28იან 2016 SEO - საძიებო სისტემებში ოპტიმიზაცია
SEO ოპტიმიზაცია, ანუ საძიებო სისტემებში ოპტიმიზაცია , ეს არის პროცესი, რომლის შედეგად საძიებო სისტემებში, ვებ-გვერდი უფრო ადვილად საპოვნელი ხდება და სხვა გვერდებთან შედარებით დაწინაურდება.

რაც უფრო მეტად ახდენს კომპანია ვებ-გვერდის საძიებო სისტემებში ოპტიმიზაციას, მით მეტად იზრდება ვიზიტორთა რიცხვი ვებ-გვერდზე.

SEO -  სწავლობს, თუ როგორ მუშაობს საძიებო სისტემები, რის პოვნას ცდილობს ხალხი საძიებო სისტემებში და მათ საპოვნელად რა საკვანძო სიტყვებს იყენებენ.

ვებ-გვერდის ოპტიმიზაციის პროცესი შეიძლება გულისხმობდეს კონტენტში გარკვეული ცვლილებების შეტანას, რათა საძიებო სიტყვები ზუსტად იყოს გამოკვეთილი.

SEO  ოპტიმიზაციის ასევე ერთ-ერთი მეთოდია გვერდის ლინკების რაოდენობის გაზრდა.

თუ თქვენი ვებ-გვერდი ახალია, მისი საძიებო სისტემებში ოპტიმიზაცია  გარკვეული დროს მოითხოვს და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება თქვენი-ვებ გვერდი პოვნადი.
პოპულარული სიახლეები
რას ნიშნავს მობილური მოწყობილობისათვის თავსებადი ვებ-გვერდი
შემოგვიერთდით

top