09თებ 2016 რა უნდა გააკეთოთ, რომ თქვენი კომუნიკაცია ვებ დიზაინერთან იყოს წარმატებული
ვებ-გვერდის წარმატებით შექმნისათვის აუცილებელია, რომ ვებ დიზაინერსა და დამკვეთს შორის შედგეს კომუნიკაცია, რადგანაც კარგი დიზაინი იხატება მაშინ, როდესაც ორივე მხარე ერთობლივად მუშაობს და ესმის ერთმანეთის.

რადგანაც, თუ ვებ-გვერდის მფლობელს ექნება შთაბეჭდილება იმის, რომ მისი ვებ-გვერდის დიზაინი არ არის გამორჩეული და უნიკალური, ამან შეიძლება საბოლოოდ უკმაყოფილება გამოიწვიოს. პრობლემის გამომწვევი მთავარი მიზეზი კი ძირითად შემთხვევებში არის კომუნიკაციის პრობლემა დამკვეთსა და დიზაინერს შორის.

მნიშვნელოვანია, რომ დამკვეთმა ნათლად წარმოადგინოს მისი იდეები და სურვილები ვებ-გვერდთან დაკავშირებით, რომლებიც აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს დამკვეთის ბიზნეს საქმიანობას, რადგანაც თუ ვებ-გვერდი ბიზნესის თემატიკას არ შეესაბამება, ეს გამოიწვევს ვებ-გვერდისა და შეიძლება ბიზნესის "ჩავარდნასაც" და შეფასდება, როგორც ცუდად გატარებული მარკეტინგული კამპანია.

იმისათვის, რათა თქვენი ვებ-გვერდი იყოს კრეატიული, მაქსიმალურად კარგი და მრავლისმთქმელი, აუცილებელია, რომ სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია მიაწოდოთ დიზაინერს:

√ ინფორმაცია თქვენი ბიზნეს საქმიანობის შესახებ;
√ თქვენი ბიზნესის მიზანი და ამოცანები;
√ თქვენი მომხმარებლების ზოგადი დახასიათება;
√ თქვენი ბრენდის სპეციფიური მახასიათებლები, როგორებიცაა ფერები, ლოგო, დევიზი და სხვა.
√ და ვებ-გვერდის ზოგადი ხასიათი, თუ როგორი წარმოგიდგენით თქვენი ვებ-გვერდი.

ამ ინფორმაციის შეგროვება, განსაზღვრა და მისი დიზაინერისათვის მიწოდება არ უნდა წარმოადგენდეს რაიმე სახის პრობლემას, რადგანაც სწორედ მათ ეყრდნობა დამკვეთის ბიზნესი. ამ ინფორმაციის გამოყენებით, კი დიზაინერს შესაძლებლობა ეძლევა შემოგთავაზოდ ძალიან კარგი და კრეატიული იდეები თქვენი ვებ-გვერდისათვის.

მთავარი  არის ერთობლივი მუშაობა, რომლის შედეგიც იქნება კლიენტის ბიზნესზე მორგებული საუკეთესო ვებ-გვერდის შექმნა.


პოპულარული სიახლეები
კონტენტი ნებისმიერი კომპანიის მარკეტინგული საქმიანობის ნამდვილი ამომავალი წერტილია
რა უბიძგებს გუგლს იმისკენ, რომ თქვენი საიტი გახადოს პოპულარული
შემოგვიერთდით

top