25აგვ 2017 გაიგეთ როგორ უნდა დაიცვათ თქვენი პირადი მონაცემები ინტერენეტში
დაგითვლიათ დღეში საშუალოდ რამდენ ვებგვერდს სტუმრობთ? და, ის თუ შეუმჩნევია თქვენს მახვილ თვალს, რომ ზოგიერთ ვებგვერდს მისამართში http//: უწერია წინ, ზოგს კი https//: . და, ოდესმე თუ დაფიქრებულხართ იმაზე,  რას შეიძლება ნიშნავდეს ან რა დატვირთვა შეიძლება ქონდეს თქვენთვის ამ ერთი შეხედვით უწყინარ და ინგლისური ანბანის მე-19 ასობგერას - “S” ?!

გარდა იმისა, რომ რომაელი და ბერძენი ღმერთების სახელების უმეტესი ნაწილი, ამ მომრგვალებული ფორმების მქონე ასობგერაზე - (S) იწყებოდა, ციფრულ სამყაროში, დღეს მას მართლაც რომ ღვთიური ძალა გააჩნია. არც მეტი, არც ნაკლები, ის თქვენი პირადი მონაცემების დაცულობას და უსაფრთხოებას განსაზღვრავს. დიახ, დიახ, ის გიცავთ სწორედ იმისგან, რომ თქვენი ინფორმაცია სხვას არ ჩაუვარდეს ხელში და ამით არ დაზარალდეთ. წარმოიდგინეთ, შედიხართ ვებგვერდზე, შეგყავთ თქვენი ინფორმაცია, პირადი თუ ბარათის მონაცემები, რომელზეც არც თუ ისე ცოტა თანხა გიდევთ, და ამ დროს რა ხდება? ტადაამ... თქვენი ყველა ინფორმაცია ჰაკერის ხელში აღმოჩნდა. გვესმის, ამის წარმოდგენაც კი გზარავთ.

სწორედ ამიტომ, ეს საზარელი გრძნობა რომ აგარიდოთ სამომავლოდ თქვენ, როგორც ვიზიტორს, ვებგვერდის მფლობელებს კი - მეტი დაცულობა და სანდოობა მივანიჭოთ, გადავწყვიტეთ, დღეს, ამ ერთი უწყინარი, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანი ასობგერის „S“ - ის შესახებ მოგიყვეთ, რომელიც SSL სერთიფიკატს წარმოადგენს და ერთნაირად მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის.

უპირველეს ყოვლისა, გავერკვეთ რა განსხვავებაა http//: - ს და https//: - ს შორის.

დავიწყოთ http//: - ით, ანუ Hypertext Transfer Protocol, ქართულად ჰიპერტექსტის გადაცემის პროტოკოლს ნიშნავს, რაც თავის მხრივ web დოკუმენტების კომპიუტერული ქსელებით და ინტერნეტით ინფორმციის გადაცემის წესებს გულისხმობს. მისთვის, მნიშვნელოვანია ინფორმაცია მივიდეს ადრესატამდე, მაგრამ სრულებით არ ანაღვლებს რა გზით და რამდენად დაცულად მოხდება ეს ყველაფერი.

ახლა კი გავიგოთ რას ნიშნავს https//: -  ი, ანუ Secure Hypertext Transfer Protocol, ქართულად, ჰიპერტექსტის დაცული გადაცემის პროტოკოლი. როგორც ვხედავთ, ტერმინში ახალი სიტყვა - Secure/დაცული შემოვიდა, რაც პირდაპირ მიანიშნებს სისტემის მიერ ინფორმაციის უსაფრთხოებაზე. ის უზრუნველყოფს A – დან B – მდე ინფორმაციის მისვლის კონფიდენციალურობას სპეციალური დაცვის შრის საშუალებით, რასაც SSL სერთიფიკატი წარმოშობს.

სანამ, კიდევ ერთი ახალი ტერმინის - SSL - ის ახსნაზე გადავალთ და კიდევ უფრო მეტად გავაღრმავებთ ინფორმაციას, შევაჯამოთ, გამოდის რომ, http//: და https//: ერთი და იგივე პროტოკოლის გზას გადიან - ვებ ბრაუზერიდან სტანდარტული ფორმით ამყარებენ კავშირს ვებ სერვერამდე - თუმცა, მათი გზები ერთი დიდი განსხვევბით მიეშურებიან, https//: - ის შემთხვევაში, წარმოიქმნება SSL- ის დაცული შრე, რომელშიც მიედინება ინფორმაცია და ხდება მისი დაშიფვრა.

