18ივლ 2017 გინდა შენი მომხმარებელი ისევ დაბრუნდეს შენთან? 10 რჩევა GOODWEB-ისგან
უკვე მივეჩვიეთ რომ მსოფლიო ძალიან სწრაფად ვითარდება… ყოველდღიურად ვაწყდებით სიახლეებს, ცვლილებებს, თითქოს ისე სწრაფადაც რომ ჯერ კიდევ წინებს არ ვართ შეჩვეულები. რას ვიზამთ, ჩვენ ხომ 21-ე საუკუნის ადამიანები ვართ და ეს ჩვენთვის, ჩვეულებრივ მოცემულობად იქცა, რომელსაც ხან ძალიან სწრაფად ვუწყობთ ფეხს, ხან კიდევ, დიდი დრო გვჭირდება ადაპტირებისთვის. მთავარი კი, მაინც ის არის, რომ ყოველთვის არსებობდეს სურვილი,  არ ჩამოვრჩეთ დროს და ვიყოთ საჭირო დროს საჭირო ადგილას.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ წარმოგიდგინოთ 10 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ მომხმარებლის მხრიდან თქვენი ვებგვერდის გამოყენება - “User Experience”, ის რაც თქვენი ყველაზე ძლიერი მარკეტინგული ინსტრუმენტია ინტერნეტში, თანაც 24/7 - ზე და რომელზე ზრუნვაც მუდმივად საჭიროა, რათა ვებგვერდზე ერთხელ ვიზიტის შემდეგ მომხარებელს კვლავ გაუჩნდეს თქვენთან სტუმრობის სურვილი.

1. „სივრცეები“ ვეგბგვერდზე

ხშირად არის შემთხვევები, როდესაც მომხმარებლები აპროტესტებენ ვებგვერდზე დარჩენილ „სივრცეებს“ და სურთ მათი ბოლომდე ათვისება დამატებით საბანერო თუ სარეკლამო სივრცეებისთვის. ეს არასწორია, რადგან, როგორც ვებგვერდზე ქცევის ვიზუალიზაციის კვლევები ცხადჰყოფენ, იმისთვის რომ, მომხარებლის ფოკუსირება სწორად მოხდეს კომპანიის მთავარ მესიჯსა თუ სათქმელზე, აუცილებელია არსებობდეს სივრცე ტექსტურ თუ ვიზუალურ მასალებს შორის, ასე უფრო შინაარსიანი და  სწორად სტრუქტურირებული ჩანს ვებგვერდი მომხმარებლის თვალში, რაც 30% - ით ზრდის  ყურადღებას. ვებგვერდი არ უნდა იყოს გადაჭედილი, ვებგვერდი უნდა "სუნთქავდეს".

www.314.ge





2.
გამოიყენეთ ეფექტური და კარგი დიზაინის სათაურები - “Headings”

სათაურებმა მომხმარებელში უნდა აღძრას  ემოცია - „ეს ის არის, რასაც ვეძებდი“. ამიტომ, ყოველთვის გამოიყენეთ ძირითადი-მეტა სიტყვები, რომლებიც გამოხატავენ საერთო შინაარსს. გარდა იმისა, რომ ძირითადი სიტყვები ეხმარება თქვენს მომხმარებელს გაფილტროს ინფორმაცია, ის გეხმარებათ თქვენც, რადგან სწორად და ეფექტურად შერჩეული სათაურები გაწინაურებთ საძიებო სისტემებში - SEO.

www.biohouse.ge



3.   ეფექტური და მიმზიდველი ღილაკები ვებგვერდებზე - „Call To Actions”


„Call To Actions” ერთ-ერთი „ჯადოსნური ჯოხია“ თქვენს ვებგვერდზე. ქართულად  შეგვიძლია ის ვთარგმნოთ, როგორც საშუალებები, მოწოდებები და გზავნილები ვებგვერდზე, რომელიც გამოიწვევს მომხარებლის ინტერესს და შემდეგ ამ ინტერესის ქცევაში გადასვლას - მეილით, საკონტაქტო ნომრით, ჩეთით თუ სოციალური მედიის საშუალებით - თქვენთან დაკავშირებას.

