GoodWeb-ი მცირე და საშუალო ბიზნესებს, განსაკუთრებით კი StartUp კომპანიებს, ინოვაციურ შესაძლებლობებს სთავაზობს - ნებისმიერ გადაწყვეტილებას ინტერნეტში - ბიზნესის სწორი და წარმატებული საქმიანობისთვის. რადგან GoodWeb-ის შექმნილი პლათფორმა ინოვაციური, ახალი და პირველია საქართველოში, ხშირია სერვისებთან დაკავშირებული შეკითხვები, ამიტომ გთავაზობთ უკეთ გაიცნოთ GoodWeb-ი და შეაფასოთ მისი მართლაც უნიკალურობა და საჭიროება. წარმოგიდგენთ ხშირად დასმულ შეკითხვებს:
და თქვენ წინაშეა ყველაზე პოპულარული შეკითხვა, რომლითაც გვინდა დავიწყოთ
• აფინანსებთ თუ არა იდეებს?
არა, ჩვენ არ ვაფინანსებთ ბიზნეს იდეებს, ჩვენ გეხმარებით მათ ეფექტურ განხორციელებასა და ინტერნეტ სივრცეში წარმატებით პოზიციონირებაში. ეს მოიცავს ისეთ მომსახურებებს, როგორიცაა ბიზნეს ვებგვერდი, ინტერნეტ მაღაზია, რეკლამა პოპულარულ ბიზნეს პორტალებზე, კორპორაციული ელ. ფოსტა და სხვა.
• რას ნიშნავს ვებგვერდის სერვისად მიღება და რა უპირატესობები აქვს მას?
ჩვენ არ ვართ ვებ დიზაინ სტუდიო და ვებგვერდი არ არის ჩვენი ბიზნესის განვითარების ერთადერთი გზა. ვებგვერდის ინტერნეტ სივრცეში გაშვებით ჩვენ არ ვასრულებთ მომხმარებელთან ურთიერთობას, რადგან აქ არ მთავრდება ჩვენი პასუხისმგებლობა. ყველაფერი, რაც საჭიროა შემდგომში თქვენი ვებგვერდის ეფექტურობისთვის და მისი სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის, მათ შორის ტექნიკური სერვისი, მარკეტინგული მხარდაჭერა, რეკლამა და სხვა.. ზედმეტი დანახარჯისა თუ სპეციალისტის დაქირავების გარეშე შედის ჩვენს სერვისში და იმ თანხაში, რასაც ყოველთვიურად იხდის მომხმარებელი. თვეში სულ რაღაც 19, 29, 39, 49 ან 59 ლარს!
• რა ძრავზე მუშაობთ?
Goodweb-ი მუშაობს საკუთარ სისტემაზე, რომელიც მრავალწლიანი მუშაობის შედეგად შეიქმნა. მისი უპირატესობები „open source“ სისტემებთან შედარებით (მაგალითად “wordpress“) არის ის, რომ ქართულ რეალობაზე და საბანკო სისტემაზეა მორგებული, მომხმარებელს აქვს 24 საათიანი ტექნიკური მხარდაჭერა და პირდაპირი კავშირი სისტემის ავტორთან.
• რა განსხვავებაა მზა დიზაინსა და ინდივიდუალურ დიზაინს შორის?
მზა დიზაინი, როგორც თავად სიტყვა გეუბნებათ, არის გამზადებული, უკვე შექმნილი ვებ გვერდის დიზაინები, რომელიც საკმაოდ მოხერხებულია, შექმნილია ჩვენი დიზაინერების მიერ და ღირს უფრო ნაკლები. მისი მიღება შეიძლება ნახევარი საათიდან ერთ დღემდე პერიოდში. განსხვავებით, ინდივიდუალური დიზაინისგან, რომლის დიზაინი და სტრუქტურა იქმნება ნულიდან და აბსოლუტურად ერგება დამკვეთის სურვილსა და საჭიროებებს. ინდივიდუალური დიზაინის მიღება შესაძლებელია 2 კვირამდე პერიოდში და მასზე დამატებით მუშაობენ მარკეტინგისა და ტექნიკური განყოფილების დეპარატამენტები.
• კიდევ რა სერვისები გვაქვს გარდა ვებ სერვისისა
გარდა ვებ სერვისისა, ჩვენი მომხმარებელი, თანამშრომლობის ფარგლებში, საჩუქრად იღებს და შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს ისეთი მომსახურებით, როგორიცაა რეკლამა პოპულარულ ბიზნეს პორტალებზე, მარკეტინგული მომსახურება, სოციალური ქსელების მართვა და ანალიზი, ქოფირაითინგი, ლოგოს დიზაინი, კორპორაციული მეილი და სხვა..
