10თებ 2017 რატომ GOODWEB? ყველა სიკეთე ერთ სერვისში
ვისაც ჩვენთან ჯერ არ უთანამშრომლია, შეიძლება არ იცის, რომ გუდვები სერვისის ფარგლებში მომხმარებელს კომფორტულ, საჭიროებებზე მორგებულ სისტემას სთავაზობს, რაც პროცესის გამარტივებას ისახავს მიზნად. სწორედ ამიტომ, წარმოგიდგენთ Goodweb-ის 10 ძირითად უპირატესობას:

ვებ გვერდს + ბენეფიტები


ჩვენი კლიენტი ჩვენთვის პრიორიტეტულია, მისი წარმატება კი ჩვენი მიზანი. შესაბამისად, ვცდილობთ მას ყველა პირობა შევუქმნათ ინტერნეტ სივცეში არსებობისთვის. გარდა ვებ გვერდისა, ჩვენ მას საჩუქრად გადავცემთ რეკლამას მაღალრეიტინგულ ბიზნეს პორტალებზე 10 000 - 100 000-მდე ჩვენებით. ასევე მას საშუალება აქვს ისარგებლოს სოციალური მედიის ადმინისტრირების სერვისით და კორპორაციული ელ. ფოსტით.

სანდოობა


არც თუ ისე იშვიათია შემთხვევა, როცა პროგრამისტი გარბის და დამკვეთი მისდევს. „Freelancer“-ებთან თანამშრომლობისგან განსხვავებით, თქვენ საქმე გაქვთ კერძო კომპანიასთან, რომელთანაც ფორმდება ხელშეკრულება. შესაბამისად ის არის თქვენ წინაშე პასუხისმგებელი და გეძლევათ სრული გარანტია, რომ ყველა პირობა იქნება შესრულებული.

ფასი და სისწრაფე

ჩვენთან ვებ გვერდის ან ინტერნეტ მაღაზიის ფასები მერყეობს თვეში 19-დან 59 ლარამდე. Goodweb-ის გუნდმა მიზნად დაისახა რომ სრულფასოვანი ვებ გვერდი ხელმისაწვდომი გაეხადა ნებისმიერი პირისთვის ან ბიზნესისთვის. ასევე, გვსურს დავამსხვრიოთ სტერეოტიპი, რომ იაფად და სწრაფად კარგი პროდუქტის მიღება არ არის შესაძლებელი.

სხვადასხვა პროფესიონალი ერთ გუნდში


დიზაინერებისა და პროგრამისტების გარდა, თქვენი ვებ გვერდის შექმნის პროცესში ჩართულია მარკეტინგის, ხარისხის და გაყიდვების დეპარტამენტი. თქვენ მთავარია, გააჟღეროთ იდეა და გამოთქვათ სურვილი. დანარჩენს კი საჭიროებიდან გამომდინარე ჩვენი გუნდის წევრები დაინაწილებენ და კოორდინირებული მუშაობით, მიიყვანენ ბოლომდე.

სერვერი და დომენი

ვებ გვერდის შესაქმნელად არ არის საკმარისი მხოლოდ პროგრამირება და დიზაინი. ასევე საჭიროა სერვერის ქირაობა და დომენის შეძენა. ჩვენ შემთხვევაში, სერვერის საფასური შედის მთლიანი საიტის ღირებულებაში და ასევე გჩუქნით ქვე დომენს. საჭიროების შემთხვევაში გეხმარებით დომენის შეძენაში.

ეფექტურად მომუშავე სისტემა

ჩვენი ვებ გვერდები იტვირთება ძალიან სწარაფად, უძლებს დიდ დატვირთვას და, რა თქმა უნდა, მორგებულია ყველა სისტემაზე. ამასთან, გთავაზობთ 24 საათიან ტექნიკურ უზრუნველყოფას, რაც იძლევა იმის გარანტიას, რომ თქვენი ვებ გვერდი მუდმივად იქნება გამართული და ეფექტურად ფუნქციონირებადი.

ტენდენციების კვალდაკვალ


ინტერნეტ სივრცე მუდმივად ცვლადი და ფორმირებადი სივრცეა. ხვალ შეიძლება, რომელიმე ინტერნეტ გიგანტმა კომპანიამ დააწესოს ახალი სტანდარტი და თქვენი ვებ გვერდის სისტემა გახდეს არაეფექტური და მოძველებული. Goodweb-ში ეს საფრთხე არ გემუქრებათ, რადგან ჩვენი სისტემა მიყვება მსოფლიოს ტენდენციებს და ბაზარზე არსებული ყველა სიახლე ავტომატურად ადაპტირდება თქვენს ვებ გვერდში.

