„უჯიკე“ მომხმარებელს, ანუ push notifications - ების გამოყენება მარკეტინგში
სიტყვა „უჯიკეზე“, ალბათ, თქვენც ჩემსავით ყველასთვის საყვარელი ქართული ფილმი „იმერული ესკიზები“ გაგახსენდათ, თუმცა, დღეს ის არაფერ შუაშია. საკითხი, რომლის შესახებ ახლა უნდა მოგიყვეთ, ვებგვერდზე მამოტივირებელ შეტყობინებებს, ე.წ. web push notifications-ებს ეხება, მინდა აქვე გაგიმხილოთ, რომ მას ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მისია აკისრია თქვენი და თქვენი მომხმარებლის ურთიერთობაში.
დაწვრილებით
კარი, რომელიც ყოველთვის გინდა შეაღო და ნახო რა ხდება მის მიღმა - Homepage
წარმოიდგინეთ, თქვენს წინაშე 3 კარია. თითოეული მათგანი განსხვავებულია და აბსოლუტურად თქვენს სურვილზეა დამოკიდებული რომლის სახელურს ჩამოწევთ, შეაღებთ და გადააბიჯებთ მის ზღურბლს. ალბათ, ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმას, რომლის მიღმა ისურვებდით ყოფნას. რა თქმა უნდა, იმ კარს აირჩევთ, რომელიც თქვენთვის უფრო მიმზიდველად გამოიყურება და გპირდებათ  საინტერესო თავგადასავლებით სავსე სამყაროში მოხვედრას, ან სასიამოვნო დასვენებას, ან თუნდაც მოგზაურობას მთელი მსოფლიოს ირგვლივ. აქ მთავარი ის არის, რომ იმას გაძლევდეთ, რაც თქვენ იმ მომენტში ყველაზე მეტად გჭირდებათ და გაინტერესებთ.
დაწვრილებით
IT მარკეტინგში - ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების 5 მიზეზი!
გაიხსენეთ, რა ხდებოდა XX საუკუნის მიწურულს და XXI საუკუნის დასაწყისში მარკეტინგის სფეროში, განსაკუთრებით კი საქართელოში. ან, იმ დამოკიდებულებაზე რას იტყვით, რაც მაშინ მარკეტერის საჭიროებას განსაზღვრავდა კომპანიაში. ახლა, აიღეთ ეს ყველაფერი და შეადარეთ დღევანდელ რეალობას. დიახ, თქვენ ახლა საოცარ განსხვავებას ხედავთ. ბევრი რამ შეიცვალა, თანაც საგრძნობლად, ეს კი სწორად განვითარებამ მოიტანა. ისიც უნდა აღინიშნოს, თუ რაოდენ ერთსულოვნად აღიარებენ დღეს კომპანიები მარკეტინგის კრიტიკულად აუცილებლობას კომპანიის არსებობისთვის. მეტიც, იმდენად გაზრდილია მისი როლი კომპანიის თუ ბრენდის შექმნის, განვითარების და შემდგომ პროცესებში, რომ ადამიანური რესურსის გარდა, დღის წესრიგში მარკეტინგის ავტომატიზაციის და სისტემატიზაციის საჭიროებაც დგება.
დაწვრილებით
ვებგვერდი - თქვენი ბიზნესის ვირტუალური ვიტრინა! გაიგეთ როგორი ვებგვერდის დიზაინი მოქმედებს მომხარებლის გადაწყვეტილებაზე
გახსენდებათ კადრი ბლეიკ ედვარდსის ცნობილი ფილმიდან - „საუზმე ტიფანისთან“, სადაც ნიუ იორკის მეხუთე ავენიუზე, ელეგანტურად შემოსილი, ჰოლი გოლაიტლის როლის შემსრულებელი, ოდრი ჰეპბერნი დგას Tiffany & Co. – ს მაღაზიის ვიტრინის წინ და შესცქერის საოცარ სამკაულებს? ან ის სცენა გაიხსენეთ, ფრანგი მწერლის ემილ ფრანსუა ზოლას ცნობილი წიგნიდან - „ქალთა ბედნიერება“, სადაც უდიდესი ნიჭით არის აღწერილი მაღაზიის ვიტრინები, მათი დანიშნულება და გავლენა მაღაზიის მიერ დედოფლად აღიარებულ ქალებზე...
დაწვრილებით
როგორ უნდა შექმნათ ბიზნეს ვებგვერდი 3 მარტივ სვლაში? გზა იდეიდან მის რეალიზებამდე!
ბევრი ღამე გაგითენებიათ სამომავლო გეგმებზე ფიქრში? ბევრჯერ „გითამაშიათ“ იდეებთან შხაპის მიღების, დასვენების, მანქანის მართვის თუ სხვა დროს? საბოლოოდ კი, როგორც იქნა მიხვდით, რომ დადგა ცხოვრების ეტაპი, როცა იდეა რეალურ ბიზნესად უნდა აქციოთ. და ახლა, ზუსტად ეს დროა...
დაწვრილებით
გაიგეთ როგორ უნდა დაიცვათ თქვენი პირადი მონაცემები ინტერენეტში
დაგითვლიათ დღეში საშუალოდ რამდენ ვებგვერდს სტუმრობთ? და, ის თუ შეუმჩნევია თქვენს მახვილ თვალს, რომ ზოგიერთ ვებგვერდს მისამართში http//: უწერია წინ, ზოგს კი https//: . და, ოდესმე თუ დაფიქრებულხართ იმაზე,  რას შეიძლება ნიშნავდეს ან რა დატვირთვა შეიძლება ქონდეს თქვენთვის ამ ერთი შეხედვით უწყინარ და ინგლისური ანბანის მე-19 ასობგერას - “S” ?!
დაწვრილებით
როგორ უნდა აქციოთ მომხმარებლები თქვენი ბიზნესის მიმდევრებად ვებგვერდის საშუალებით!
ჩვენ სოციალური არსებები ვართ. ჩვენი ბუნებაა ვეკუთვნოდეთ ადამიანების ჯგუფს, რომლებთანაც ბევრი საერთო ინტერესი და გადაკვეთა გვაქვს.  ასეა ბიზნესშიც. თითოეული კომპანია ცდილობს შექმნას სოციუმი საკუთარი ბიზნესის ირგვლივ და გაზარდოს მისი საქმიანობა. ამისთვის, სხვადასხვა სტრატეგიულ ნაბიჯებს მიმართავენ, რომელთაგან ყველაზე ეფექტური და მომგებიანი 21-ე საუკუნის
დაწვრილებით
წარმოგიდგენთ „გაყიდვების მენეჯერს“, რომელიც თვეში 100 000 ადამიანს უკავშირდება!
ახალი ამბავი არ არის რომ, გაყიდვების მენეჯერი მნიშვნელოვან და საიმედო ხიდს წარმოადგენს თქვენს მომხმარებელთან, რომელიც აქრობს ნებისმიერ ბარიერს მომხმარებლის სურვილებსა და კომპანიის პროდუქტს შორის.  
დაწვრილებით
შეამოწმე შენი ვებგვერდის ჯანმრთელობა უფასოდ!
ალბათ, გსმენიათ - „მთავარია ვებგვერდი იყოს ჯანმრთელი“-ო და მართლაც, ვებგვერდი თუ ავად გაგიხდათ, მტრისას, მისი შემდგომ ფეხზე დაყენება მარტივი საქმე, სულაც არ გახლავთ.
დაწვრილებით
როცა ხარ შორსმჭვრეტელი!
შორსმჭვრეტელობა, ეს არის შესანიშნავი უნარი, იმოგზაურო დროში და წინასწარ განსაზღვრო მოვლენების განვითარების სავარაუდო გზები და შედეგები. შემდგომ კი ამ ნააზრევზე დაყრდნობით მიიღო საუკეთესო გადაწყვეტილებები შენთვის და შენი ბიზნესისთვის! გეტყვით მეტსაც, “Goodweb”-ში შორსმჭვრეტელ ადამიანად მიგვაჩნია ყველა, ვინც ჩვენთან თანამშრომლობს!
დაწვრილებით
რა შეიძლება მოხდეს 2 შეხვედრაში?

