04მაი 2016 იცით, რამდენად იდეალურია თქვენი საიტი?
შეიძლება საიტი აკმაყოფილებდეს იმ სტანდარტებს, რომლებიც მას თქვენ დაუწესეთ, მაგრამ არ იყოს ისეთივე კარგი, როგორიც თქვენი კონკურენტების საიტებია  და ჯერ კიდევ დასახვეწი იყოს

როგორ უნდა გავარკვიოთ არის თუ არა საიტი გამართული?
- ამისათვის თავადვე შეგიძლიათ ჩაატაროთ თქვენი საიტის მცირე  აუდიტი.

გაარკვიეთ შემდეგი დეტალები თქვენს საიტთან დაკავშირებით:

1. არის თუ არა თქვენი საიტი თავსებადი მობილური და ტაბლეტ მოწყობილობებისათვის (ან თუ არის ეგრედ წოდებული "რესპონსივი")?

- თუ თქვენი საიტი "რესპონსივია", მაშინ ის ერგება ყველანაირი ზომისა თუ ფორმის მონიტორს და არ კარგავს ვიზუალს, ასევეა საიტები, რომლებიც თავსებადია მობილური და ტაბლეტ მოწყობილობებისათვის, არ კარგავენ ვიზუალს საიტის ამ მოწყობილობებით გახსნისას. აღსანიშნავია, რომ გუგლმაც 2015 წლის 21 აპრილიდან გარკვეული შეზღუდვები დააწესა საიტებზე, რომლებიც არ არიან სხვადასვა მოწყობილობებისათვის თავსებადები.

2. უბიძგებს თუ არა თქვენი საიტი მომხმარებელს კონკრეტული ქმედებისაკენ?

- მრავალმა კვლევამ დაამტკიცა, რომ თუ საიტი ინტერაქტიულია, თუ ძირითადი მესიჯები სწორადაა შერჩეული, ის უბრალო ვიზიტორებს ხშირ შემთხვევაში პოტენციურ კლიენტებად აქცევს.  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენს მომხმარებლებს რაიმე ქმედებისკენ უბიძგოთ და საიტი დათვალიერების შემდეგ უბრალოდ არ დატოვონ, ასე, რომ "აიძულეთ" ვიზიტორები, რომ აუცილებლად დაგიკავშირდნენ.

3. ჩანს თუ არა საიტის "ჰედერში" და "ფუტერში" თქვენი სახელი, მისამართი ან რაიმე სახის საკონტაქტო ინფორმაცია?

-  საკონტაქტო ინფორმაციის მომხმარებლებისათვის ჩვენება, არა მარტო უადვილებთ მათ თქვენთან დაკავშირებას, არამედ იზრდება მათი ნდობა თქვენი ბიზნესისადმი, როდესაც ისინი ხედავენ რეალურ მისამართს თუ სხვა საკონტაქო ინფორმაციას, კიდევ უფრო მეტად გენდობიან.

4. არის თუ არა თქვენს საიტზე "საიტის უფლებათა დაცვა" (Copyright 2016) განახლებულად დათარიღებული?

- ყოველწლიურად განაახლეთ საიტის უფლებათა დაცვის თარიღი, რომ ის ემთხვეოდეს მიმდინარე წელს. რადგანაც, თუ 2016 წელს საიტზე გიწერიათ ასეთი ტექსტი - "ყველა უფლება დაცულია 2010" -  მომხმარებლებს შეიძება იმის შთაბეჭდილება შეექმნათ, რომ საიტი უკვე ძალიან დაძველებულია, რაც თავისთავად ეჭვებს გააჩენს  საიტის სანდოობისადმი, თანაც გახსოვდეთ, რომ ეს თარიღი არ არის საიტის დამზადების თარიღი.

5. გაქვთ თუ არა ერთი პროდუქტისათვის/სერვისისათვის ერთი კონკრეტული გვერდი?

- მნიშვნელოვანია, რომ ყველა პროდუქტისათვის/მომსახურებისათვის, გქონდეთ ერთი კონკრეტული გვერდი, სადაც მომხმარებელი ნახავს კონკრეტულად იმ ინფორმაციას, რაც მას აინტერესებს და თქვენ ამ გვერდზე უნდა დაწეროთ არა ის თუ რას აკეთებთ, არმედ იმას უნდა გაუსვათ ხაზი თუ რა უპირატესობები გაქვთ და რატომ უნდა აგირჩიონ თქვენ.

ამ საკითხების გარდა, არსებობს კიდევ მრავალი სხვა დეტალი, რომლებითაც შეგეძლებათ გასნაზღვროდ რამდენად "კარგია" თქვენი საიტი, თუმცა დასაწყისისათვის ესეც საკმარისი იქნება.

გისურვებთ წარმატებებს

www.goodweb.ge
პოპულარული სიახლეები
სიტყვა „უჯიკეზე“, ალბათ, თქვენც ჩემსავით ყველასთვის საყვარელი ქართული ფილმი „იმერული ესკიზები“ გაგახსენდათ, თუმცა, დღეს ის არაფერ შუაშია. საკითხი, რომლის შესახებ ახლა უნდა მოგიყვეთ, ვებგვერდზე მამოტივირებელ შეტყობინებებს, ე.წ. web push notifications-ებს ეხება, მინდა აქვე გაგიმხილოთ, რომ მას ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მისია აკისრია თქვენი და თქვენი მომხმარებლის ურთიერთობაში.
წარმოიდგინეთ, თქვენს წინაშე 3 კარია. თითოეული მათგანი განსხვავებულია და აბსოლუტურად თქვენს სურვილზეა დამოკიდებული რომლის სახელურს ჩამოწევთ, შეაღებთ და გადააბიჯებთ მის ზღურბლს. ალბათ, ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმას, რომლის მიღმა ისურვებდით ყოფნას. რა თქმა უნდა, იმ კარს აირჩევთ, რომელიც თქვენთვის უფრო მიმზიდველად გამოიყურება და გპირდებათ  საინტერესო თავგადასავლებით სავსე სამყაროში მოხვედრას, ან სასიამოვნო დასვენებას, ან თუნდაც მოგზაურობას მთელი მსოფლიოს ირგვლივ. აქ მთავარი ის არის, რომ იმას გაძლევდეთ, რაც თქვენ იმ მომენტში ყველაზე მეტად გჭირდებათ და გაინტერესებთ.
გაიხსენეთ, რა ხდებოდა XX საუკუნის მიწურულს და XXI საუკუნის დასაწყისში მარკეტინგის სფეროში, განსაკუთრებით კი საქართელოში. ან, იმ დამოკიდებულებაზე რას იტყვით, რაც მაშინ მარკეტერის საჭიროებას განსაზღვრავდა კომპანიაში. ახლა, აიღეთ ეს ყველაფერი და შეადარეთ დღევანდელ რეალობას. დიახ, თქვენ ახლა საოცარ განსხვავებას ხედავთ. ბევრი რამ შეიცვალა, თანაც საგრძნობლად, ეს კი სწორად განვითარებამ მოიტანა. ისიც უნდა აღინიშნოს, თუ რაოდენ ერთსულოვნად აღიარებენ დღეს კომპანიები მარკეტინგის კრიტიკულად აუცილებლობას კომპანიის არსებობისთვის. მეტიც, იმდენად გაზრდილია მისი როლი კომპანიის თუ ბრენდის შექმნის, განვითარების და შემდგომ პროცესებში, რომ ადამიანური რესურსის გარდა, დღის წესრიგში მარკეტინგის ავტომატიზაციის და სისტემატიზაციის საჭიროებაც დგება.
შემოგვიერთდით

top