15თებ 2017 რა საერთო აქვს სახლის მშენებლობას და ვებგვერდს?
წაიკითხეთ სათაური და მომენტალურად ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა თქვენს გონებაში? სავსებით ბუნებრივია, რადგან, ერთი შეხედვით, ვირტუალურ სივრცეში განთავსებულ ვებგვერდს და რეალურ სივრცეში აშენებულ სახლს შეუძლებელია ჰქონდეთ რაიმე საერთო. თუმცა, ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვანია პროცესი იდეალურად მიმდინარეობდეს, რადგან, ერთში უნდა იცხოვროთ, მეორეს საშუალებით კი, წარმატებას მიაღწიოთ. ერთის შემთვევაშიც და მეორეს შემთვევაშიც, პროფესიონალებს უნდა ანდოთ საქმე.
გამოგვყევით სტატიის ბოლომდე და ნახავთ, რომ ამ ორ პარალელურ სამყაროს შორის უამრავი საერთო კვანძი არსებობს. მაშ ასე, დავიწყოთ:

•    სანამ საოცნებო სახლის აშენებას დაიწყებთ, რა თქმა უნდა, გჭირდებათ სივრცე - მიწა. ეს მარტივი წარმოსადგენია, მაგრამ ეხლა წარმოიდგინეთ ვებგვერდის „აშენების“ პროცესი. დიახ, თქვენს საოცნებო ვებგვერდსაც, რომელიც წარმატებას მოგიტანთ  ბიზნესში, სჭირდება სპეციალური სივრცე- „მიწა“ - სერვერზე. ამ მიწას, ვირტუალურ სამყაროში ჰოსტინგი ჰქვია და მას GoodWeb-ი უფასოდ გადმოგცემთ, სხვა მომსახურებებთან ერთად.

•    მას შემდეგ რაც გაქვთ მიწა სახლისთვის, თქვენს გონებაში უკვე ახალი აზრები დადიან - გყავდეთ კარგი არქიტექტორი და სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე ადამიანები, რომლებიც უზრუნველყოფენ თქვენი საოცნებო სახლის დასრულებულ სახეს. ზუსტად ასეთი პრინციპით მუშაობს GoodWeb-ის მთელი გუნდი, რათა თქვენ მიიღოთ თქვენს საჭიროებებზე და სურვილებზე მორგებული ვებგვერდი. პროცესში ერთიანდებიან, გაყიდვების, მარკეტერების, დიზაინერების, IT და ხარისხის დეპარტამენტები და ასე ერთობლივად, ქმნიან თქვენთვის სასურველ ვებგვერდს.

•    არ გამოგრჩეთ, რომ სახლის დაპროექტებისას თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ჭერის და კარის სიმაღლე, რათა არ შექმნათ უხერხულობა  მაღალი ადამიანის სტუმრობისას.  ასევეა ვებგვერდის შემთხვევაშიც, თქვენი ვებგვერდი უნდა პასუხობდეს მსოფლიოს ნებისმიერ სიახლეს, ნებისმიერ მოცულობის და დატვირთულობის სირთულეს და რაც მთავარია, უნდა იყოს ნებისმიერ მოწყობილობაზე მორგებული (RESPONSIVE).   ზემოთ ჩამოთვლილ ყველა დეტალს, GoodWeb-ი სერვისის ფარგლებში მუდმივად უზრუნველყოფს  და თქვენ, სანერვიულოც აღარაფერი გრჩებათ.

•    შევთანხმდით, რომ თქვენ გაქვთ მიწა, სადაც უკვე ააშენეთ თქვენი საოცნებო სახლი, მაგრამ აუცილებელია გქონდეთ მისამართი, იმისთვის, რომ თუნდაც მეგობრებს აუხსნათ როგორ გესტუმრონ ახალ სახლში, უთხრათ კურიერს როგორ მოგაგნოთ და ა.შ. ვებგვერდსაც, ზუსტად იგივე მნიშვნელობით სჭირდება მისამართი, რომელსაც ვირტუალურ სამყაროში  დომენი ჰქვია.  უნიკალური სახელით მომხმარებლები ადვილად გიპოვნიან იმ დიდ სივრცეში, რასაც ინტერნეტი ჰქვია. გაითვალისწინეთ, რომ GoodWeb-ი დომენს უფასოდ გადმოგცემთ (მაგ: misamarti.gweb.ge). სხვა დომენის  სურვილის შემთხვევაში კი, გეხმარებათ თქვენი გახდეს და მოიპოვოთ ის.

