თუკი წიწილებში შემოსავალს გავაიგივებთ, მაშინ ამ კითხვაზე პასუხი მარტივია: ის, ვინც დროულად დაიწყებს ზრუნვას საკუთარ ბრენდზე!
დაკვირვებიხართ, რომ სექტემბრის თვე უამრავი ბიზნესისთვის ერთგვარ სტარტს და წარმატების ათვლის წერტილს წარმოადგენს? ან ის თუ შეგიმჩნევიათ, რომ ზაფხულის პერიოდში აქტიურად იწყება ხოლმე გუნდების გადახალისება, ახალი კადრების მოძიება, განახლებული სტრატეგიების დასახვა და ზრუნვა არსებული ბრენდის კიდევ უფრო მეტად სრულყოფაზე?
სექტემბრის თვიდან კი, უკვე კარგად მომზადებული კონკურენტები იწყებენ ბრძოლას პირველობისთვის და ბაზარზე საკუთარი წილის მოპოვებისთვის. ამიტომ, ნებისმიერი კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესია მოწოდების სიმაღლეზე შეხვდეს ამ პერიოდს, იყოს კონკურენტუნარიანი და სრულ მზადყოფნაში ეფექტური პოზიცინირებისთვის.
სწორედ ამიტომ, კომპანია “Goodweb”-მა შეიმუშავა საზაფხულო აქცია, რომელიც ნებისმიერ მსურველს აძლევს შანსს, მარტივად და მისთვის ხელმისაწვდომ ფასად, მიიღოს პოზიციონირების ისეთი ძვირადღირებული ინსტრუმენტები, როგორიცაა ვებგვერდი + ბრენდინგი. ინსტრუმენტები, რომელთა დახმარებითაც იქმნება ემოცია, შთაბეჭდილება და ბრენდი ხდება გამორჩეული, ცნობადი და დასამახსოვრებელი მომხმარებლისთვის!
ასე რომ, თუ გაქვთ მსგავსი საჭიროება, გამოიყენეთ ზაფხულის დარჩენილი პერიოდი ეფექტურად და ნუ დაკარგავთ სექტემბრის შემოსავალს მხოლოდ იმიტომ, რომ არ იწყებთ მოქმედებას დღეს! ისარგებლეთ “Goodweb”-ის საზაფხულო შეთავაზებით, მიიღეთ სასურველი ვებგვერდი + ბრენდინგი სპეციალურ ფასად და აქციეთ სექტემბერი წარმატებულ სტარტად თქვენი ბიზნესისთვის!
გახსოვდეთ, მომავალი ელოდება ახალ შესაძლებლობებს და არა ლიმიტებს!
14ივლ 2017
ვინ უფრო მეტ „წიწილას“ დაითვლის შემოდგომაზე?