შორსმჭვრეტელობა, ეს არის შესანიშნავი უნარი, იმოგზაურო დროში და წინასწარ განსაზღვრო მოვლენების განვითარების სავარაუდო გზები და შედეგები. შემდგომ კი ამ ნააზრევზე დაყრდნობით მიიღო საუკეთესო გადაწყვეტილებები შენთვის და შენი ბიზნესისთვის! გეტყვით მეტსაც, “Goodweb”-ში შორსმჭვრეტელ ადამიანად მიგვაჩნია ყველა, ვინც ჩვენთან თანამშრომლობს!
ალბათ, იკითხავთ რატომ.. პირველ რიგში იმიტომ, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ვებგვერდის მიღების სხვადასხვა გზიდან ირჩევენ გრძელვადიან პერიოდში ყველაზე მოსახერხებელ ვარიანტს.
დღეს, მუდმივად ცვალებად სამყაროში, სადაც ყველა პროცესი გამარტივებისკენ მიდის, ვებგვერდი სერვისად არის ის, რაც თანამედროვე განვითარების ტენდენციებს ყველაზე მეტად უწყობს ფეხს. მეორეც, ვებგვერდი ეს არის ინსტრუმენტი, რომელსაც მუდმივი ზრუნვა სჭირდება. ჩვენ შემთხვევაში კი მისი დაცვა და განახლება შედის იმ სერვისში და ღირებულებაში, რომელსაც მომხმარებელი ყოველთვიურად იხდის. ამასთან, ვებგვერდის სერვისის სახით მიღება, შესაძლებლობას გაძლევს თანამშრომლობა გაწყვიტო მაშინ, როცა აღარ გექნება საიტის ქონის სურვილი ან საჭიროება და ეს სულაც არ იქნება დაკავშირებული რისკებთან და დანაკარგებთან.
სწორედ ამიტომ, ჩვენი ხედვები, გათვლები და თითოეული შეთავაზება, მათ შორის მიმდინარე საზაფხულო შეთავაზებაც: ვებგვერდს + ბრენდინგი, სწორედ შორსმჭვრეტელ ადამიანებზე და მათ საჭიროებებზეა აგებული.
კერძოდ, აღნიშნული შეთავაზება გულისხმობს სასურველი ვებგვერდის და ბრენდინგის მიღებას ზაფხულის პერიოდში, დასვენების პარალელურად, რაც ნიშნავს იმას, რომ, გარდა იმისა, რომ მომხმარებელი იღებს ძვირადღირებულ პროდუქტს ხელმისაწვდომ ფასად და იყენებს შანსს, რომელიც მომავალში აღარ განმეორდება, ის იყენებს პასიურ პერიოდს ეფექტურად იმისთვის, რომ სექტემბრის თვეში, როცა მომხმარებელი, კონკურენტები და მთლიანად ბაზარი ერთდროულად აქტიურდება, იყოს მზადყოფნაში და ჰქონდეს პიზიციონირებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტები.
ასე რომ, თუკი თვლი, რომ გაქვს ეს მნიშვნელოვანი თვისება და ამავდროულად გჭირდება ეფექტური ვებგვერდი და ბრენდინგი შენი საქმიანობისთვის, „Goodweb”-ი იდეალური ადგილია შენი მიზნების განსახორციელებლად!
02აგვ 2017
როცა ხარ შორსმჭვრეტელი!