ხშირად, ამისთვის გამოიყენებენ ღილაკებს, რომლებიც განთავსებულებია ვებგვერდზე შინაარსის მიხედვით  და წარმოადგენენ დამატებით კომფორტს უფრო მარტივად გაიკვლიონ გზა მომხმარებლებმა სასურველ ინფორმაციამდე.

ღილაკის შერჩევისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ფერი და ფორმა. კვლევებმა ცხადყო, რომ სხვადასხვა ფერი და ფორმა მოქმედებს განსხვავებულად  მომხმარებლის აღქმაზე, სწორად შერჩეული ვიზუალი კლიკების რაოდენობას ზრდის 41 % - ით. ასევე მნიშვნელოვანია, სწორად შეარჩიოთ ღილაკზე დატანილი სიტყვა, აუცილებელია ის შეიცავდეს ზმნას ან მოქმედების მოწოდებას, იყოს ემოციური და ფსიქოლოგიურად სწორად შერჩეული. ამიტომ, იყავით თამამები და გახადეთ სიტყვები ბევრად უფრო ემოციური, მგრძნობიარე და მოქმედებაზე ორიენტირებული.

www.languagecenter.ge



www.goodweb.ge




4.  ჰიპერბმულების დიფერენციაცია ვებგვერდზე - “Hyperlinks”


როდესაც თქვენ დამატებით ბმულს სვამთ ვებგვერდზე ტექსტურ ნაწილში, ეს ნიშნავს, რომ თქვენ სურვილი გაქვთ ამ ბმულზე მომხმარებლის გადმოყვანის. შესაბამისად, საჭიროა მისი ნათლად და შესამჩნევად წარმოჩენა ვიზუალში, ამიტომ გამოსახეთ ის ფერებში, ან გაუსვით ხაზი ტექსტის ქვეშ, რომელზეც დაიტანეთ სასურველი ბმული. კვლევების თანახმად, მომხმარებლები უკვე შეეჩვივნენ ლურჯ ფერს და ხაზგასმულ სიტყვებს, შესაბამისად, კარგად მუშაობს ჰიპერბმულები ტექსტებში. ასევე, ნუ შეგეშინდებათ გრძელი ბმულების გამოყენება, რადგან გახსოვდეთ, ასე უფრო ბევრად იდენტიფიცირებადი და თვალში მოსახვედრი ხდება ტექსტი.

www.georgianmarvels.ge



5.    გამოიყენეთ პუნქტები ვებგვერდზე - „Bullets“


პუნქტების გამოყენება ვებგვერდზე ვიზიტორს საშუალებას მისცემს სწრაფად მიაგნოს და ჩაიკითხოს მისთვის სასურველი ინფორმაცია. შესაბამისად, თქვენც შეგიძლიათ აქცენტი გააკეთოთ თქვენთვის მთავარ მესიჯებზე: სარგებელი, გადაწყვეტილებები, პროდუქტის/სერვისის მთავარი მახასიათებლები და ა.შ. ეს დაეხმარება თქვენს მომხარებელს მოკლე დროში ეფექტურად გაიკვლიოს გზა ვებგვერდზე.  პუნქტების გამოსახვა სხვადასხვა “აიქონებით” და ვიზუალური მასალებითაც არის შესაძლებელი.

www.ledu.ge


6.    გამოიყენეთ სურათები, მაგრამ „ბრძნულად“


დღეს, ინტერნეტის დამსახურებით ადამიანებს უფრო მარტივად შეუძლიათ ვებგვერდების განსჯა. როდესაც ისინი სტუმრობენ თქვენს ვებგვერდს, გახსოვდეთ, რომ მათ არ უნდა დახვდეთ ისეთი ფოტოები, რომლებიც მრავალჯერ არის უკვე სხვის მიერ გამოყენებული და მარტივად იძებნებლა Google-ში. ასეთი შემთხვევები, ინდივიდუალურობის განცდას კარგავს და  როგორც წესი კომპანიის სტატუსს აზიანებს. ამიტომ, შეარჩიეთ ფოტოები სტრატეგიულად, გადაიღეთ და შექმენით თავად და ყოველთვის ეცადეთ წარმოაჩინოთ ფოტოებით ის ადამიანები, რომლებიც ქმნიან თქვენს კომპანიას. მომხმარებლებს მოსწონთ, როდესაც ხედავენ და იციან ვინ მუშაობს მათ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე.

