09მარ 2016 GoodWeb-ის მარტის თვის შემოთავაზება
ყოველდღიურად იზრდება საიტის მნიშვნელობა ბიზნესისათვის .

საიტი ხომ მხოლოდ დომენური დასახელება არ არის, არამედ ეს არის სივრცე, რომელიც ქმნის ბიზნესის ბრენდს ინტერნეტში.

თუ გინდათ, რომ გქონდეთ ვებ-გვერდი, რომელიც შექმნის თქვენს ბრენდს, მაშინ თქვენ გჭირდებათ GoodWeb-ი.

რატომ გუდვები?

იმიტომ, GoodWeb-ი, რომ აქ მხოლოდ საიტს არ იღებთ, არამედ აქ იღებთ სხვა მრავალ დამატებით სერვისს, როგორებიცაა საიტის ინდივიდუალურ დიზაინი, კორპორატიული ელ-ფოსტას, საბანერო სერვისი, სარეკლამო მომსახურება, უფასო ჰოსთინგი, ულიმიტო ტრაფიკი, პროგრამული მხარდაჭერა, ტქნიკური უზრუნველყოფა და სხვა (დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ - PACKAGES )

მარტში, ჩვენ გირჩევთ დაიწყოთ ჩვენი მომსახურების SUPER პაკეტით სარგებლობა და მაქსიმალურად ისარგებლოთ ინტერნეტის უსაზღვრო შესაძლებლობებით.

თუ თქვენ, მარტში შეიძენთ SUPER პაკეტს ერთი წლით, მაშინ საჩუქრად, მიიღებთ მთელი წელი სარეკლამო მომსახურებას საინფორმაციო პორტალ www.biznews.ge-ზე, აქ შედის შეუზღუდავი რაოდენობით სიახლეების, სტატიებისა თუ ინტერვიუების გავრცელება და 1 000 000 ( ერთ მილიონიანი) საბანერო რეკლამა, რომლისთვისაც ბანერს საჩუქრად ჩვენ დაგიმზადებთ.

ასე, რომ ნუ დაკარგავთ დროს, შეთავაზება ძალაშია 31 მარტის ჩათვლით!
პოპულარული სიახლეები
სიტყვა „უჯიკეზე“, ალბათ, თქვენც ჩემსავით ყველასთვის საყვარელი ქართული ფილმი „იმერული ესკიზები“ გაგახსენდათ, თუმცა, დღეს ის არაფერ შუაშია. საკითხი, რომლის შესახებ ახლა უნდა მოგიყვეთ, ვებგვერდზე მამოტივირებელ შეტყობინებებს, ე.წ. web push notifications-ებს ეხება, მინდა აქვე გაგიმხილოთ, რომ მას ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მისია აკისრია თქვენი და თქვენი მომხმარებლის ურთიერთობაში.
წარმოიდგინეთ, თქვენს წინაშე 3 კარია. თითოეული მათგანი განსხვავებულია და აბსოლუტურად თქვენს სურვილზეა დამოკიდებული რომლის სახელურს ჩამოწევთ, შეაღებთ და გადააბიჯებთ მის ზღურბლს. ალბათ, ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმას, რომლის მიღმა ისურვებდით ყოფნას. რა თქმა უნდა, იმ კარს აირჩევთ, რომელიც თქვენთვის უფრო მიმზიდველად გამოიყურება და გპირდებათ  საინტერესო თავგადასავლებით სავსე სამყაროში მოხვედრას, ან სასიამოვნო დასვენებას, ან თუნდაც მოგზაურობას მთელი მსოფლიოს ირგვლივ. აქ მთავარი ის არის, რომ იმას გაძლევდეთ, რაც თქვენ იმ მომენტში ყველაზე მეტად გჭირდებათ და გაინტერესებთ.
გაიხსენეთ, რა ხდებოდა XX საუკუნის მიწურულს და XXI საუკუნის დასაწყისში მარკეტინგის სფეროში, განსაკუთრებით კი საქართელოში. ან, იმ დამოკიდებულებაზე რას იტყვით, რაც მაშინ მარკეტერის საჭიროებას განსაზღვრავდა კომპანიაში. ახლა, აიღეთ ეს ყველაფერი და შეადარეთ დღევანდელ რეალობას. დიახ, თქვენ ახლა საოცარ განსხვავებას ხედავთ. ბევრი რამ შეიცვალა, თანაც საგრძნობლად, ეს კი სწორად განვითარებამ მოიტანა. ისიც უნდა აღინიშნოს, თუ რაოდენ ერთსულოვნად აღიარებენ დღეს კომპანიები მარკეტინგის კრიტიკულად აუცილებლობას კომპანიის არსებობისთვის. მეტიც, იმდენად გაზრდილია მისი როლი კომპანიის თუ ბრენდის შექმნის, განვითარების და შემდგომ პროცესებში, რომ ადამიანური რესურსის გარდა, დღის წესრიგში მარკეტინგის ავტომატიზაციის და სისტემატიზაციის საჭიროებაც დგება.
შემოგვიერთდით

top