სიტყვა „უჯიკეზე“, ალბათ, თქვენც ჩემსავით ყველასთვის საყვარელი ქართული ფილმი „იმერული ესკიზები“ გაგახსენდათ, თუმცა, დღეს ის არაფერ შუაშია. საკითხი, რომლის შესახებ ახლა უნდა მოგიყვეთ, ვებგვერდზე მამოტივირებელ შეტყობინებებს, ე.წ. web push notifications-ებს ეხება, მინდა აქვე გაგიმხილოთ, რომ მას ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მისია აკისრია თქვენი და თქვენი მომხმარებლის ურთიერთობაში.
რა არის ვებგვერდის push notifications?
წარმოიდგინეთ, ძალიან გიყვართ ნაყინი. მუდმივად გაინტერესებთ თქვენს სახლთან არც თუ ისე ახლოს მდებარე სანაყინემ რაიმე ახალი გემო ხომ არ დაამატა თავის ასორტიმენტს. ამის შესამოწმებლად კი, სრულებითაც არ გაქვთ დრო ყოველდღიურად. ახლა, ის წარმოიდგინეთ, როგორ გაგიხარდებოდათ, ყოველი ახალი გემოს დამატების შემთხვევაში, თქვენი სახლის კარზე ზარის ხმა რომ გაგეგოთ, მისი გაღებისას კი სიახლის მაცნე, საოცარი არომატების და გემოს შემქმნელი მენაყინეს თანაშემწე, ფუშფუშა და ჰაეროვანი გოგონა რომ დაგენახათ ნაყინით ხელში, რომელიც დგას თქვენს წინაშე და ახალი გემოს და არომატის პრეზენტირებას ახდენს, თანაც, ყველა სიკეთესთან ერთად, მის დაგემოვნებასაც კი გთავაზობთ. თქვენ, სანამ კარზე ზარის ხმას გაიგებდით და გააღებდით, შეიძლება სრულებითაც არ ფიქრობდით მაინცდამაინც ნაყინზე, თუმცა, რადგან მენაყინემ კარგად იცოდა თქვენგანვე, თქვენივე ამ ცივი ნუგბარის მიმართ დიდი სიყვარული და ინტერესი, არ დააყოვნა და აფრინა მისი ფარფატა გოგო თქვენთან სიახლეებით და ნაყინებით დახუნძლული. იგივეა ვებგვერდის push notifications-ი, რომელსაც საკუთარი ნებით თანხმდებით მიიღოთ ინფორმაციები თქვენი ფავორიტი ვებგვერდებიდან, მაშინაც კი, როდესაც სრულებითაც არ ფიქრობთ და ელოდებით მას. push notification-ი პატარა ზომის, მამოტივირებელი, სიახლის შემცველი განახლებებია, რომელიც თქვენი მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, პერიოდულად ჩნდება ბრაუზერში, თუმცა, აუცილებელი არ არის ბრაუზერი გახსნილი ქონდეთ, ის მაინც მიდის ადრესატამდე, როგორც შეტყობინება. მისი დახმარებით, მომხმარებლები ზედმეტი კლიკის, სხვადასხვა ვებგვერდებზე სტუმრობის თავიდან აცილებით და დროის ფლანგვის გარეშე მიიღებენ მათთვის საინტერესო „ქონთენთით“ გაჯერებულ ინფორმაციას. რომ შევაჯამოთ, ვებგვერდის push notifications-ი, მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე განხორციელებულ კომუნიკაციის სისტემას წარმოადგენს, სადაც, სპამის ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი.
აი, ასე გამოიყურება შეტყობინების მიღებაზე თანხმობის განცხადების ფანჯარა
რატომ უნდა გამოიყენოთ მარკეტინგში push notifications
როგორც უკვე მოგიყევვით, შეტყობინებები, მომხმარებლებს მაშინაც მისდით მოწყობილობებში (კომპიუტერი, მობილური, აიპადები თუ სხვა), როცა ბრაუზერი საერთოდაც არ აქვთ გახსნილი. ეს ბიზნესს, განსაკუთრებით კი, მარკეტინგს საშუალებას აძლევს მუდმივად ხაზზე იყოს მომხმარებელთან და ნებისმიერი ინფორმაცია მიაწოდოს სწრაფად საინტერესო ჭრილში და ყავდეთ ისინი მუდამ სიახლების სადარაჯოზე.
ეს შესაძლებლობა, დაახლოებით 2 წლის წინ ინტეგრირდა ვებგვერდის ბრაუზერიის სისტემაში და მას შემდეგ, ძალიან ბევრი და საინტერესო განვითარების გზა განვლო. დღესდღეობით, 18 მილიონი შეტყობინება იგზავნება დღეში. ეს კი,მარკეტინგში მის ტრენდულობაზე, შედეგიანობასა და ეფექტურობაზე მიანიშნებს.
Push notifications-ების სიკეთეები მარკეტინგში
გარდა იმისა, რომ მარკეტინგი push notifications-ების საშუალებით ურთიერთობს საზოგადოებასთან, მას მნიშვნელოვანი შედეგები მოაქვს ბიზნესისთვის.