ნუ მოიწყენთ ბევრი ტექნიკური ტერმინის გამო, საქმე ხომ თქვენს უსაფრთხოებას ეხება. ჩვენ კი ვეცდებით, მარტივად და მაგალითების საშუალებით დაგანახოთ საკითხის სიცხადე და კრიტიკულობა.

მაშ ასე, ჯადოსნური „S“, ანუ SSLSecure Socket Layer - ქმნის დაშიფრულ ლინკს(შრეს) ვებ ბრაუზერს და ვებ სერვერს შორის, რომელშიც მიედინება ინფორმაცია და რომელიც ხდება მისი დაცულობის გარანტი, რადგან უკარგავს მას პირვანდელ სახეს და მისი გაშიფვრა უცხოს მიერ უბრალოდ შეუძლებელია.

მეტი სიცხადისთვის, ისევ მაგალითებს დავუბრუნდეთ ჩვენი ყოველდღიურობიდან. წარმოიდგინეთ, პირადი შეტყობინება მიწერეთ ვინმეს, ამ დროს კი დაუცველობის და ჯადოსნური “S” - ის არარსებობის გამო, ის, ადრესატის გარდა სხვის ხელშიც აღმოჩნდა, ამის მიზეზი კი, მხოლოდ და მხოლოდ ერთია, ინფორმაციის დაუშიფრაობა. ან ის წარმოიდგინეთ, უყურებთ თქვენი საყვარელი ფეხბურთის ნაკრების თამაშს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელსაც მხოლოდ ერთი გოლი აშორებს ჩემპიონობამდე,  თქვენი საყვარელი ფეხბურთელი ფლობს ბურთს, ის ის არის უნდა გაიტანოს გოლი მოწინააღმდეგის კარში, და ამ დროს, მას ბურთს მეტოქის გუნდის წარმომადგებელი ართმევევს, რადგან გვერდით არ ყავს თანაგუნდელი, რომელიც დაეხმარებოდა და დაიცავდა ამ სიტუაციაში.  ტროას ცხენიც ძალიან კარგ მაგალითად შეიძლება გამოდგეს ამ შემთხვევაში, როცა ჰაკერებზე, სხვის ტერიტორიაზე შეჭრასა და ინფორმაციის მოპარვაზე გვაქვს საუბარი.

სტატიიდან კარგად ჩანს თუ რაოდენ დიდი სიფრთხილე და წინდახედულობაა საჭირო, როგორც ვებგვერდის ვიზიტორის, ასევე ვებგვერდის მფლობელების მხირადან. თითოეული მათგანისთვის SSL- ის უპირატესობის განსაზღვრაა შესაძლებელი.

მომხმარებლისთვის ანუ ვებგვერდის ვიზიტორისთვის, მისი უპირატესობა შემდეგნაირად შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ:

•    ინფორმაციის დაცულობა (ტრანზაქციები, პირადი, ბანკის, საკრედიტო ბარათების)
•    უსაფრთხოება
•    სპამის თავიდან აცილება
•    ვირუსისგან დაცულობა

რაც შეეხება, ვებგვერდის მფლობელებისთვის SSL-ის უპირატესობებს, ეს ძალიან ცხადი და ნათელია, რადგან არც თუ ისე დიდი ხნის წინ, Google-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ ის არათუ მხარს არ დაუჭერს ისეთ ვებგვერდებს, რომლებსაც არ გააჩნიათ დაცვის სისტემები, არამედ რეიტინგებშიც კი ვერ მოხვდებიან ისინი. გასაკვირი არ არის, რომ Google-ი უპირატესობას სერთიფიცირებულ და დაცულ ვებგვერდებს ანიჭებს, რადგან მისთვის მომხმარებლის უსაფრთხოება უპირველესად მნიშვნელოვანია.

