14ივლ 2015 Web terminology
ვებში ბევრ უცხო ტერმინს წავაწყდებით, რომელთა მნიშვნელობაც ბუნდოვანია და ხშირად გაუგებრობასაც კი ბადებს, ზოგიერთი ტერმინი ვიცით კიდეც, თუმცა მათი ზუსტი განმარტება ჩვენთვის უცნობია.
მოდით რამდენიმე ტერმინი განვიხილოთ, რომელთა ცოდნაც, ყველას შეიძლება გამოადგეს:

ჰოსტინგი (hosting) - ჰოსტ-პროვაიდერი კომპანიის მიერ გაწეული მომსახურება, რომელიც გულისხმობს თავის სერვერზე კლიენტის ფაილების განთავსებასა და შენახვას.

დომენი – სამისამართო სახელი ინტერნეტში, მაგალითად გუდვების დომენი არის -goodweb.ge


ქვედომენი – არის დომენი, რომელიც წარმოადგენს რაიმე დომენის შემადგენელ ნაწილს, მაგალითად გუდვების ქვედომენი არის -gweb.ge

ტრაფიკი –ესაა შემომავალი და გამავალი მონაცემების მთლიანი რაოდენობა, რომელთა ტრანსფერიც ხდება მომხმარებლის ვებ-ჰოსტინგზე.

URL (UNIVERSAL RESOURCE LOCATOR) – ქსელში ვებ-გვერდის უნიკალური მისამართი.

IP (Internet Protocol) - კომიუტერის უნიკალური მისამართი ინტერნეტში. IP-მისამართი შედგება 0-დან 255-მდე დიაპაზოის, ოთხი მთელი რიცხვის ფორმატისგან გამოყოფილი წერტილებით, მაგალითად «962.78.952.1565». IP მისმართის გამოყენება ინტერნეტ მომხმარებლებისათვის ძალიან მოუხერხებელია, ის მხოლოდ სხვადასხვა აღრიცხვისათვის გამოიყენება, მომხმარებლები კი IP მისამართს მაგივრად იყენებენ დომენს.

HTTP (HYPER TEXT TRANSFER PROTOCOL) - სატრანსპორტო პროტოკოლი, რომელიც საშუალებას იძლევა ინტერნეტში, ვებ-გვერდები და სხვა მონაცემების ჩაიტვირთოს.

HTML (HyperText Markup Language) - ჰიპერტექსტების დაფორმატების ენა, რომელსაც იყენებენ ვებ-გვერდების ფორმატირებისათვის.

BROWSER -კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ამუშავებს HTML ფაილებს და მიღებული მნიშვნელობა ისახება მომხმარებელთა მოწყობილობების ეკრანებზე. ბრაუზერი იყოფა ორ ნაწილად : გრაფიკული და ტექსტური. მაგ: Google Chrome, Internet Explorer, Opera, Mozilla.
პოპულარული სიახლეები
კონტენტი ნებისმიერი კომპანიის მარკეტინგული საქმიანობის ნამდვილი ამომავალი წერტილია
რა უბიძგებს გუგლს იმისკენ, რომ თქვენი საიტი გახადოს პოპულარული
შემოგვიერთდით

top