• რა არის კორპორაციული მეილი
კორპორაციული ელ ფოსტა ეს არის განსაკუთრებული, ოფიციალური მეილი, რომელიც ჩვეულებრივისგან განსხვავდება იმით, რომ მასში ასახულია თქვენი კომპანიის სახელწოდება. ეს კი, თავისთავად, გეხმარებათ თქვენი ბრენდის პოპულარიზაციაში.
• რა არის “CMS”?
ეს არის ვებ გვერდის თემატური და ვიზუალური მხარის სამართავი სისტემა, საიდანაც ხდება მისი მართვა, ანალიზი და ცვლილებების შეტანა.
• ვინ უნდა მართოს ჩემი ვებ გვერდი?
საიტის სტრუქტურას და შინაარს, პირველ ეტაპზე და შემდგომში, დამატებით სერვისად აღების შემთხვევაში მართავს Goodweb-ი. სხვა შემთხვევაში კი თავად მომხმარებელი. სამართავი სისტემა არის ქართულენოვანი, მაქსიმალურად გამარტივებული და ნებისმიერი ტექნიკური ცოდნის მქონე ადამიანზე გათვლილი. მომხმარებელს უტარდება ტრენინგი, ამასთან, რაიმე კითხვის არსებობის შემთხვევაში, მას აქვს მუდმივი შესაძლებლობა ისარგებლოს ონლაინ ჩეთით და მიიღოს დახმარება ჩვენი წარმომადგენლისგან.
• რას გულისხმობს ტექნიკური მხარდაჭერა?
ჩვენი მომსახურება მოიცავს თქვენი ვებგვერდის ეფექტური ფუნქციონირებისთვის ყველა საჭირო ელემენტის უზრუნველყოფას. მაგალითად იმას, რომ მეილ სისტემამ იმუშავოს გამართულად, ვებგვერდი იყოს დაცული ყველა სახის შეტევისგან. თქვენი სისტემა არ მოძველდეს და ყოველთვის იყოს მსოფლიო სიახლეების კვალდაკვალ განახლებადი.
• რას არის ჰოსტინგი?
ეს არის ჰოსტ პროვაიდერი კომპანიის მიერ გაწეული მომსახურება, რომელიც გულისხმობს თავის სერვერზე კლიენტის ფაილების განთავსებასა და შენახვას. ჰოსტინგი შედის ჩვენს მომსახურებებში.
• არის თუ არა თქვენი სისტემა ნებისმიერ მოწყობილობაზე მორგებული?
დიახ, ვებგვერდი არის Reponsive და + არის სწრაფად ჩატვირთვადი, მუდმივად განახლებადი და ეფექტურად მომუშავე.
• რას ნიშნავს ხარისხის მხარდაჭერა?
ხარისხის დეპარტამენტი შევქმენით იმისთვის, რომ დამკვეთის საჭიროებები იყოს მაქსიმალურად დაკმაყოფილებული, მოლოდინები კი - გამართლებული. ეს მომსახურება გულისხმობს ჩვენივე სერვისის ეფექტურობის კონტროლს არა ერთჯერადად თანამშრომლობის დაწყებისას, არამედ მუდმივად.
• ვინ ყიდულობს დომენს?
ძირითადად, ჩვენ ვეხმარებით დამკვეთს სასურველი დომენის შეძენაში. ასევე მას საჩუქრად გადავცემთ GoodWeb-ის ქვე დომენს.
• ვინ აგვარებს ბანკთან ურთიერთობას ონლაინ მაღაზიის შემთხვევაში?
ნებისმიერი დეტალი, რაც კი საჭიროა ინტერნეტში კომერციული საქმიანობის განსახორციელებლად, უზრუნველყოფილია Goodweb-ის მიერ. თქვენ აღარ გიწევთ ონლაინ გადახდების სისტემაზე ფიქრი, ის უკვე ჩართულია თქვენი მაღაზიისთვის
• როდემდე იხდის მომხმარებელი
მომხმარებელი სარგებლობს ჩვენი სისტემით და თანხას იხდის არა ერთჯერად პროდუქტში, არამედ სერვისში ყოველთვიურად.
თუკი კვლავ დაგრჩათ შეკითხვები, ჩვენ თქვენთან მუდმივ კავშირზე ვართ და შეგიძლიათ მოგვამრთოთ ნებისმიერ დროს.
და შეკითხვებიც თუ აღარ არის, დროა დაიწყოთ თქვენი ბიზნესის/იდეის სწორად განვითარება და მოგვამრთოთ საჭირო სერვისის მისაღებად
23თებ 2017
როცა კითხვები არსებობს, არის პასუხებიც. გაიცანი GoodWeb-ი უფრო ახლოს