SSL სარგებელი ვებგვერდების მფლობელებისთვის:

•    გაუმჯობესებული და მოწინავე პოზიციები
•    Google-ის რეიტინგში ყოფნა
•    დაცულობა და კონფიდენციალურობა
•    საანდოობა მომხმარებლის თვალში

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ 2017 წელი SSL -ის და Https -ის წლად გამოცხადდა ვებგვერდებისთვის.

კომპანია Goodweb-ის სისტემა, რომელიც ქართულია და შექმნილია კომპანიაში დასაქმებული პროფესიონალი გუნდის მიერ, პირადი მონაცემების დაცვის უპირველესი გარანტია, რადგან სისტემაში არსებულ ნებისმიერ ვებგვერდს გააჩნია SSL სერთფიკატის მხარდაჭერა, რაც პირდაპირ გულისხმობს მის უსაფრთხოებასა და დაცულობას. ჩვენი სისტემა ვებგვერდებს დღეღამის ნებისმიერ მონაკვეთში, 24/7-ზე იცავს. გარდა ამისა, ჩვენი მხრიდან მუდმივად ხდება მონიტორინგი, რომლის მიზანია მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილება.

ჩვენ ვქმნით უსაფრთხო და დაცულ ინტერნეტ სივრცეს ჩვენი კლიენტებისთვის და მათი კლიენტებისთვის.

შექმენი შენც ჩვენთან ერთად!


თუ სასარგებლო იყო ჩვენი სტატია გაიზიარე და გააგებინე სხვებსაც

გაინტერესებს როგორ?






პოპულარული სიახლეები
სიტყვა „უჯიკეზე“, ალბათ, თქვენც ჩემსავით ყველასთვის საყვარელი ქართული ფილმი „იმერული ესკიზები“ გაგახსენდათ, თუმცა, დღეს ის არაფერ შუაშია. საკითხი, რომლის შესახებ ახლა უნდა მოგიყვეთ, ვებგვერდზე მამოტივირებელ შეტყობინებებს, ე.წ. web push notifications-ებს ეხება, მინდა აქვე გაგიმხილოთ, რომ მას ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მისია აკისრია თქვენი და თქვენი მომხმარებლის ურთიერთობაში.
წარმოიდგინეთ, თქვენს წინაშე 3 კარია. თითოეული მათგანი განსხვავებულია და აბსოლუტურად თქვენს სურვილზეა დამოკიდებული რომლის სახელურს ჩამოწევთ, შეაღებთ და გადააბიჯებთ მის ზღურბლს. ალბათ, ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმას, რომლის მიღმა ისურვებდით ყოფნას. რა თქმა უნდა, იმ კარს აირჩევთ, რომელიც თქვენთვის უფრო მიმზიდველად გამოიყურება და გპირდებათ  საინტერესო თავგადასავლებით სავსე სამყაროში მოხვედრას, ან სასიამოვნო დასვენებას, ან თუნდაც მოგზაურობას მთელი მსოფლიოს ირგვლივ. აქ მთავარი ის არის, რომ იმას გაძლევდეთ, რაც თქვენ იმ მომენტში ყველაზე მეტად გჭირდებათ და გაინტერესებთ.
გაიხსენეთ, რა ხდებოდა XX საუკუნის მიწურულს და XXI საუკუნის დასაწყისში მარკეტინგის სფეროში, განსაკუთრებით კი საქართელოში. ან, იმ დამოკიდებულებაზე რას იტყვით, რაც მაშინ მარკეტერის საჭიროებას განსაზღვრავდა კომპანიაში. ახლა, აიღეთ ეს ყველაფერი და შეადარეთ დღევანდელ რეალობას. დიახ, თქვენ ახლა საოცარ განსხვავებას ხედავთ. ბევრი რამ შეიცვალა, თანაც საგრძნობლად, ეს კი სწორად განვითარებამ მოიტანა. ისიც უნდა აღინიშნოს, თუ რაოდენ ერთსულოვნად აღიარებენ დღეს კომპანიები მარკეტინგის კრიტიკულად აუცილებლობას კომპანიის არსებობისთვის. მეტიც, იმდენად გაზრდილია მისი როლი კომპანიის თუ ბრენდის შექმნის, განვითარების და შემდგომ პროცესებში, რომ ადამიანური რესურსის გარდა, დღის წესრიგში მარკეტინგის ავტომატიზაციის და სისტემატიზაციის საჭიროებაც დგება.
შემოგვიერთდით

top