www.isi.ge



7. ვებგვერდის ჩატვირთვის სიჩქარე

მომხმარებლის ყველაზე დიდ იმედგაცრუებას ვებგვერდის ჩატვირთვაზე დიდი ხნით ლოდინი იწვევს. ეს იმედგაცრუება და შესაბამისად უარყოფითი დამოკიდებულება, კიდევ უფრო მეტად იზრდება, როდესაც  მათ ეჩქარებათ და დროში არიან შეზღუდულები. ამ დროს კი რა ხდება? ისინი სამუდამოდ ემშვიდობებიან თქვენს ვებგვერდს და ეძებენ ალტერნატივას თქვენს კონკურენტებში. კვლევების მიხედვით, 4 წამზე მეტ ხანს ლოდინი 87 % - ით ზრდის ვებგვერდზე განმეორებითი ვიზიტის სურვილის არ არსებობას, ამიტომ, მნიშვნელოვანია საქმე დაიჭიროთ ისეთ კომპანიასთან, რომელიც ზუსტად და სწორად გადაგიწყვეტთ ამ პრობლემას.

www.gepherrini.ge





8.    შეინარჩუნეთ თანმიმდევრულობა და საერთო ხაზი

თანმიმდევრულობა და საერთო ხაზის შენარჩუნება სავალდებულოა მთლიან ვებგვერდზე, მნიშვნელობა არ აქვს, თქვენ გაქვთ ერთ გვერდიანი თუ რამდენიმე გვერდიანი ვებგვერდი. აუცილებელია ერთმანეთთან შესაბამისობაში იყოს ზომები, შრიფტები, ინტერვალები, დიზაინის ელემენტები და სხვა. მომხმარებელს თქვენთან ვიზიტის დროს, სხვა, შიდა გვერდზე გადასვლისას ან „სქროლვისას“ არ უნდა გაუჩნდეს განცდა - „ისევ იგივე ვებგვერდზე ვარ, თუ სადმე სხვაგან მოვხვდი?!“ როდესაც, ვებგვერდი არათანმიმდევრულია მომხმარებელში იწვევს უგზო - უკვლოდ დაკარგვის განცდას, შესაბამისად კი უარყოფით დამოკიდებულებას, რაც როგორც წესი, 50 %-ზე მეტ შემთხვევაში იწვევს ვებგვერდის სამუდამოდ დატოვებას.

www.ndevelopment.co.uk




9.    შეაჩერეთ 404

როდესაც მომხარებელი გეძებთ საძიებო სისტემაში, მათ უნდა დახვდეთ იქ, სადაც სჭირდებით. გვერწმუნეთ, იმაზე დიდი იმედგაცრუება მომხმარებლისთვის არაფერია, როდესაც იცის რომ „ბრაუზერში“ თქვენი ვებგვერდის მისამართის აკრეფის შემდეგ 404 - ის გვერდზე აღმოჩნდება. ეს რომ არ დაგემართოთ, საჭიროა მუდმივად იზრუნოთ თქვენი ვებგვერდის განახლებაზე და მსოფლიოს სიახლეების კვალდაკვალ განვითარებაზე, ამისთვის კი სწორ კომპანიასთან თანამშრომლობა და სერვისის მიღებაა გამოსავალი.


