GoodWeb
სიტყვა „უჯიკეზე“, ალბათ, თქვენც ჩემსავით ყველასთვის საყვარელი ქართული ფილმი „იმერული ესკიზები“ გაგახსენდათ, თუმცა, დღეს ის არაფერ შუაშია. საკითხი, რომლის შესახებ ახლა უნდა მოგიყვეთ, ვებგვერდზე მამოტივირებელ შეტყობინებებს, ე.წ. web push notifications-ებს ეხება, მინდა აქვე გაგიმხილოთ, რომ მას ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მისია აკისრია თქვენი და თქვენი მომხმარებლის ურთიერთობაში.
წარმოიდგინეთ, თქვენს წინაშე 3 კარია. თითოეული მათგანი განსხვავებულია და აბსოლუტურად თქვენს სურვილზეა დამოკიდებული რომლის სახელურს ჩამოწევთ, შეაღებთ და გადააბიჯებთ მის ზღურბლს. ალბათ, ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმას, რომლის მიღმა ისურვებდით ყოფნას. რა თქმა უნდა, იმ კარს აირჩევთ, რომელიც თქვენთვის უფრო მიმზიდველად გამოიყურება და გპირდებათ  საინტერესო თავგადასავლებით სავსე სამყაროში მოხვედრას, ან სასიამოვნო დასვენებას, ან თუნდაც მოგზაურობას მთელი მსოფლიოს ირგვლივ. აქ მთავარი ის არის, რომ იმას გაძლევდეთ, რაც თქვენ იმ მომენტში ყველაზე მეტად გჭირდებათ და გაინტერესებთ.
გაიხსენეთ, რა ხდებოდა XX საუკუნის მიწურულს და XXI საუკუნის დასაწყისში მარკეტინგის სფეროში, განსაკუთრებით კი საქართელოში. ან, იმ დამოკიდებულებაზე რას იტყვით, რაც მაშინ მარკეტერის საჭიროებას განსაზღვრავდა კომპანიაში. ახლა, აიღეთ ეს ყველაფერი და შეადარეთ დღევანდელ რეალობას. დიახ, თქვენ ახლა საოცარ განსხვავებას ხედავთ. ბევრი რამ შეიცვალა, თანაც საგრძნობლად, ეს კი სწორად განვითარებამ მოიტანა. ისიც უნდა აღინიშნოს, თუ რაოდენ ერთსულოვნად აღიარებენ დღეს კომპანიები მარკეტინგის კრიტიკულად აუცილებლობას კომპანიის არსებობისთვის. მეტიც, იმდენად გაზრდილია მისი როლი კომპანიის თუ ბრენდის შექმნის, განვითარების და შემდგომ პროცესებში, რომ ადამიანური რესურსის გარდა, დღის წესრიგში მარკეტინგის ავტომატიზაციის და სისტემატიზაციის საჭიროებაც დგება.
გახსენდებათ კადრი ბლეიკ ედვარდსის ცნობილი ფილმიდან - „საუზმე ტიფანისთან“, სადაც ნიუ იორკის მეხუთე ავენიუზე, ელეგანტურად შემოსილი, ჰოლი გოლაიტლის როლის შემსრულებელი, ოდრი ჰეპბერნი დგას Tiffany & Co. – ს მაღაზიის ვიტრინის წინ და შესცქერის საოცარ სამკაულებს? ან ის სცენა გაიხსენეთ, ფრანგი მწერლის ემილ ფრანსუა ზოლას ცნობილი წიგნიდან - „ქალთა ბედნიერება“, სადაც უდიდესი ნიჭით არის აღწერილი მაღაზიის ვიტრინები, მათი დანიშნულება და გავლენა მაღაზიის მიერ დედოფლად აღიარებულ ქალებზე...
ბევრი ღამე გაგითენებიათ სამომავლო გეგმებზე ფიქრში? ბევრჯერ „გითამაშიათ“ იდეებთან შხაპის მიღების, დასვენების, მანქანის მართვის თუ სხვა დროს? საბოლოოდ კი, როგორც იქნა მიხვდით, რომ დადგა ცხოვრების ეტაპი, როცა იდეა რეალურ ბიზნესად უნდა აქციოთ. და ახლა, ზუსტად ეს დროა...
დაგითვლიათ დღეში საშუალოდ რამდენ ვებგვერდს სტუმრობთ? და, ის თუ შეუმჩნევია თქვენს მახვილ თვალს, რომ ზოგიერთ ვებგვერდს მისამართში http//: უწერია წინ, ზოგს კი https//: . და, ოდესმე თუ დაფიქრებულხართ იმაზე,  რას შეიძლება ნიშნავდეს ან რა დატვირთვა შეიძლება ქონდეს თქვენთვის ამ ერთი შეხედვით უწყინარ და ინგლისური ანბანის მე-19 ასობგერას - “S” ?!
ჩვენ სოციალური არსებები ვართ. ჩვენი ბუნებაა ვეკუთვნოდეთ ადამიანების ჯგუფს, რომლებთანაც ბევრი საერთო ინტერესი და გადაკვეთა გვაქვს.  ასეა ბიზნესშიც. თითოეული კომპანია ცდილობს შექმნას სოციუმი საკუთარი ბიზნესის ირგვლივ და გაზარდოს მისი საქმიანობა. ამისთვის, სხვადასხვა სტრატეგიულ ნაბიჯებს მიმართავენ, რომელთაგან ყველაზე ეფექტური და მომგებიანი 21-ე საუკუნის
ახალი ამბავი არ არის რომ, გაყიდვების მენეჯერი მნიშვნელოვან და საიმედო ხიდს წარმოადგენს თქვენს მომხმარებელთან, რომელიც აქრობს ნებისმიერ ბარიერს მომხმარებლის სურვილებსა და კომპანიის პროდუქტს შორის.  
ალბათ, გსმენიათ - „მთავარია ვებგვერდი იყოს ჯანმრთელი“-ო და მართლაც, ვებგვერდი თუ ავად გაგიხდათ, მტრისას, მისი შემდგომ ფეხზე დაყენება მარტივი საქმე, სულაც არ გახლავთ.
შორსმჭვრეტელობა, ეს არის შესანიშნავი უნარი, იმოგზაურო დროში და წინასწარ განსაზღვრო მოვლენების განვითარების სავარაუდო გზები და შედეგები. შემდგომ კი ამ ნააზრევზე დაყრდნობით მიიღო საუკეთესო გადაწყვეტილებები შენთვის და შენი ბიზნესისთვის! გეტყვით მეტსაც, “Goodweb”-ში შორსმჭვრეტელ ადამიანად მიგვაჩნია ყველა, ვინც ჩვენთან თანამშრომლობს!

top