გიჭირთ თქვენი ტრადიციული მარკეტინგული საქმიანობის ონლაინ მარკეტინგში გადაყვანა? ვერ ხედავთ მის მნიშვნელობას? არ იცით ონლაინ მარკეტინგი როგორ მუშაობს? მაშინ აუცილებლად წაიკითხეთ სტატია და ხელახლა დაფიქრდით ინტერნეტ მარკეტინგის მნიშვნელობაზე.
რა არის თქვენი მარკეტინგული აქტიობების მიზანი?
- რა თქმა უნდა, თქვენი მარკეტინგული აქტიობების მიზანია, რომ თქვენი მესიჯები ზუსტად და დროულად მიაწოდოთ თქვენ მიერ წინასწარ შერჩეულ აუდიტორიას, ამ მესიჯებმა კი, მათ უნდა უბიძგონ კონკრეტული ქმედებებისაკენს, მაგალითად დაიწყონ სარგებლობა თქვენი პროდუქტითა თუ მომსახურებით. ინტერნეტ მარკეტინგი, განსაკუთრებით კი საძიებო სისტემებში ოპტიმიზაცია სწორედ ამ მიზნის განხორციელებას ამარტივებს და უფრო ეფექტურად ასრულებს.
კიდე ერთხელ შეგახსენებთ, თუ რა არის საძიებო სისტემებში ოპტიმიზაცია (SEO)
- ეს არის ონლაინ ტექნოლოგიების (ხელსაწყოების) მეშვეობით, საჭირო კონტენტის საძიებო სისტემებში პოპულარიზაცია. დროთა განმავლობაში საკვანძო სიტყვების მეშვეობით შესაძლებელია საძიებო სისტემებში სასურველი კონტენტის ძებნის დონის გაზრდა და ამ გზით თქვენ ვეგ-გვერდზე ტაფიკის გაზრდა, ამ ტრაფიკს კი ქმნის სწორედ ის ინტერნეტ მომხმარებლები, რომლებიც რეალურად დაინტერესებულები არიან თქვენი პროდუქტითა თუ მომსახურებით.
მოდით საკუთარ თავს რამდენიმე კითხვა დაუსვით
• გჯობნიან თუ არა კონკურენტები ონლაინ მარკეტინგული აქტიობებით?
• ზუსტად იცით თუ არა რამდენი ახალი მომხმარებელი და გაყიდვა გქონდათ ტრადიციული მარკეტინგის გამოყენებით?
• გყავთ თუ არა კონკურენტები, რომლებიც მხოლოდ ონლაინ სივრცეში არსებობენ?
• ხარჯავთ თუ არა თქვენი ბიუჯეტის ძირითად ნაწილს ტრადიციულ მარკეტინგში?
• მიიღებთ თუ არა უფრო დიდ გამოხმაურებას ("ფიდბექს") საძიებო სისტემებში ოპტიმიზირებით?
• მიაწვდით თუ არა თქვენს სამიზნე აუდიტორიას უფრო მარტივად ხმას ონლაინ მარკეტინგის გამოყენებით?
ახლა კი მოკლედ შევადაროთ ონლაინ მარკეტინგი და ტრადიციული მარკეტინგი, მათ შორის არჩევანი კი თქვენთვის მოგვინდვია
ტრადიციული მარკეტინგი
• ძვირადღირებულია
• შედეგების ზუსტი განსაზღვრა(დათვლა) შეუძლებელია
• სცილდება თქვენი სამიზნე აუდიტორიის ფარგლებს, რაც შეზღუდული და ძვირადღირებული რესურსების არაეფექტურ განაწილებას იწვევს
ინტერნეტ მარკეტინგი
• ეკონომიურია
• შედეგების დათვლა შესაძლებელია
• მხოლოდ სამიზნე აუდიტორიას მოიცავს
გისურვებთ სწორი არჩევანის გაკეთებას :)!
05ივლ 2016
ტრადიციული მარკეტინგი თუ ინტერნეტ მარკეტინგი?