30სექ 2016 კონტენტი მეფედ !!!
კონტენტი ნებისმიერი კომპანიის მარკეტინგული საქმიანობის ნამდვილი ამომავალი წერტილია

რატომ?
- იმიტომ, რომ თანამედროვე ბიზნესი საკუთარი საქმიანობის პოზიციონირებას ძირითადად ვებ-გვერდისა და ბლოგის მეშვეობით ცდილობს, ასევე სტატიების გავრცელებით სხვადასხვა პოპულარულ საიტებზე.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში კი სრულიად შეიცვალა ყიდვის პროცესი.

უწინ, თუ მყიდველი რაიმე პროდუქტით დაინტერესდებოდა, დარეკავდა მწარმოებელი კომპანიის ოფისში, დაუკავშირდებოდა გაყიდვების მენეჯერს, ან უბრალოდ პერსონალურად მივიდოდა და შეისწავლიდა მას.

დღესდღეობით, კი ინტერნეტმა ეს პროცესი თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა. თანამედროვე მყიდველი პირველ რიგში სასურველ პროდუქტზე ინფორმაციას "გუგლავს", კომპანიის ვებ-გვერდზე ეძებს, ანუ ინფორმაციას იღებს ინტერნეტის მეშვეობით, ხოლო იმისთვის, რომ მოძიებული ინფორმაცია იყოს ღირებული, აუცილებელია რომ ინტერნეტში თქვენს შესახებ კარგი კონტენტი იდოს.

თქვენი მომხმარებლები მუდამ ადევნებენ თვალ თქვენ შესახებ ინფორმაციას, ამიტომ, როდესაც კონტენტს წერთ, დარწმუნდით, რომ ის ნამდვილად პასუხობს თქვენი მომხმარებლების კითხვებს და აკმაყოფილებს მათ ცნობისმოყვარეობას.  

შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით, მარკეტინგი, ეს არის მაღალი ხარისხის კონტენტის შექმნა და მისი პოპულარიზაცია ვების მეშვეობით, ხარისხიანი კონტენტი არ გულისხმობს ხელოვნების ნიმუშის შექმნას ან თუნდაც გრამატიკულ გამართულობას, არამედ პირველ რიგში ხარისხს კონტენტის შინაარსობრივი მხარე განსაზღვრავს.

ასე, რომ შექმენით ისეთი კონტენტი, რომელიც ყველა კითხვაზე პასუხს გასცემს, რომელიც წარმოაჩენს თქვენს უნიკალურობასა და საჭიროებას, აქციეთ პოტენციური კლიენტები თქვენს მომხმარებლებად, ხოლო თქვენ მომხმარებელებში გაიმყარეთ ლოიალობა.

წარმატებები! 
პოპულარული სიახლეები
შემოგვიერთდით

top