კონვერსიის უკეთესი კოეფიციენტი: ერთი შეხედვით მარტივ კლიკს, რომელიც ასევე ერთი მოქმედებით სრულდება და მომხმარებლისგან თქვენს „სამუდამო კავშირზე“ თანხმობას „აწერს ხელს“, შეუძლია მარკეტერს 30- ჯერ უფრო მეტი და უფრო ზუსტი სამიზნე აუდიტორიის მარკეტინგული სია მისცეს, ვიდრე ეს სხვა კამპანიების დროს ხდება.
კლიკების უკეთესი რაოდენობა: ვინაიდან და რადგანაც, თანხმობისთვის სულ რაღაც მხოლოდ ერთი მოქმედება, ერთი კლიკია საჭირო, მომხმარებლები იოლ გზას ირჩევენ, ამიტომ, push notifications-ზე კლიკის ctr 20-25%-ით მაღალია.
უკეთესი User Experince: რადგან მარტივია, სწრაფია და სასურველ შედეგს იღებს მომხმარებლები, ისინი მას დაუფიქრებლად ირჩევენ. მითუმეტეს, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ push notifications-ები აპლიკაციის როლსაც ასრულებენ, რომელიც არც თუ ისე ცოტა თანხებთან არის დაკავშირებული. ყველა ბიზნეს კი მისი ან საჭიროება არ აქვს, ან შესაბამისი ბიუჯეტი ამისთვის, ამიტომ, მათთვის ყველაზე კარგი გამოსავალი ამ სისტემით სარგებლობაა. სხვათაშორის, ახალი აპლიკაციების გადმოწერა საგრძნობლად შემცირებულია, რადგან, მომხარებლებს ურჩევნიათ, მოწყობილობებში ზედმეტი სივრცის ათვისების და ძალისხმევის გარეშე მიუვიდეთ სასურველი ინფორმაცია. გარდა ამისა, push notifications-ზე უარის თქმა, ნებისმიერ დროს შეუძლია მომხმარებელს.
Push notifications-ების გამოყენების 3 უპირატესობა კომუნიკაციაში
• შესაძლებელია მათი პერსონალიზირება: ინფორმაციის პერსონალიზირება 94% შემთხვევაში სამომავლო კამპანიების წარმატებით შესრულების გასაღებია. შეტყობინება 4 ძირითადი ელემენტისგან შედგება: სათაური, აღწერა, ფოტო, და CTA. მათი მეშვეობით შემოსული მონაცემები შეიძლება პერსონალიზირდეს ცალკეული იუზერის დონეზე. ასევე, შესაძლებელია მისი სინქრონიზირება CRM მონაცემებთან, რომელიც ერთ-ერთ ძლიერ იარაღს წარმოადგენს მარკეტერისთვის. საბოლოოდ კი, ამ ორის გაერთიანება სეგმენტური შეთავაზების კარგი საშუალებაა.
• ვიზუალურად მიმზიდველია: ერთხმად შეგვიძლია ვაღიაროთ, რომ ვიზუალური მხარე ძალიან დიდ როლს თამაშობს დაინტერესებაში და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში. push notifications -ი კი, ტექსტთან ერთად ფოტო მასალით იგზავნება.
• ინფორმაციის მიწოდების მოქნილობა: შეტყობინებები მოწყობილობას ბრაუზერის საშუალებით მიეწოდება, ეს კი ხელს უწყობს სწრაფ კომუნიკაციას. ვინაიდან და რადგანაც, ბრაუზერის არსარგებლობის დროსაც მიდის სიახლე მომხმარებელთან, ეს პირდაპირ გულისხმობს ინფორმაციის მიწოდების მარტივ შესაძლებლობებს.
მარკეტერები push notifications-ებს 3 ძირითადი მიზნით იყენებენ:
Retargeting საჭიროების შემთხვევაში სამიზნე აუდოტორიის შეცვლა მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით
„ქონთენთ“ მარკეტინგი - გამოიყენონ სამიზნე სეგმენტის შესაბამისი მესიჯებით გაჯერებული ინფორმაციები
მომხმარებლის მიჯაჭვულობა - გამოიწვიონ მომხმარებლის მიჩვევა და დამოკიდებულება
ვფიქრობთ, ჩვენი სტატია დაგეხმარებათ სამომავლო გეგმების სწორად ფორმირებაში. კომპანია Goodweb-ი, გარდა იმისა, რომ ინოვაციურ შესაძლებლობას სთავაზობს მომხმარებლებს ვებგვერდის სერვისის სახით, ზრუნავს მიწოდებული სერვისის მარკეტინგულ სტრატეგიებზე. ძალიან მალე, ჩვენი გუნდი push notifications-ების სერვისს ჩააინტეგრირებს არსებულ Skillers CMS სისტემაში, რომელიც პირდაპირ გულისხმობს ვებგვერდის არამხოლოდ ინფორმაციული თვალსაზრისით გამოყენებას, არამედ მისი, როგორც მარკეტინგული ამოცანების გადაწყვეტის ხელსაწყოდ გამოყენებას. ამიტომ, დაიწყეთ ვებგვერდით, ნუ იქნებით „თვითონ საჯიკებელ“ პოზიციაში, მიდით იმ კონდიციამდე, როდესაც მზად იქნებით „უჯიკოთ“ მომხარებელს, გახდით მოქმედების მიზეზი და მიეცით მათ თქვენთან ურთიერთობის მოტივაცია.
19სექ 2017
„უჯიკე“ მომხმარებელს, ანუ push notifications - ების გამოყენება მარკეტინგში