ყიდით პროდუქციას „Facebook“-ის მეშვეობით და საკუთარი მაღაზიის ან „Online Shop“-ის შექმნაზე ჯერ არც კი ოცნებობთ, რადგან თვლით ეს მხოლოდ მაღალშემოსავლიანი ბიზნესებისთვის არის შესაძლებელი? მაშინ თქვენ გუდვების ინოვაციურ შესაძლებლობებზე ჯერ არც კი გსმენიათ!
ინოვაციური, ინტერნეტ მარკეტინგული კომპანია „Goodweb“-ი გთავაზობთ ახალ, ეფექტურ სივრცეს თქვენი პროდუქციის გასაყიდად! ინტერნეტ მაღაზიას, რომლის მიღებაც, არა ერთჯერადად და ღირებულებაში ბევრი ნულის სანაცვლოდ, არამედ თვეში მხოლოდ 59 ლარად არის შესაძლებელი, თანაც პირველადი ინვესტიციის გარეშე.
უცნაურია და ფიქრობთ რა არის ჩვენი მთავარი დაინტერესება? - ჩვენი მიზანია ნებისმიერი სტარტაპ იდეის ხელშეწყობა ან უკვე არსებული მცირე და საშუალო შემოსავლის მქონე ბიზნესების განვითარება და წახალისება ინტერნეტ სივრცეში.
მოდით, განვიხილოთ „Online Shop“-ის ძირითადი უპირატესობები და განსხვავებები „Facebook“-ით გაყიდვასთან შედარებით.
1. პროდუქციის საკუთარ ინტერნეტ მაღაზიაში განთავსებით, უფრო მეტად აღიქმებით სოლიდურ ბრენდად, იზრდება თქვენი კონკურენტუნარიანობა და სანდოობა.
2. გაყიდვის პროცესი ხდება ბევრად კომფორტული. პროდუქციას ათავსებთ კატალოგის სახით და უთითებთ მომხმარებლისთვის ყველა საჭირო დეტალს. მათ შორის: პროდუქციის ფასს, ზომას, აღწერას, სტატუსს. მარტივად ასახავთ სიახლეებსაც: ფასდაკლებებს ან აქციას.
3. იმისთვის, რომ „Facebook“-ზე მოიპოვოთ ცნობადობა და გაყიდოთ პროდუქტი, საჭიროა გარკვეული რაოდენობის აუდიტორიის მოგროვება, „დამ-like-ებლების“ სახით. ამისთვის იძულებული ხართ მიმართოთ „Facebook“-ის რეკლამას და იხადოთ მასში იმაზე მეტი, ვიდრე ჯამში დაგიჯდებათ საკუთარი სრულყოფილი ინტერნეტ მაღაზიის მიღება კომპანია „Goodweb“-ში.
4. „Online Shop“-ში გექნებათ ძიების ველი, კატეგორიები და ფილტრები, რომელთა დახმარებითაც მომხმარებელი ზუსტად იპოვის მისთვის სასურველ პროდუქტს. თქვენც აღარ მოგიწევთ სხვადასხვა სახის პროდუქციის ქაოტურად, ერთ სივრცეში თავმოყრა ან ალბომებად დახარისხება.
5. თავს აარიდებთ გაუთავებელ, ერთსა და იმავე კითხვებზე პასუხების გაცემას კომენტარების ან შეტყობინებების სახით, რადგან ყველა მნიშვნელოვან დეტალს და ტექსტურ ინფორმაციას განათავსებთ საკუთარ ინტერნეტ მაღაზიაში.
6. აღარ მოგიწევთ მომხმარებელთან შეხვედრა ან სადმე დაბარება. კურიერი მას თავად მიუტანს სასურველ პროდუქციას. ამასთან ყიდვის პროცესი შესაძლებელი იქნება დღისა თუ ღამის ნებისმიერ მომენტში.
7. ინტერნეტ მაღაზიაში ავტორიზაციის მეშვეობით, გექნებათ ზუსტი ბაზა და სტატისტიკა, როგორც არსებული, ისე პოტენციური კლიენტების. მათ შორის მეილები, ტელეფონები, მისამართები თუ სხვა.. რაც მომავალში შეგეძლებათ გამოიყენოთ გაყიდვების კუთხით.
8. და ბოლოს! თქვენ არ რისკავთ არაფერს, რადგან ყოველთვიურ საფასურს იხდით ჩვენს მომსახურებაში და მისი შეჩერება შესაძლებელი იქნება ნებისმიერ დროს, თქვენი საჭიროებიდან და სურვილიდან გამომდინარე. ამასთან, გუდვები ინტერნეტ მაღაზიასთან ერთად საჩუქრად გადმოგცემთ ისეთ სერვისებს, როგორიცაა რეკლამა რეიტინგულ ბიზნეს პორტალზე, კორპორაციული მეილი და მუდმივი ტექნიკური უზრუნველყოფა.
ვფიქრობთ, ყველაფერი დღესავით ნათელია. ხოდა რაღას უცდი? მიიღე საკუთარი ინტერნეტ მაღაზია, გაყიდე უფრო კომფორტულად და ეფექტურად! ჩაანაცვლე „Facebook“-ი ან გაყიდე მასთან ერთად! გამოიყენე ყველა შესაძლებლობა და ნუ გაუშვებ 21-ე საუკუნის შანსს ხელიდან!
07აპრ 2017
გაიგე რა განსხვავებაა პროდუქტის ინტერნეტ მაღაზიით გაყიდვას და Facebok-ით პირდაპირ გაყიდვას შორის