28ივლ 2017 რა შეიძლება მოხდეს 2 შეხვედრაში?

გეთანხმებით, კითხვა ნამდვილად ზოგადია, რომელსაც უმრავი პასუხი შეიძლება ჰქონდეს. ეგ კი არა, იმასაც ამბობენ ერთი ნახვით შეყვარებაც შესაძლებელიაო. ხუმრობა იქეთ იყოს და დღეს, თქვენი ყურადღება ერთ ძალიან მნიშვნელოვან და თქვენთვის აქამდე წარმოუდგენელ საკითხზე მინდა შევაჩერო.

მნიშვნელოვანი და ამავდროულად წარმოუდგენელი რატომ?

მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ საკითხზე რომელზეც მინდა მოგიყვეთ ინტერნეტს და მის უსაზღვრო შესაძლებლობებს უკავშირდება. თუ გადავავლებთ თვალს ჩვენს ყოველდღიურობას და ამ ყოველდღიურობაში ინტერნეტის, სოციალური ქსელების, ონლაინ მაღაზიების, საინფორმაციო ვებგვერდების თუ სხვა დანარჩენის უდიდეს როლს ჩვენს ცხოვრებაში, ადვილად შეგვიძლია დავასკვნათ თუ რაოდენ მნიშვნელოვანი სტატუსი გააჩნია თითოეულ მათგანს.

წარმოუდგენელი კი იმიტომ, რომ ალბათ, აქამდე არასდროს გიფიქრიათ, რომ იმ გიგანტ სივრცეში, რომელზეც მაღლა ვისაუბრეთ, ისეთივე ვებგვერდების მიღება, როგორსაც დღის განმავლობაში თქვენ რამდენიმესაც კი სტუმრობთ, 2 დღეში არის შესაძლებელი. დიახ, მესმის თქვენი გაოცება, ნუ გაგიფართოვდებათ თვალები ასე, ნურც ეჭვს შეიტანთ ერთი წინანადებით უკან გამოთქმულ სიტყვებში. რადგან, ეს დღეს ნამდვილად შესაძლებელია ინტერნეტ -მარკეტინგული კომპანიის GOODWEB-ის მიერ შექმნილი ინოვაციური პლატფორმით, რომელმაც გაარღვია ბაზრის სტანდარტები და პროდუქტი აქცია სერვისად. დღეს, ჩვენ 750 - მდე კლიენტს ვებგვერდის სერვისის პლათფორმას ვთავაზობთ სხვა ციფრულ მომსახურებებთან ერთად, კლიენტებს, რომლებიც აქტიურად ოპერირებენ ინტერნეტ სივრცეში და შესაბამისად წარმატებულებიც არიან.

მინდა კიდევ ერთ დეტალზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. თითქოს, დღესდღეობით, სიტყვა ინოვაციურმა დაკარგა ძალა, რადგან, სადაც არ უნდა გავიხედოთ, რასაც არ უნდა მოვუსმინოთ ყველგან ამ სიტყვას ვაწყდებით. თუმცა, თუ გადავავლებთ GOODWEB-ის მიერ შემუშავებულ პლათფორმას, რომელზეც, დიდი ხანი ვმუშაობდით და გამოცდილების კვალდაკვალ იცვლებოდა და იხვეწებოდა სისტემა, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ საქმე გვაქვს ინოვაციურობასთან, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. მით უფრო, რომ ამ სიტყვას კიდევ ერთხელ ისიც ამყარებს, რომ მომხმარებელს ვებგვერდის სერვისს ორ შეხვედრაში ვთავაზობთ, თვეში 39-59 ლარამდე, რაც დამეთანხმებით, ერთი ნახვით შეყვარებაზე უფრო უცნაურად ჟღერს, თუმცა პრაქტიკა სხვა რამეს აჩვენებს, რომ ეს უცნაურობა კი არა, რეალობა და შესაძლებელია.


 

პოპულარული სიახლეები
სიტყვა „უჯიკეზე“, ალბათ, თქვენც ჩემსავით ყველასთვის საყვარელი ქართული ფილმი „იმერული ესკიზები“ გაგახსენდათ, თუმცა, დღეს ის არაფერ შუაშია. საკითხი, რომლის შესახებ ახლა უნდა მოგიყვეთ, ვებგვერდზე მამოტივირებელ შეტყობინებებს, ე.წ. web push notifications-ებს ეხება, მინდა აქვე გაგიმხილოთ, რომ მას ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მისია აკისრია თქვენი და თქვენი მომხმარებლის ურთიერთობაში.
წარმოიდგინეთ, თქვენს წინაშე 3 კარია. თითოეული მათგანი განსხვავებულია და აბსოლუტურად თქვენს სურვილზეა დამოკიდებული რომლის სახელურს ჩამოწევთ, შეაღებთ და გადააბიჯებთ მის ზღურბლს. ალბათ, ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმას, რომლის მიღმა ისურვებდით ყოფნას. რა თქმა უნდა, იმ კარს აირჩევთ, რომელიც თქვენთვის უფრო მიმზიდველად გამოიყურება და გპირდებათ  საინტერესო თავგადასავლებით სავსე სამყაროში მოხვედრას, ან სასიამოვნო დასვენებას, ან თუნდაც მოგზაურობას მთელი მსოფლიოს ირგვლივ. აქ მთავარი ის არის, რომ იმას გაძლევდეთ, რაც თქვენ იმ მომენტში ყველაზე მეტად გჭირდებათ და გაინტერესებთ.
გაიხსენეთ, რა ხდებოდა XX საუკუნის მიწურულს და XXI საუკუნის დასაწყისში მარკეტინგის სფეროში, განსაკუთრებით კი საქართელოში. ან, იმ დამოკიდებულებაზე რას იტყვით, რაც მაშინ მარკეტერის საჭიროებას განსაზღვრავდა კომპანიაში. ახლა, აიღეთ ეს ყველაფერი და შეადარეთ დღევანდელ რეალობას. დიახ, თქვენ ახლა საოცარ განსხვავებას ხედავთ. ბევრი რამ შეიცვალა, თანაც საგრძნობლად, ეს კი სწორად განვითარებამ მოიტანა. ისიც უნდა აღინიშნოს, თუ რაოდენ ერთსულოვნად აღიარებენ დღეს კომპანიები მარკეტინგის კრიტიკულად აუცილებლობას კომპანიის არსებობისთვის. მეტიც, იმდენად გაზრდილია მისი როლი კომპანიის თუ ბრენდის შექმნის, განვითარების და შემდგომ პროცესებში, რომ ადამიანური რესურსის გარდა, დღის წესრიგში მარკეტინგის ავტომატიზაციის და სისტემატიზაციის საჭიროებაც დგება.
შემოგვიერთდით

top