18ნოვ 2016 ინტერნეტ მაღაზია, კომფორტი ყველასთვის
თანამედროვე მსოფლიო, ინდუსტრიის ერა, ქალაქში გამუდმებული საცობები, დაკავებული ადამიანები , სამსახური, სახლი, წვეულება, მეგობრებთან ერთად ფინჯანი ყავის დალევა

მოკლედ, რომ ვთქვათ, ყველანაირი პირობა არსებობს საიმისოდ, რომ ადამიანმა თავი მოუცლელად იგრძნოს და დღის ბოლოს, დიდი დაღლილობაც შემოაწვეს, მაგრამ რაღაც ეტაპზე ყველა აცნობიერებს, რომ „რაღაც“ აქვთ საყიდელი

თუმცა ხშირად ვერ ახერხებენ თავიანთ მოუცლელ გრაფიკში დროის გამონახვას საყიდლებისათვის

ამიტომ, საჭიროა, რომ საყვარელმა მაღაზიებმა, მათ დამატებით კომფორტი შესთავაზონ, როგორიცაა შენაძენის გაკეთება ონლაინ რეჟიმში, ამისათვის კი მხოლოდ ინტერნეტ მაღაზიის გახსნაა საჭირო

თქვენ უკვე შეგიძლიათ რამდენიმე წუთში გახსნათ საკუთარი ინტერნეტ მაღაზია, რომელის მეშვეობითაც, ოფისიდან, სახლიდან, ტრანსპორტიდან თუ სხვა ნებისმიერი ადილიდან, სადაც ინტერნეტია, თქვენი მომხმარებლები შეძლებენ კომფორტულად, მარტივად და ზეტმედი ძალისხმევის გარეშე იშოპინგონ

ინტერნეტ მაღაზია, მარტივი არჩევანია არა მარტო მყიდველისათვის, არამედ გამყიდველისთვისაც

- ინტერნეტ მაღაზიის „აშენება“ , „მოწყობა“ და „გახსნა“ გაცილებით სწრაფი და მარტივია
- ინტერნეტ მაღაზიის კარს ერთხელ გახსნი და მუდამ ღიაა, დღისით თუ ღამით, შესვენება კი საერთოდ არ არსებობს
- თქვენ აღარ მოგიწევთ, შუქის, ქირის, გაზის, წყლის, დასუფთვების, კონსულტანდების ანაზღაურებისა თუ სხვა მრავალი ხარჯის გაწევა

და რაც მთავარია, ეს არის ერთი მაღაზია, მთელი ქვეყნისათვის 

პოპულარული სიახლეები
სიტყვა „უჯიკეზე“, ალბათ, თქვენც ჩემსავით ყველასთვის საყვარელი ქართული ფილმი „იმერული ესკიზები“ გაგახსენდათ, თუმცა, დღეს ის არაფერ შუაშია. საკითხი, რომლის შესახებ ახლა უნდა მოგიყვეთ, ვებგვერდზე მამოტივირებელ შეტყობინებებს, ე.წ. web push notifications-ებს ეხება, მინდა აქვე გაგიმხილოთ, რომ მას ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მისია აკისრია თქვენი და თქვენი მომხმარებლის ურთიერთობაში.
წარმოიდგინეთ, თქვენს წინაშე 3 კარია. თითოეული მათგანი განსხვავებულია და აბსოლუტურად თქვენს სურვილზეა დამოკიდებული რომლის სახელურს ჩამოწევთ, შეაღებთ და გადააბიჯებთ მის ზღურბლს. ალბათ, ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმას, რომლის მიღმა ისურვებდით ყოფნას. რა თქმა უნდა, იმ კარს აირჩევთ, რომელიც თქვენთვის უფრო მიმზიდველად გამოიყურება და გპირდებათ  საინტერესო თავგადასავლებით სავსე სამყაროში მოხვედრას, ან სასიამოვნო დასვენებას, ან თუნდაც მოგზაურობას მთელი მსოფლიოს ირგვლივ. აქ მთავარი ის არის, რომ იმას გაძლევდეთ, რაც თქვენ იმ მომენტში ყველაზე მეტად გჭირდებათ და გაინტერესებთ.
გაიხსენეთ, რა ხდებოდა XX საუკუნის მიწურულს და XXI საუკუნის დასაწყისში მარკეტინგის სფეროში, განსაკუთრებით კი საქართელოში. ან, იმ დამოკიდებულებაზე რას იტყვით, რაც მაშინ მარკეტერის საჭიროებას განსაზღვრავდა კომპანიაში. ახლა, აიღეთ ეს ყველაფერი და შეადარეთ დღევანდელ რეალობას. დიახ, თქვენ ახლა საოცარ განსხვავებას ხედავთ. ბევრი რამ შეიცვალა, თანაც საგრძნობლად, ეს კი სწორად განვითარებამ მოიტანა. ისიც უნდა აღინიშნოს, თუ რაოდენ ერთსულოვნად აღიარებენ დღეს კომპანიები მარკეტინგის კრიტიკულად აუცილებლობას კომპანიის არსებობისთვის. მეტიც, იმდენად გაზრდილია მისი როლი კომპანიის თუ ბრენდის შექმნის, განვითარების და შემდგომ პროცესებში, რომ ადამიანური რესურსის გარდა, დღის წესრიგში მარკეტინგის ავტომატიზაციის და სისტემატიზაციის საჭიროებაც დგება.
შემოგვიერთდით

top