის და სისტემატიზაციის საჭიროებაც დგება.

ემოციებმა დიდი ხანია რეალური სამყაროს გარდა, ვირტუალურ სამყაროშიც დაიდეს ბინა. ემოციების გამოწვევა კი მარკეტინგის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა. როდესაც, კომპანიის არსებული თუ პოტენციური მომხმარებლების რიცხვი მნიშვნელოვნად იმატებს, პერსონიზირებული, ღირებულებებზე ორიენტირებული ურთიერთობის პირდაპირ დამყარება ცალკეულ ინდივიდებთან რთული ხდება.  ამის გამო, დღეს უამრავ დამატებით შესაძალებლობას მიმართავენ, ყველაზე ეფექტური და პოპულარული ჩვენს ციფრულ სამყაროში კი, რა თქმა უნდა, ინოვაციური ტექნოლოეგიების და მარკეტინგის კოლაბორაცია წარმოადგენს.

მათი სინთეზით, ბევრი პროცესის ავტომატიზირება ხდება, რაც ნებისმიერი ბიზნესის სასიცოცხლო ციკლისთვის, დღევანდელ მსოფლიოში აუცილელებელ ატრიბუტს  წარმოადგენს. მას შეიძლება Must Have სტატუსიც კი მივანიჭოთ. ყველაზე ხშირად ელექტრონული მეილების, სოციალური ქსელების და ვებგვერდის სხვადასხვა პროცესების ავტომატიზირებასთან (იქნება ეს ელექტორნული ფორმები, webinar, თუ სხვა) გვაქვს საქმე.

რატომ არის მარკეტინგის სისტემატიზირება უფრო ეფექტური ამას ბევრი მიზეზი აქვს, თუმცა 5 მათგანს წარმოგიდგენთ:

1.    ზოგავს დროს და ფულს

მაგალითად, დავიწყოთ ელექტრონული ფოსტის ავტომატიზირების განხილვით, რომლის საშუალებით, ერთი პროგრამიდან ათასობით ათასთან და კიდევ უფრო მეტ ადრესატთან, ერთი კლიკით სასურველი ინფორმაციის გააგზავნაა შესაძლებელი. ამაზე დიდი  ბედნიერება რაღა უნდა იყოს. წარმოიდგინეთ, სრულებითაც არ გიწევთ ცალკეულად მიწეროთ სიახლე, დააფდეითოთ ინფორმაცია სეგმენტის წევრებს, პირიქით, თქვენ შეგიძლიათ ხმა ერთდროულად მიაწვდინოთ ყველა მათგანს და თანაც რამდენიმე წუთში. 

2.    თანმიმდრევრული ბრენდინგი ბევრად მარტივია

თანმიმდევრულობას ბრენდის იმიჯის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ის რწმენის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ინსტრუმენტია სხვადასხვა არხსა და პლათფორმაზე, რომელიც საბოლოო ჯამში მომხარებლის სწორ აღქმას უწყობს ხელს და გადადის მათი მხრიდან მოქმედებაში.

3.    ნებისმიერი რაოდენობის ინფორმაციის გამტარუნარიანობა


წარმოიდგინეთ, გაქვთ გრანდიოზული ივენთი, სადაც გინდათ მოიწვიოთ თქვენი კოლეგები, პარტნიორები, კლიენტები, მოკლედ ყველა, ამ დროს კი, მეილების ავტომატიზირებული სისტემა, გეხმარებათ ერთიანად დააგზავნოთ ღონისძიებაზე მოწვევის ინფორმაცია. მხოლოდ ერთი უმნიშვნელო კლიკით. საოცრებაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა დრო ასე ძვრიფასია.
სოციალური ქსელის მეშვეობით, თუ ავტომატიზირებულია მასში სპეციალური ხელსაწყო, რასაც ხშირად სხვადასხვა შესავსები ტესტების სახით ვხვდებით, ნახავთ რომ საოცრად დიდი განძი შეგიძლიათ მოიპოვოთ. რადგან, ასეთ დროს, თქვენთან მოდის ყველა მსურველზე ინფორმაცია, იქნება ეს ელექტრონული მეილი, მათი ინტერესები თუ გეოგრაფიული მდებარეობა. სამომავლოდ, ამ დაგროვილი მონაცემებით უკვე სეგმენტურად შეძლებთ შესთავაზოთ  აუდიტორიას ზუსტად ის, რაზეც გინდათ სწორება აიღოთ იმ პერიოდში.