სამართავი სისტემა


თქვენი ვებ გვერდის ან ინტერნეტ მაღაზიის სამართავი სისტემა, არის ორენოვანი, მაქსიმალურად მარტივი და გასაგები. ამასთან მომხმარებელს თავდაპირველად უტარდება ტრენინგი და მას, სურვილის შემთხვევაში, თავად ექნება საშუალება მართოს საკუთარი საიტი და აკონტროლოს მისი სტატისტიკა.

გამარტივებული პროცესი

ინტერნეტ მაღაზიის შექმნის შემთხვევაში, თქვენ არ გიწევთ ისეთ დეტალებზე ზრუნვა და ფიქრი, როგორიცაა მაგალითად, რომელ ბანკს რა საპროცენტო განაკვეთი აქვს ვებ გვერდზე ბარათით გადახდის შემთხვევაში. ამ ყველაფერს ჩვენ ვაგვარებთ.

სერვისით სარგებლობას აგრძელებ მანამ, სანამ გსურს


ჩვენ შეთავაზებაში არ იმალება არანაირი მარკეტინგული გათვლა. რეალურად, კლიენტი ყოველთვიურად იხდის 19-დან 59 ლარამდე და ეს სისტემა არ მოქმედებს განვადების პრინციპით. თქვენ არ იხდით თანხას ვებ-გვერდში, თქვენ თანხას იხდით ვებ-გვერდის სერვისად მიღებაში.

თუკი გსურთ შეაღოთ წარმატების ყველა კარი, ყველა გასაღებს GOODWEB - ში იპოვით.
დაგვიკავშირდით და დაიწყეთ დღესვე, ნუ გადადებთ, აქციეთ თქვენი იდეა ბიზნესად. 

პოპულარული სიახლეები
სიტყვა „უჯიკეზე“, ალბათ, თქვენც ჩემსავით ყველასთვის საყვარელი ქართული ფილმი „იმერული ესკიზები“ გაგახსენდათ, თუმცა, დღეს ის არაფერ შუაშია. საკითხი, რომლის შესახებ ახლა უნდა მოგიყვეთ, ვებგვერდზე მამოტივირებელ შეტყობინებებს, ე.წ. web push notifications-ებს ეხება, მინდა აქვე გაგიმხილოთ, რომ მას ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მისია აკისრია თქვენი და თქვენი მომხმარებლის ურთიერთობაში.
წარმოიდგინეთ, თქვენს წინაშე 3 კარია. თითოეული მათგანი განსხვავებულია და აბსოლუტურად თქვენს სურვილზეა დამოკიდებული რომლის სახელურს ჩამოწევთ, შეაღებთ და გადააბიჯებთ მის ზღურბლს. ალბათ, ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმას, რომლის მიღმა ისურვებდით ყოფნას. რა თქმა უნდა, იმ კარს აირჩევთ, რომელიც თქვენთვის უფრო მიმზიდველად გამოიყურება და გპირდებათ  საინტერესო თავგადასავლებით სავსე სამყაროში მოხვედრას, ან სასიამოვნო დასვენებას, ან თუნდაც მოგზაურობას მთელი მსოფლიოს ირგვლივ. აქ მთავარი ის არის, რომ იმას გაძლევდეთ, რაც თქვენ იმ მომენტში ყველაზე მეტად გჭირდებათ და გაინტერესებთ.
გაიხსენეთ, რა ხდებოდა XX საუკუნის მიწურულს და XXI საუკუნის დასაწყისში მარკეტინგის სფეროში, განსაკუთრებით კი საქართელოში. ან, იმ დამოკიდებულებაზე რას იტყვით, რაც მაშინ მარკეტერის საჭიროებას განსაზღვრავდა კომპანიაში. ახლა, აიღეთ ეს ყველაფერი და შეადარეთ დღევანდელ რეალობას. დიახ, თქვენ ახლა საოცარ განსხვავებას ხედავთ. ბევრი რამ შეიცვალა, თანაც საგრძნობლად, ეს კი სწორად განვითარებამ მოიტანა. ისიც უნდა აღინიშნოს, თუ რაოდენ ერთსულოვნად აღიარებენ დღეს კომპანიები მარკეტინგის კრიტიკულად აუცილებლობას კომპანიის არსებობისთვის. მეტიც, იმდენად გაზრდილია მისი როლი კომპანიის თუ ბრენდის შექმნის, განვითარების და შემდგომ პროცესებში, რომ ადამიანური რესურსის გარდა, დღის წესრიგში მარკეტინგის ავტომატიზაციის და სისტემატიზაციის საჭიროებაც დგება.
შემოგვიერთდით

top