10.    თავსებადი ყველა მოწყობილობასთან - “Responsive”

ტექნოლოგიურმა განვითარებამ უნდა უპასუხოს მომხმარებლების მოთხოვნებს, შესაბამისად, არც ვებგვერდია ამ მხრივ გამონაკლისი. ამიტომ, მნშვნელოვანია თქვენი ვებგვერდი იხსნებოდეს არა მხოლოდ კომპიუტერში, არამედ მობილურში თუ სხვა ციფრულ მოწყობილობებში. დღეს, იმდენად გაციფრულებული და მობილურია ყველაფერი, უბრალოდ, დანაშაულია არ იყოს თქვენი ვებგვერდი თავსებადი ყველა მოწყობილობასთან.

www.trendbook.ge





იმედი გვაქვს, ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები დაგეხმარებათ თქვენი ვებგვერდის გაუმჯობესებაში და რაც მთავარია, კვლავ აღძრავს მომხარებელში განმეორებითი ვიზიტის სურვილს თქვენთან. გახსოვდეთ, თქვენ ყოველთვის იქ უნდა იყოთ, სადაც მომხარებელი გეძებთ, ამისთვის კი, ვებგვერდის სწორად და სტრატეგიულად დაგეგმარება არის საჭირო. თუ თქვენ დაგჭირდებათ პროფესიონალი გუნდის რეკომენდაცია, GOODWEB - ი ყოველთვის მზად არის გაგიწიოთ დახმარება და გადაწყვიტოს თქვენი ნებისმიერი ამოცანა თუ პრობლემა.

სტატიაში გამოყენებული მასალები: კომპანია GOODWEB-ის მიერ შექმნილი ვებგვერდების სერვისები.






პოპულარული სიახლეები
სიტყვა „უჯიკეზე“, ალბათ, თქვენც ჩემსავით ყველასთვის საყვარელი ქართული ფილმი „იმერული ესკიზები“ გაგახსენდათ, თუმცა, დღეს ის არაფერ შუაშია. საკითხი, რომლის შესახებ ახლა უნდა მოგიყვეთ, ვებგვერდზე მამოტივირებელ შეტყობინებებს, ე.წ. web push notifications-ებს ეხება, მინდა აქვე გაგიმხილოთ, რომ მას ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მისია აკისრია თქვენი და თქვენი მომხმარებლის ურთიერთობაში.
წარმოიდგინეთ, თქვენს წინაშე 3 კარია. თითოეული მათგანი განსხვავებულია და აბსოლუტურად თქვენს სურვილზეა დამოკიდებული რომლის სახელურს ჩამოწევთ, შეაღებთ და გადააბიჯებთ მის ზღურბლს. ალბათ, ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმას, რომლის მიღმა ისურვებდით ყოფნას. რა თქმა უნდა, იმ კარს აირჩევთ, რომელიც თქვენთვის უფრო მიმზიდველად გამოიყურება და გპირდებათ  საინტერესო თავგადასავლებით სავსე სამყაროში მოხვედრას, ან სასიამოვნო დასვენებას, ან თუნდაც მოგზაურობას მთელი მსოფლიოს ირგვლივ. აქ მთავარი ის არის, რომ იმას გაძლევდეთ, რაც თქვენ იმ მომენტში ყველაზე მეტად გჭირდებათ და გაინტერესებთ.
გაიხსენეთ, რა ხდებოდა XX საუკუნის მიწურულს და XXI საუკუნის დასაწყისში მარკეტინგის სფეროში, განსაკუთრებით კი საქართელოში. ან, იმ დამოკიდებულებაზე რას იტყვით, რაც მაშინ მარკეტერის საჭიროებას განსაზღვრავდა კომპანიაში. ახლა, აიღეთ ეს ყველაფერი და შეადარეთ დღევანდელ რეალობას. დიახ, თქვენ ახლა საოცარ განსხვავებას ხედავთ. ბევრი რამ შეიცვალა, თანაც საგრძნობლად, ეს კი სწორად განვითარებამ მოიტანა. ისიც უნდა აღინიშნოს, თუ რაოდენ ერთსულოვნად აღიარებენ დღეს კომპანიები მარკეტინგის კრიტიკულად აუცილებლობას კომპანიის არსებობისთვის. მეტიც, იმდენად გაზრდილია მისი როლი კომპანიის თუ ბრენდის შექმნის, განვითარების და შემდგომ პროცესებში, რომ ადამიანური რესურსის გარდა, დღის წესრიგში მარკეტინგის ავტომატიზაციის და სისტემატიზაციის საჭიროებაც დგება.
შემოგვიერთდით

top