4.    უზრუნველყოფს ROI - ის მაღალ კოეფიციენტს (Return On Investment)

მარკეტინგის ავტომატიზირების შემდეგ მიღებული შედეგი დახრჯულ ფინანსურ თუ ადამიანურ რესურსს მნიშვნელოვნად აჭარბებს. მასში ინვესტიციის ჩადება ნამდვილად ღირს, რადგან გაცილებით მეტია მის მიერ მოტანილი სიკეთეები (მომხმარებლების თუ შემოსავლის გაზრდილი რაოდენობა), ვიდრე დანახარჯი.

5.    მარტივია გამოსაყენებლად

ამაზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ ცალკე გამოყოფას ნამდვილად იმსახურებს. მისი საშუალებით იმდენად ბევრი საკითხის შესრულება და გადაწყვეტაა შესაძლებელი პარალელურ რეჟიმში, რომ მის გარეშე უკვე ყველა პროცესი წარმოუდგენელად ხანგრძილივი და დროში გაწელილი ჩნდება. ისეთი ადამიანებისთვისაც კი, რომლებიც ნაკლებად ერკვევიან ტექნიკურ საკითხებში, მარტივია მსგავსი ტიპის სისტემების მართვა.

ასე, რომ თუ გსურთ თქვენი ახალი ბიზნესის სწორად ფორმირება, ან არსებულის გაფართოება, მაშინ ტექნოლოგიების და მარკეტინგის ძალების გაერთიანება, ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთი წარმატების გასაღებია. GoodWeb-ში, ელექტრონული მეილების სისტემის ავტომატიზირების გარდა, სარეკლამო პლატფორმის და ელექტრონული ფორმების ავტომატიზირებას გთავაზობთ, სხვა დანარჩენ სერვისებთან ერთად. ქართული ადმინისტრატორის დამსახურებით, რომელიც GoodWeb-ის მიერ შექმნილი სისტემის - Skillers CMS -ის შედეგია, ადმინისტრატორიდანვე შესაძლებელია რეკლამის გაშვება ქართულ რეიტინგულ ბიზნეს პორტალებზე, ეს უკანასკნელი კი ავტომატიზირების საუკეთესო მაგალითია.



გაინტერესებს როგორ?














პოპულარული სიახლეები
სიტყვა „უჯიკეზე“, ალბათ, თქვენც ჩემსავით ყველასთვის საყვარელი ქართული ფილმი „იმერული ესკიზები“ გაგახსენდათ, თუმცა, დღეს ის არაფერ შუაშია. საკითხი, რომლის შესახებ ახლა უნდა მოგიყვეთ, ვებგვერდზე მამოტივირებელ შეტყობინებებს, ე.წ. web push notifications-ებს ეხება, მინდა აქვე გაგიმხილოთ, რომ მას ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მისია აკისრია თქვენი და თქვენი მომხმარებლის ურთიერთობაში.
წარმოიდგინეთ, თქვენს წინაშე 3 კარია. თითოეული მათგანი განსხვავებულია და აბსოლუტურად თქვენს სურვილზეა დამოკიდებული რომლის სახელურს ჩამოწევთ, შეაღებთ და გადააბიჯებთ მის ზღურბლს. ალბათ, ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმას, რომლის მიღმა ისურვებდით ყოფნას. რა თქმა უნდა, იმ კარს აირჩევთ, რომელიც თქვენთვის უფრო მიმზიდველად გამოიყურება და გპირდებათ  საინტერესო თავგადასავლებით სავსე სამყაროში მოხვედრას, ან სასიამოვნო დასვენებას, ან თუნდაც მოგზაურობას მთელი მსოფლიოს ირგვლივ. აქ მთავარი ის არის, რომ იმას გაძლევდეთ, რაც თქვენ იმ მომენტში ყველაზე მეტად გჭირდებათ და გაინტერესებთ.
გახსენდებათ კადრი ბლეიკ ედვარდსის ცნობილი ფილმიდან - „საუზმე ტიფანისთან“, სადაც ნიუ იორკის მეხუთე ავენიუზე, ელეგანტურად შემოსილი, ჰოლი გოლაიტლის როლის შემსრულებელი, ოდრი ჰეპბერნი დგას Tiffany & Co. – ს მაღაზიის ვიტრინის წინ და შესცქერის საოცარ სამკაულებს? ან ის სცენა გაიხსენეთ, ფრანგი მწერლის ემილ ფრანსუა ზოლას ცნობილი წიგნიდან - „ქალთა ბედნიერება“, სადაც უდიდესი ნიჭით არის აღწერილი მაღაზიის ვიტრინები, მათი დანიშნულება და გავლენა მაღაზიის მიერ დედოფლად აღიარებულ ქალებზე...
შემოგვიერთდით

top