წარმოიდგინეთ, თქვენს წინაშე 3 კარია. თითოეული მათგანი განსხვავებულია და აბსოლუტურად თქვენს სურვილზეა დამოკიდებული რომლის სახელურს ჩამოწევთ, შეაღებთ და გადააბიჯებთ მის ზღურბლს. ალბათ, ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმას, რომლის მიღმა ისურვებდით ყოფნას. რა თქმა უნდა, იმ კარს აირჩევთ, რომელიც თქვენთვის უფრო მიმზიდველად გამოიყურება და გპირდებათ საინტერესო თავგადასავლებით სავსე სამყაროში მოხვედრას, ან სასიამოვნო დასვენებას, ან თუნდაც მოგზაურობას მთელი მსოფლიოს ირგვლივ. აქ მთავარი ის არის, რომ იმას გაძლევდეთ, რაც თქვენ იმ მომენტში ყველაზე მეტად გჭირდებათ და გაინტერესებთ.
ასეა მთავარი გვერდიც, ე.წ Homepage-ი. ის, ჯადოსნურ კარს წარმოადგენს ვებგვერდისთვის, რომელიც მთავარი დამაკავშირებელია კომპანიას და მომხმარებელს შორის, და განსაზღვრავს სხვა დანარჩენ გვერდებზე გადასვლის სურვილს. ამიტომ, მნიშვნელოვანია მისი ელემენტების სწორად და სტრატეგიულად ფორმირება, პირველ რიგში, იმისთვის, რომ მომხმარებელმა თავი იგრძნოს ზუსტად იქ, სადაც დააკმაყოფილებენ მის საჭიროებებს, გადაუწყვეტენ ამოცანებს და მიიღებენ მაქსიმალურ ინფორმაციას მათთვის საინტერესო თემებზე.
წარმოგიდგენთ 5 ელემენტს, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ვებგვერდის Homepage-ზე:
1. საშინაო დავალება
მიიღეთ Homepage, როგორც მომხმარებლის მიერ მოცემული საშიანო დავალება.
მეტი სიცხადისთვის, მოდით Homepage - ის სტრუქტურის, დიზაინის და ქონთენთის მნიშვნელობა შევადაროთ ბავშვობაში, დამრიგებლის მიერ მოცემულ საშინაო დავალებას, რომლისთვისაც 3 დღე გქონდათ მოცემული. გაიხსენეთ, შეიძლება ამ ყველაფერს იმდენად დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდით, რომ ნერვიულობისგან მუცელიც კი აგტკივდათ, მომდევნო ორი ღამე საერთოდ არ გეძინათ და დილით ისე ადრე იღვიძებდით დავალების სათანადოდ შესრულების გასაგრძელებლად, რომ აზრიც კი აღარ ქონდა იმ 10 წუთით თვალის მოტყუებას. საბოლოოდ, მესამე და დავალების ჩაბარების დღეს კი რა ხდებოდა?! მასწავლებელი ზუსტად 5 წუთში, ერთი თვალის გადავლებით ამოწმებდა დავალებას, რომელზეც ამდენი დრო და ენერგია გქონდათ დახარჯული.
Homepage-ზეც იგივე ხდება, ის მიზნობრივი აუდიტორიის მიერ მოცემული ერთგვარი საშინაო დავალებაა, რომლის შეფასებასაც, ისინი შეიძლება 5 წუთსაც კი არ ანდომებენ და ზუსტად, ამ შეფასების დროს ღებულობენ გადაწყვეტილებას უღირთ დარჩენა ამ ვებგვერდზე თუ არა.
Homepage აჩვენებს მომხმარებელს იმას, თუ რამდენად 10-იანზეა შესრულებული დავალება და რამდენად იზრუნეთ მასზე, რამდენად მოარგეთ თქვენი გადაწყვეტილებები მის საჭიროებებს და საერთოდ, როგორ მარტივად და გასაგებად ესაუბრებით პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. ამ ყველაფრის შეფასების შემდეგ, ისინი გიწერენ 10 -იანს და რჩებიან თქვენი ვებგვერდის ერთგულ მომხმარებლებად ან გიწერენ 1-იანს და სამუდამოდ გემშვიდობებიან. რომ შევაჯამოთ, Homepage-ზე აუცილებელია მომხმარებელს დაახვედროთ მისი ინტერესების ერთობლიობა, რაც შეიძლება გასაგებად და ნათლად, ისე რომ ბევრ ფიქრს არ საჭიროებდეს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც დრო ასე ძვირფასია მათთვის.
იმისთვის, რომ კარგად შეასრულოთ დავალება ან ცუდად შესრულებული დავალება გამოასწოროთ, სულაც არ არის მარტივი და არც ვებგვერდის შექმნით მთავრდება ყველა პრობლემა, მას მუდმივი მუშაობა და შრომა ჭირდება, რომელიც შედეგს გარკვეული პერიოდის, შესაძლოა რამდენიმე თვის შემდეგ ქმნის. ამისთვის, ზოგჯერ საჭიროა ესაუბროთ თქვენს მომხმარებელს, შეგიძლიათ ამ მიზნით ვებგვერდზე განათავსოთ უკუკავშირის ჩანაწერების შესაძლებლობა, სადაც თუნდაც უარყოფით გამოცდილებაზე დაწერენ მომხმარებლები, ასევე, გააკეთოთ ფორუმი, სადაც უკვე ერთმანეთში გაცვლიან მომხმარებლები თავიან შეხედულებებს და აზრებს, ან დაგეგმოთ ერიოდული პირდაპირი ჩართვები (Live) მომხმარებლebთან, სადაც უშუალოდ უპასუხებთ მათ კითხვებს.
