16მაი 2017 თუკი ნიშანს ელოდი, ის აქ არის!
21 მაისს 15:00 საათზე „ტექნოპარკში“ სტუდენტების მხარდამჭერი პროგრამა “Skillers”-ის გახსნითი ღონისძიებაა დაგეგმილი, სადაც თითოეულ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა დეტალურად გაეცნოს პირობებს, დარეგისტრირდეს და გაინაღდოს საკუთარი წარმატების უნიკალური შანსი!

შეგახსენებთ, ეს არის განსხვავებული ფორმატის სტარტაპ პროექტი, რომელიც სპეციალურად სტუდენტებისთვის არის შექმნილი და მთლიანად მათ საჭიროებებზეა მორგებული. პროექტი აერთიანებს ლოიალურ და ყველასთვის მისაღებ პირობებს. კერძოდ, მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელსაც აქვს ბიზნეს იდეა და გასაყიდი პროდუქტი; გამარჯვებული კი არის ყველა, რადგან თითოეული მონაწილე იღებს ონლაინ პლატფორმას, ინტერნეტ მაღაზიას საკუთარი ბიზნესის დასაწყებად და განსავითარებლად. ამასთან, - დამატებით 3 თვიან ინტერნეტ მარკეტინგულ მხარდაჭერას, სარეკლამო სივრცეს, ტრენინგებს გაყიდვებში, მარკეტინგსა და ვებ ადმინისტრირებაში და “Startup Beats”-ის ღონისძიებებზე დასწრების შესაძლებლობას.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტებში დამოუკიდებლობის და მოტივაციის ზრდას და შექმნას უნიკალური შესაძლებლობა, რომელსაც ქართულ რეალობაში ანალოგი არ გააჩნია.

მართლაც, ეს არის რეალური შანსი, რომელიც მხოლოდ ერთხელ გეძლევა და თუკი ხარ სტუდენტი და გსურს დაიწყო დროული ზრუნვა საკუთარ წარმატებაზე, გადადგი პირველი ნაბიჯი, შეავსე მარტივი აპლიკაცია http://students.goodweb.ge/  და მოდი დაგეგმილ ღონისძიებაზე ტექნოპარკში. იჩქარე, სულ ცოტა დრო რჩება!


პოპულარული სიახლეები
სიტყვა „უჯიკეზე“, ალბათ, თქვენც ჩემსავით ყველასთვის საყვარელი ქართული ფილმი „იმერული ესკიზები“ გაგახსენდათ, თუმცა, დღეს ის არაფერ შუაშია. საკითხი, რომლის შესახებ ახლა უნდა მოგიყვეთ, ვებგვერდზე მამოტივირებელ შეტყობინებებს, ე.წ. web push notifications-ებს ეხება, მინდა აქვე გაგიმხილოთ, რომ მას ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მისია აკისრია თქვენი და თქვენი მომხმარებლის ურთიერთობაში.
წარმოიდგინეთ, თქვენს წინაშე 3 კარია. თითოეული მათგანი განსხვავებულია და აბსოლუტურად თქვენს სურვილზეა დამოკიდებული რომლის სახელურს ჩამოწევთ, შეაღებთ და გადააბიჯებთ მის ზღურბლს. ალბათ, ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმას, რომლის მიღმა ისურვებდით ყოფნას. რა თქმა უნდა, იმ კარს აირჩევთ, რომელიც თქვენთვის უფრო მიმზიდველად გამოიყურება და გპირდებათ  საინტერესო თავგადასავლებით სავსე სამყაროში მოხვედრას, ან სასიამოვნო დასვენებას, ან თუნდაც მოგზაურობას მთელი მსოფლიოს ირგვლივ. აქ მთავარი ის არის, რომ იმას გაძლევდეთ, რაც თქვენ იმ მომენტში ყველაზე მეტად გჭირდებათ და გაინტერესებთ.
გაიხსენეთ, რა ხდებოდა XX საუკუნის მიწურულს და XXI საუკუნის დასაწყისში მარკეტინგის სფეროში, განსაკუთრებით კი საქართელოში. ან, იმ დამოკიდებულებაზე რას იტყვით, რაც მაშინ მარკეტერის საჭიროებას განსაზღვრავდა კომპანიაში. ახლა, აიღეთ ეს ყველაფერი და შეადარეთ დღევანდელ რეალობას. დიახ, თქვენ ახლა საოცარ განსხვავებას ხედავთ. ბევრი რამ შეიცვალა, თანაც საგრძნობლად, ეს კი სწორად განვითარებამ მოიტანა. ისიც უნდა აღინიშნოს, თუ რაოდენ ერთსულოვნად აღიარებენ დღეს კომპანიები მარკეტინგის კრიტიკულად აუცილებლობას კომპანიის არსებობისთვის. მეტიც, იმდენად გაზრდილია მისი როლი კომპანიის თუ ბრენდის შექმნის, განვითარების და შემდგომ პროცესებში, რომ ადამიანური რესურსის გარდა, დღის წესრიგში მარკეტინგის ავტომატიზაციის და სისტემატიზაციის საჭიროებაც დგება.
შემოგვიერთდით

top