ინოვაციურ იდეასთან, მოქნილ სერვისთან და ხელმისაწვდომ ფასთა პოლიტიკასთან ერთად, “Goodweb”-ი გამოირჩევა მომხმარებელთან ეფექტური, უშუალო კომუნიკაციით და კოორდინირებული, გუნდური მუშაობის პრინციპით. ამასთან, მზა დიზაინებისგან განსხვავებით, ჩვენთან ინდივიდუალური ვებგვერდის შექმნის პროცესი აერთიანებს სულ 6 ეტაპს და მასში ჩართულია ყველა არსებული დეპარტამენტი. მეტი ინფორმირებისთვის გადავწყვიტეთ წარმოგიდგინოთ პროცესების ზუსტი თანმიმდევრობა. მაშ ასე:
შეხვედრა - რეგისტრაცია
თანამშრომლობა, რასაკვირველია, იწყება მომხმარებელთან შეხვედრით, სისტემაში დარეგისტრირებით, ინფორმაციის მიმოცვლით და მისი საჭიროებების, სურვილების გაცნობით.
მარკეტინგი
კლიენტის არსებულ მოთხოვნებზე დაყრდნობით, მარკეტინგის ჯგუფი იწყებს ვებგვერდის კრეატიული კონცეფციის შექმნას, შემდგომ კი განიხილავს მას კორპორატიული მომსახურების მენეჯერთან, დიზაინერთან და ტექნიკურ ჯგუფთან.
დიზაინი
ყველა დეპარტამენტისგან დადასტურებული კონცეფცია ინაცვლებს დიზაინერთან და იწყება ინდივიდუალური ვებგვერდის დიზაინზე მუშაობის პროცესი.
მომხმარებლის დასტური
დიზაინის პირველი ვარიანტის დასრულების შემდეგ, ის ეგზავნება დამკვეთს და მისი თანხმობის შემთხვევაში ვებგვერდი უკვე გადაინაცვლებს ტექნიკურ ჯგუფთან.
პროგრამირება
შემდეგ ეტაპზე, პროგრამისტების ჯგუფი იწყებს საიტის დიზაინის გადატანას სისტემაში. ვებგვერდისთვის სულის შთაბერვას და ფუნქციონალის გამართვას.
ვებგვერდის სრულყოფა + ტრენინგი
საბოლოოდ, ხარისხის დეპარტამენტი იწყებს საიტის შევსებას ყველა საჭირო ინფორმაციით და ამავდროულად, მომხმარებელს უტარდება ტრენინგი სამართავ სისტემასთან დაკავშირებით.
აღნიშნული 6 ეტაპის გავლის შემდეგ, თქვენ უკვე გაქვთ სრულყოფილი, თქვენს საჭიროებებზე მორგებული ვებგვერდი, რომელიც მზად არის ფრთების გასაშლელად და ინტერნეტ სივრცეში საფრენად.
24მარ 2017
რა ეტაპებს მოიცავს GoodWeb-თან თანამშრომლობა?