2. ლაკონურობა და სიცხადე
ის, რაც Homepage-ისთვის ნამდვილად კრიტიკულად მნიშვნელოვანია, არის სიცხადე და ლაკონურობა.
ლაკონურობა სულაც არ ნიშნავს მაინცდამაინც მოკლე ტექტსტებს მთავარ გვერდზე. ეს უფრო, სწორ და ზუსტ მესიჯებს გულისხმობს, რომელიც ერთი შეხედვით შესამჩნევი და თვალში საცემი უნდა იყოს, რაც თავისთავად განსაზღვრავს სიცხადესაც. წარმოიდგინეთ, შედიხართ ვებგვერდზე, რომელსაც ძალიან ლამაზი ვიზუალი აქვს, მაგრამ ვერაფერს არკვევთ, ვერც იმას თუ რას ემსახურება ან რა დანიშნულება გააჩნია მას, ამის მთავარი გამომწვევი მიზეზი კი, ვებგვერდზე არასწორი ტექსტური და ვიზუალური აქცენტებია. საბოლოოდ, ვიღებთ შედეგს, რომელსაც მომხარებლის დაკარგვა ქვია. ამიტომ, აუცილებელია სწორი, ზუსტი, ლაკონური და ცხადი ტექსტური თუ ვიზუალური "ქონთენთი" შექმნათ პირველივე ვებგვერდზე, რათა გაჩნდეს სხვა გვერდებზე გადასვლის სურვილი.
3. ეფექტური და მიმზიდველი ღილაკები (CTA)
„Call To Actions” ერთ-ერთი „ჯადოსნური ჯოხია“ თქვენს Homepage-ზე, და არამხოლოდ. ქართულად შეგვიძლია ის ვთარგმნოთ, როგორც საშუალებები, მოწოდებები და გზავნილები ვებგვერდზე, რომელიც გამოიწვევს მომხარებლის ინტერესს და შემდეგ ამ ინტერესის ქცევაში გადასვლას - მეილით, საკონტაქტო ნომრით, ჩეთით თუ სოციალური მედიის საშუალებით - თქვენთან დაკავშირებას.
ხშირად, ამისთვის გამოიყენებენ ღილაკებს, რომლებიც განთავსებულია ვებგვერდზე შინაარსის მიხედვით და წარმოადგენენ დამატებით კომფორტს, უფრო მარტივად გაიკვლიონ გზა მომხმარებლებმა სასურველ ინფორმაციამდე.
ღილაკის შერჩევისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ფერი და ფორმა. ასევე, კარგად მუშაობს, თუ მათ აქვთ ხმა ან ასრულებენ გარკვეულ მოძრაობას, მაგალითად ციმციმებენ. ასეთ დროს, მთავარი გვერდის გამოყენება უფრო კომფორტული ხდება, რაც საბოლოო ჯამში მთლიანი ვებგვერდის მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებას იწვევს. მნიშვნელოვანია, ღილაკები შეესაბამებოდეს იმ შინაარსს, სადაც მომხარებელი მისი საშუალებით მისამართდება.
4. ემოციების გამოწვევა ღირებულების შექმნით
Homepage-ზე კარგი იქნება ისეთი კომუნიკაციის დამყარება ვიზიოტრთან, რომელიც ღირებულებას ქმნის და ხაზს უსვამს მათი ამოცანების გადაწყვეტას. მაგალითისთვის, რომ შევადაროთ ორი მესიჯი „ჩვენ გვაქვს ქალაქში საუკეთესო პიცა“ და „ჩვენ მოგიტანთ პიცას 10 წუთში“, ბუნებრივია, მეორე მაგალითი ბევრად უფრო დიდ ეფექტს ახდენს მომხარებელზე, რადგან ის გარკვეულ ღირებულებას ქმნის მათთვის და არ საუბრობს მაინცდამაინც მხოლოდ კომპანიაზე.
5. ერთი გვერდი=ერთი მიზანი
არასდროს გამოიყენოთ ვებგვერდის ერთი გვერდი, განსაკუთრებით კი, მთავარი გვერდი იმისთვის, რომ მოემსახუროს უამრავ მიზანს ერთდროულად, ასე ძალიან დააბნევთ მომხმარებელს და საერთოდ ვერ მიიღებთ სასურველ უკუკავშირს. უმჯობესია, სწორება აიღოთ კომპანიის მთავარ საქმიანობაზე, CTA ღილაკებიც შექმნათ ამ შინაარსზე დაყრდნობით, დანარჩენი მიმართულებები კი უბრალოდ მენიუს ელემენტებად აქციოთ, მასზე გადასვლის შემთხვევაშიც გამოიყენოთ იგივე სტრატეგია, რასაც ერთი გვერდი=ერთი მიზანი ქვია.
თუ თქვენ აპირებთ გქონდეთ ვებგვერდი, ან უკვე გაქვთ და გინდათ გამოასწოროთ მისი მდგომარეობა, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ზემოთ ჩამოთვლილი ელემენტები. ამისთვის, ყოველთვის სწორი გადაწყვეტილება ისეთ ადამიანებთან ამ საკითხზე მუშაობაა, რომლებსაც ესმით და უყვართ ეს საქმე. Goodweb-ის გუნდი მუდმივად მზად არის მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე უზრუნველყოს მათი დასაკმაყოფილებელი გადაწყვეტილებები და რაც მთავარია, შექმნას ღირებულებები, რომლებიც ასე ძვირფასია როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი თითოეული მომხმარებლისთვის.
ასე, რომ ისღა დაგრჩენიათ ფართოდ გააღოთ თქვენი კარი და დახვდეთ მომხმარებელს შესაბამისად მომზადებული.
14სექ 2017
კარი, რომელიც ყოველთვის გინდა შეაღო და ნახო რა ხდება მის მიღმა - Homepage