გეთანხმებით, კითხვა ნამდვილად ზოგადია, რომელსაც უმრავი პასუხი შეიძლება ჰქონდეს. ეგ კი არა, იმასაც ამბობენ ერთი ნახვით შეყვარებაც შესაძლებელიაო. ხუმრობა იქეთ იყოს და დღეს, თქვენი ყურადღება ერთ ძალიან მნიშვნელოვან და თქვენთვის აქამდე წარმოუდგენელ საკითხზე მინდა შევაჩერო.

დაწვრილებით
გინდა შენი მომხმარებელი ისევ დაბრუნდეს შენთან? 10 რჩევა GOODWEB-ისგან
უკვე მივეჩვიეთ რომ მსოფლიო ძალიან სწრაფად ვითარდება… ყოველდღიურად ვაწყდებით სიახლეებს, ცვლილებებს, თითქოს ისე სწრაფადაც რომ ჯერ კიდევ წინებს არ ვართ შეჩვეულები. რას ვიზამთ, ჩვენ ხომ 21-ე საუკუნის ადამიანები ვართ და ეს ჩვენთვის, ჩვეულებრივ მოცემულობად იქცა, რომელსაც ხან ძალიან სწრაფად ვუწყობთ ფეხს, ხან კიდევ, დიდი დრო გვჭირდება ადაპტირებისთვის. მთავარი კი, მაინც ის არის, რომ ყოველთვის არსებობდეს სურვილი,  არ ჩამოვრჩეთ დროს და ვიყოთ საჭირო დროს საჭირო ადგილას.
დაწვრილებით

top