02თებ 2016 არის თქვენი ვებ-გვერდი თავსებადი მობილური მოწყობილობებისათვის?
რას ნიშნავს მობილური მოწყობილობისათვის თავსებადი ვებ-გვერდი ?

გახსენით თქვენი ვებ-გვერდი მობილურით და თუ ამჩნევთ, რომ ყველაფერი ძალიან პატარააა, სურათები, ვიდეოები, ლოგო მის ადგილას არ არის, ტექსტები არეულად წერია და რთულად იკითხება, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი ვებ-გვერდი არ არის თავსებადი მობილური მოწყობილობისათვის.  

ხოლო თუ ვებ-გვერდი თავსებადია მობილური საშუალებებისათვის, ყველაფერი უფრო მარტივად ჩანს, ყოველი დეტალი მის ადგილზეა, ვებ-გვერდი არ კარგავს ვიზუალურ მხარეს.

დღესდღეობით, მობილურ მოწყობილობასთან თავსებადობა სასურველი კი არ არის, არამედ აუცილებელი ელემენტია. 

რატომ?
-იმიტომ, რომ ყოველ წამს იზრდება იმ მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც ინტერნეტისათვის სმარტფონს იყენებენ.
შესაბამისად, ვებ-გვერდზე მობილურით შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობაც გამუდმებით იზრდება. შეგიძლიათ ნახოთ თქვენი ვებ-გვერდის Google Analytics - ის მონაცემები ან ვებ-გვერდის შიდა სტატისტიკა და თავადაც დარწმუნდეთ, თუ რა რაოდენობის მომხმარებელი სტუმრობს თქვენს ვებ-გვერდს მობილური მოწყობილობიდან.

თუ თქვენი ვებ-გვერდი ჯერ კიდევ არ არის თავსებადი მობილურებისათვის, მაშინ ეწვიეთ GoodWeb-ის ვებ-გვერდს და ნახეთ, თუ რამდენად მოსახერხებელია მობილური მოწყობილობისათვის თავსებადი ვებ-გვერდი ვიზუალურად. სანახავად გადადით აქ

პოპულარული სიახლეები
SEO ოპტიმიზაცია, ანუ საძიებო სისტემებში ოპტიმიზაცია
შემოგვიერთდით

top