•    სახლის აშენებით არ მთავრდება ყველაფერი. გადის დრო და ისე როგორც ყველაფერი, თქვენი სახლიც საჭიროებს რემონტს, შეკეთებას. თქვენ მუდმივად უნდა იყოთ ჩართული მსოფლიოს მოდის ტენდენციებში. ასეა ვებგვერდიც, ძალიან ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ ვებგვერდის ისტორია იქ მთავრდება, სადაც შეიქმნა და მას მუდმივი განვითარება/მოვლა არ სჭირდება. ეს არის ყველაზე მცდარი წარმოდგენა, რადგან მნიშვნელოვანია მუდმივად პასუხობდეთ მსოფლიოს სიახლეებს, ტენდენციებს და ტრენდებს, სხვა შემთხვევაში, თქვენი ვებ-გვერდი ერთ დღეს გაქრება ინტერნეტ სივრციდან და ვეღარავინ გიპოვით. სწორედ ამიტომ, GoodWeb-ის სერვისი, ვებგვერდის შემოთავაზების გარდა, ყველაზე ძვირფასს გაძლევთ - სიმშვიდეს და დროის დაზოგვის საშუალებას.

ყველაფერი ყველაფერი, მაგრამ დედამიწაზე არსებულ ნებისმიერ პროცესში, მნიშვნელოვანია დრო და ფულადი რესურსი. პირველი და მნიშვნელოვანი GoodWeb-ის სერვისში, ვებგვერდის სერვისად შემოთავაზებაა, რაც ბუნებრივია, გამოგითავისუფლებთ ძალიან ბევრ დროს და აგაცილებთ ძალიან ბევრ დეტალზე ფიქრს.  ასევე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სერვისის მიღების დრო, რომელსაც ჩვენი გუნდი უმოკლეს ვადებში, უმეტესწილად თქვენი სურვილის დაფიქსირებიდან, 30 წუთიდან 1 დღემდე პერიოდში გაწვდით და რაც ყველაზე მთავარია, თვეში მხოლოდ 19-59 ლარამდე. ფასი დამოკიდებულია იმაზე თუ რა სირთულის ვებგვერდი ან ინტერნეტ მაღაზიის სერვისი გჭირდებათ.

ასე რომ ნუ გადადებთ, დაიწყეთ, გადაიხადეთ თანხა არა ვებგვერდში, არამედ ვებგვერდის სერვისად მიღებაში და დაზოგეთ დრო !
პოპულარული სიახლეები
სიტყვა „უჯიკეზე“, ალბათ, თქვენც ჩემსავით ყველასთვის საყვარელი ქართული ფილმი „იმერული ესკიზები“ გაგახსენდათ, თუმცა, დღეს ის არაფერ შუაშია. საკითხი, რომლის შესახებ ახლა უნდა მოგიყვეთ, ვებგვერდზე მამოტივირებელ შეტყობინებებს, ე.წ. web push notifications-ებს ეხება, მინდა აქვე გაგიმხილოთ, რომ მას ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მისია აკისრია თქვენი და თქვენი მომხმარებლის ურთიერთობაში.
წარმოიდგინეთ, თქვენს წინაშე 3 კარია. თითოეული მათგანი განსხვავებულია და აბსოლუტურად თქვენს სურვილზეა დამოკიდებული რომლის სახელურს ჩამოწევთ, შეაღებთ და გადააბიჯებთ მის ზღურბლს. ალბათ, ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმას, რომლის მიღმა ისურვებდით ყოფნას. რა თქმა უნდა, იმ კარს აირჩევთ, რომელიც თქვენთვის უფრო მიმზიდველად გამოიყურება და გპირდებათ  საინტერესო თავგადასავლებით სავსე სამყაროში მოხვედრას, ან სასიამოვნო დასვენებას, ან თუნდაც მოგზაურობას მთელი მსოფლიოს ირგვლივ. აქ მთავარი ის არის, რომ იმას გაძლევდეთ, რაც თქვენ იმ მომენტში ყველაზე მეტად გჭირდებათ და გაინტერესებთ.
გაიხსენეთ, რა ხდებოდა XX საუკუნის მიწურულს და XXI საუკუნის დასაწყისში მარკეტინგის სფეროში, განსაკუთრებით კი საქართელოში. ან, იმ დამოკიდებულებაზე რას იტყვით, რაც მაშინ მარკეტერის საჭიროებას განსაზღვრავდა კომპანიაში. ახლა, აიღეთ ეს ყველაფერი და შეადარეთ დღევანდელ რეალობას. დიახ, თქვენ ახლა საოცარ განსხვავებას ხედავთ. ბევრი რამ შეიცვალა, თანაც საგრძნობლად, ეს კი სწორად განვითარებამ მოიტანა. ისიც უნდა აღინიშნოს, თუ რაოდენ ერთსულოვნად აღიარებენ დღეს კომპანიები მარკეტინგის კრიტიკულად აუცილებლობას კომპანიის არსებობისთვის. მეტიც, იმდენად გაზრდილია მისი როლი კომპანიის თუ ბრენდის შექმნის, განვითარების და შემდგომ პროცესებში, რომ ადამიანური რესურსის გარდა, დღის წესრიგში მარკეტინგის ავტომატიზაციის და სისტემატიზაციის საჭიროებაც დგება.
შემოგვიერთდით

top