01თებ 2017 10 ყველაზე ეფექტური სიტყვა/ფრაზა მარკეტინგში
მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული სიტყვა, რომელსაც ბიზნესი მარკეტინგული აქტივობებისას, აუდიტორიასთან საკომუნიკაციოდ იყენებს. „GOODWEB“ წარმოგიდგენთ 10 სიტყვას/ფრაზას, რომლის ეფექტურობაც დატესტილია დროსთან ერთად.

შენ

მარკეტინგი სრულად ემყარება მომხმარებელს. ეს პატარა, თუმცა მნიშვენელოვანი სიტყვა კი ქმნის უშუალო კავშირს და ხსნის ყველა ზღვარს შენსა და მომხრარებელს შორის.

იმიტომ რომ
აუხსენი შენს პოტენციურ კლიენტს რატომ ხარ მისთვის აუცილებელი. მიეცი მას მოქმედების მიზეზი. ეფექტური მარკეტინგი ეხმარება აუდიტორიას ზუსტად გაიგოს რატომ გააუმჯობესებს ესა თუ ის პროდუქტი, ან მომსახურება მათ ცხოვრებას.

უფასო
რა არის ფასდაკლებაზე უკეთესი? უფასო პროდუქტი! ის უყვარს ყველას და შესაბამისად მარტივად იქცევს აუდიტორიის ყურადღებას. ამიტომაც არის შეთავაზება „იყიდე ერთი, მიიღე მეორე უფასოდ“ ასეთი ხშირად გამოყენებადი დღეს.

სანდო/უსაფრთხო
მომხმარებელი თავს გრძნობს დაცულად, მარტივად იღებს გადაწყვეტილებას და რისკავს შენს შეთავაზებაში ფულის გადახდას.

საიდუმლო
ვის არ სურს ამოხსნას საიდუმლო კვალიფიციური ექსპერტის დახმარებით? გაუზიარე მათ წარმატების საიდუმლო.

სწრაფად
დღეს დრო ყველასთვის მნიშვნელოვანი რესურსია, ამიტომ მისი დაზოგვა და სასურველის სწრაფად მიღება სასიამოვნო მესიჯია.

შეზღუდული დროით
ამ ფრაზით შენ შექმნი სწრაფი მოქმედების აუცილებლობას. ოღონდ ნუ შეიყვან მომხმარებელს შეცდომაში. თუ ჰპირდები რაიმე პირობას გარკვეული დროით, შეასრულე. რადგან თუკი ის იხილავს უცვლელ ფასს ან პირობას მომავალში, შენ დაემშვიდობები მის ნდობას სამუდამოდ.

მარტივი
არავის სურს დამატებით სიძნელეებთან შეჭიდება. ამიტომ, პირიქით, დაანახე მას, რამდენად გაუმარტივდება ცხოვრება შენი პროდუქციით ან სერვისით სარგებლობის შემთხვევაში.

გარანტირებული
მიეცი მომხმარებელს ამ სიტყვის დახმარებით რისკების მინიმალიზაციის გარანტია

ახალი
აჩვენე აუდიტორიას რომ შენი პროდუქტი ან მომსახურება წარმოადგენს სიახლეს ბაზარზე და არ დაგავიწყდეს საკუთარი კონკურენტული უპირატესობის ხაზგასმა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

რასაკვირველია, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და შესაძლებელია სხვა სამოტივაციო სიტყვები და ფრაზები მუშაობდნენ უფრო ეფექტურად კონკრეტულად შენი ბიზნესისთვის. თუმცა, თუ არც საკუთარი ინტუიცია გკარნახობს, არც მომხმარებელი და არც მარკეტინგის მენეჯერი, დაგვიკავშირდი და ჩვენ დაგეხმარებით.
პოპულარული სიახლეები
სიტყვა „უჯიკეზე“, ალბათ, თქვენც ჩემსავით ყველასთვის საყვარელი ქართული ფილმი „იმერული ესკიზები“ გაგახსენდათ, თუმცა, დღეს ის არაფერ შუაშია. საკითხი, რომლის შესახებ ახლა უნდა მოგიყვეთ, ვებგვერდზე მამოტივირებელ შეტყობინებებს, ე.წ. web push notifications-ებს ეხება, მინდა აქვე გაგიმხილოთ, რომ მას ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მისია აკისრია თქვენი და თქვენი მომხმარებლის ურთიერთობაში.
წარმოიდგინეთ, თქვენს წინაშე 3 კარია. თითოეული მათგანი განსხვავებულია და აბსოლუტურად თქვენს სურვილზეა დამოკიდებული რომლის სახელურს ჩამოწევთ, შეაღებთ და გადააბიჯებთ მის ზღურბლს. ალბათ, ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმას, რომლის მიღმა ისურვებდით ყოფნას. რა თქმა უნდა, იმ კარს აირჩევთ, რომელიც თქვენთვის უფრო მიმზიდველად გამოიყურება და გპირდებათ  საინტერესო თავგადასავლებით სავსე სამყაროში მოხვედრას, ან სასიამოვნო დასვენებას, ან თუნდაც მოგზაურობას მთელი მსოფლიოს ირგვლივ. აქ მთავარი ის არის, რომ იმას გაძლევდეთ, რაც თქვენ იმ მომენტში ყველაზე მეტად გჭირდებათ და გაინტერესებთ.
გაიხსენეთ, რა ხდებოდა XX საუკუნის მიწურულს და XXI საუკუნის დასაწყისში მარკეტინგის სფეროში, განსაკუთრებით კი საქართელოში. ან, იმ დამოკიდებულებაზე რას იტყვით, რაც მაშინ მარკეტერის საჭიროებას განსაზღვრავდა კომპანიაში. ახლა, აიღეთ ეს ყველაფერი და შეადარეთ დღევანდელ რეალობას. დიახ, თქვენ ახლა საოცარ განსხვავებას ხედავთ. ბევრი რამ შეიცვალა, თანაც საგრძნობლად, ეს კი სწორად განვითარებამ მოიტანა. ისიც უნდა აღინიშნოს, თუ რაოდენ ერთსულოვნად აღიარებენ დღეს კომპანიები მარკეტინგის კრიტიკულად აუცილებლობას კომპანიის არსებობისთვის. მეტიც, იმდენად გაზრდილია მისი როლი კომპანიის თუ ბრენდის შექმნის, განვითარების და შემდგომ პროცესებში, რომ ადამიანური რესურსის გარდა, დღის წესრიგში მარკეტინგის ავტომატიზაციის და სისტემატიზაციის საჭიროებაც დგება.
შემოგვიერთდით

top