13აპრ 2017 ჩვენ უკვე ვცხოვრობთ მომავალში!
საუკუნეების წინ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ადამიანებს შეეძლებოდათ ფრენა,  ექნებოდათ ელექტროენერგია, პატარა ყუთში უყურებდნენ საყვარელ გადაცემებს, ექნებოდათ ვირტუალური ურთიერთობა მეგობრებთან დედამიწის ნებისმიერ წერტილში და თან ასე სწრაფად. იმასაც ვერავინ იფიქრებდა რომ ყიდვა-გაყიდვა იქნებოდა ასე მარტივი, უბრალოდ ღილაკზე ერთი დაკლიკებით, ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. იმასაც ვერც წარმოიდგენდნენ რომ იარსებებდა ერთი სივრცე, სადაც ნებისმიერ ადამიანზე, კომპანიაზე თუ საკითხზე მოიძიებდნენ და ნახავდნენ ინფორმაციას. ვერც კი წარმოიდგნენდნენ, რადგან მათ არ იცოდნენ...

დღეს კი, შენ უკვე ცხოვრობ მომავალში. შენ იცი, შენ გაქვს, შენ შეგიძლია იყო ის ვინც ხარ, როცა ინტერნეტი განსაზღვრავს სამყაროს, როცა არსებობს ვებგვერდი და როცა ის გამოხატავს შენს სახეს მთელს ამ სამყაროში, შენ უნდა გამოიყენო ეს შესაძლებლობა.

დღევანდელ რეალობაში, შენ შეგიძლია გაყიდო ის რაც გინდა, როცა გინდა და სადაც გინდა, ამისთვის მთავარია სურვილი.

შექმენი ვებგვერდი, რომელიც იქნება შენი სახე და სავიზიტო ბარათი, ან, შექმენი ინტერნეტ მაღაზია,  სადაც შეძლებ გაყიდო ყველაფერი, საქართველოს ნებისმიერ წერტილში, და ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი დაკლიკებით, მხოლოდ 29-59 ლარამდე თვეში და თანაც პირველადი ინვესტიციის გარეშე.

დაიწყე და იყავი მომავლის ადამიანი!
პოპულარული სიახლეები
სიტყვა „უჯიკეზე“, ალბათ, თქვენც ჩემსავით ყველასთვის საყვარელი ქართული ფილმი „იმერული ესკიზები“ გაგახსენდათ, თუმცა, დღეს ის არაფერ შუაშია. საკითხი, რომლის შესახებ ახლა უნდა მოგიყვეთ, ვებგვერდზე მამოტივირებელ შეტყობინებებს, ე.წ. web push notifications-ებს ეხება, მინდა აქვე გაგიმხილოთ, რომ მას ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მისია აკისრია თქვენი და თქვენი მომხმარებლის ურთიერთობაში.
წარმოიდგინეთ, თქვენს წინაშე 3 კარია. თითოეული მათგანი განსხვავებულია და აბსოლუტურად თქვენს სურვილზეა დამოკიდებული რომლის სახელურს ჩამოწევთ, შეაღებთ და გადააბიჯებთ მის ზღურბლს. ალბათ, ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმას, რომლის მიღმა ისურვებდით ყოფნას. რა თქმა უნდა, იმ კარს აირჩევთ, რომელიც თქვენთვის უფრო მიმზიდველად გამოიყურება და გპირდებათ  საინტერესო თავგადასავლებით სავსე სამყაროში მოხვედრას, ან სასიამოვნო დასვენებას, ან თუნდაც მოგზაურობას მთელი მსოფლიოს ირგვლივ. აქ მთავარი ის არის, რომ იმას გაძლევდეთ, რაც თქვენ იმ მომენტში ყველაზე მეტად გჭირდებათ და გაინტერესებთ.
გაიხსენეთ, რა ხდებოდა XX საუკუნის მიწურულს და XXI საუკუნის დასაწყისში მარკეტინგის სფეროში, განსაკუთრებით კი საქართელოში. ან, იმ დამოკიდებულებაზე რას იტყვით, რაც მაშინ მარკეტერის საჭიროებას განსაზღვრავდა კომპანიაში. ახლა, აიღეთ ეს ყველაფერი და შეადარეთ დღევანდელ რეალობას. დიახ, თქვენ ახლა საოცარ განსხვავებას ხედავთ. ბევრი რამ შეიცვალა, თანაც საგრძნობლად, ეს კი სწორად განვითარებამ მოიტანა. ისიც უნდა აღინიშნოს, თუ რაოდენ ერთსულოვნად აღიარებენ დღეს კომპანიები მარკეტინგის კრიტიკულად აუცილებლობას კომპანიის არსებობისთვის. მეტიც, იმდენად გაზრდილია მისი როლი კომპანიის თუ ბრენდის შექმნის, განვითარების და შემდგომ პროცესებში, რომ ადამიანური რესურსის გარდა, დღის წესრიგში მარკეტინგის ავტომატიზაციის და სისტემატიზაციის საჭიროებაც დგება.
შემოგვიერთდით

top