თითქოს, თითოეული ჩვენგანი განსხვავებულია. არა, სიტყვა "თითქოს" აქ ცალსახად უადგილოა, რადგან თითოეული ჩვენგანი ნამდვილად განსხვავებულია. შეუძლებელია დედამიწელებს შორის, ორი იდენტური ადამიანის პოვნა, ისევე როგორც ბიზნესში, ორი ერთნაირი კომპანიის აღმოჩენა, მიუხედავად იმისა ისინი ერთსა და იმავე ინდუსტრიაში მოღვაწეობენ თუ არა. რაც არ უნდა იყოს, ისინი მაინც განირჩევიან ერთმანეთისგან და ამას სწორედ ის არაიდენტური ადამიანები ქმნიან, რომლებზეც მაღლა ვისაუბრეთ.
მაგრამ, არსებობს ერთი ჯადოსნური და მაგიური სიტყვა, რომელიც ამ წინადადების დასაწყისში წერია. დიახ, ეს არის სიტყვა "მაგრამ", რომელიც აბალანსებს წინა აბზაცში გამოთქმულ მოსაზრებას. რადგან, არსებობს ერთი ძალიან დიდი საერთო სივრცე, რომელიც მიუხედავად განსხვებულობისა ყველას გვაერთიანებს. გაიცანით, ეს არის თქვენთვის ასე ნაცნობი სისტემა - ინტერნეტი. ინტერნეტში ბიზნესი რომ საკუთარ ადგილს იკავებდეს, მნიშვნელოვანია ჰქონდეს მისთვის გამოყოფილი სივრცე ამ უკიდეგანო განზომილებაში. პირველი გადადგმული ნაბიჯი არსებობისთვის - ვებგვერდის ქონაა, რომლის შემდეგი ეტაპი უკვე ამ სივრცეში მოწინავე პოზიციებისთვის მუდმივ ბრძოლას და მუშაობას გულისხმობს.
რას აკეთებთ ამ დროს? პირველი, რაც უნდა "ჩაიდინოთ", არის ის რომ მოძებნოთ კომპანია, რომელიც დაგიზოგავთ დროს და დაგიკმაყოფილებთ იმ საჭიროებებს, რომლებიც თქვენს ბიზნესს სჭირდება, გადაგიწყვეტთ ყველა იმ ამოცანას, რომელიც დასახული გაქვთ წარმატებისთვის და მიგიყვანთ იმ კონდიციამდე, რომელზეც, მინიმუმ ბავშვობაში მაინც გიოცნებიათ.
დღეს ამ პროფილის კომპანიები მრავლად არსებობენ, მაგრამ, როგორც სულ თავიდან აღვნიშნეთ, ყველა კომპანია ცდილობს რაღაც განასხვავებდეს ბაზარზე. რადგან GOODWEB - ში ყველანი ერთხმად ვთანხმდებით, რომ მომავალი ახალ შესაძლებლობებს ელოდება და არა ლიმიტებს, მუდმივად ვმუშაობთ განვითარებაზე, სწორედ ამან განაპირობა ბაზრის სტანდარტების გარღვევა, როდესაც ჩვენ პროდუქტი ვაქციეთ სერვისად და დღეს მომხმარებელს ვებგვერდს მომსახურებად ვაწვდით, ამ პროცესის სხვადასხვა ციკლით, რომელიც იწყება კორპორაციული ურიერთობის მენეჯერის მიერ თქვენი საჭიროების დადგენით, გრძელდება მარკეტინგის დეპარტამენტში საჭიროებების შესაბამისი კონცეფციის შექმნით და დიზაინერების მიერ კონცეფციის ვიზუალში ასახვით, რის შემდეგაც უკვე აკორდულ ეტაპზე გადავდივართ. მოემზადეთ, თქვენი კომპანია მთავარ კარს აღებს ინტერნეტის სივრცეში, რადგან პროცესის ამ ეტაპზე, ტექნიკური დეპარტამენტი რეალურ რეჟიმში მართავს თქვენი კომპანიის სავიზიტო ბარათს - ვებგვერდს, რომელიც მზად არის დაიკავოს ადგილი ინტერნეტის უსაზღვრო სივრცეში. რაც მთავარია, ამით არ ვასრულებთ მომსახურების ციკლს, და მომხარებელს მუდმივად ვთავაზობთ ტექნიკურ დახმარებას თუ ნებისმიერი სისტემური სიახლის ინტეგრირებას ვებგვერდის ადმინისტრატორში, რასაც ხარისხის დეპარტამენტი უზრუნველყოფს, რომელიც სპეციალურად შეიქმნა კომპანიაში, სერვისის ხარისხის სტანდარტის მუდმივი მონიტორინგისთვის.
ჩვენ ალტერნატივაზეც ვიზრუნთ, და ისეთ მომხმარებლებს, რომლებსაც თავად სურთ გამართონ ვებგვერდი, შევთავაზეთ რეგისტრაცია ვებგვერდზე, რის შემდეგაც, რეგისტრირებულს ერთვება ე.წ საცდელი ვერსია(DEMO) 5 დღის განმავლობაში, ამ პერიოდში, შესაძლებელია ვებგვერდის გამართვა არსებული დიზაინებიდან, ე.წ. Template -ებიდან, 5 დღის გასვლის შემდეგ კი, რეალურ რეჟიმში ვებგვერდის გადასაყვანად, საჭიროა სერვისის სარგებლობით დაწყება, რაც სისტემურად, ძალიან მარტივად ხორციელდება.
ბაზრის სტანდარტების კიდევ ერთი გარღვევა ჩვენი მხრიდან ფასია, რომელიც ხშირ შემთხვევაში დაუჯერებლადაც ჟღერს ჩვენთან თანამშრომლობამდე, რადგან, სერვისის ღირებულება თქვეში 29 ლარიდან 59 ლარამდე მერყეობს, გააჩნია თქვენ რა სირთულის და საჭიროების ვებგვერდი გსურთ. გარდა ამისა, ნუ დაგავიწყდებათ რომ ჩვენ სხვადასხვა ტიპის ციფრულ მომსახურებას გთავაზობთ ინტერნეტში მოწინავე პოზიციების შექმნა/შენარჩუნებისთვის, როგორიც არის რეკლამა, SEO ოპტიმიზაცია, სოციალური მედიის მართვა თუ სხვა.
ამიტომ, ისღა დაგრჩენიათ, განსაზღვროთ თქვენი საჭიროებები და განმასხვავებელი ნიშა, რომელიც იმ საერთო სივრცეში, რასაც ინტერნეტი ქვია, კომპანია GOODWEB-ის დახმარებით მოგანიჭებთ განსხვავებულ მარკას, და ამით ნაწილობრივ მაინც შეძლებთ თქვენი ბავშვობის ოცნების რეალიზებას.