06ივლ 2015 ლოიალობა პარეტოს პრინციპით
ვილფრედო პარეტო, იტალიელი მეცნიერი, მკვლევარი და რაც მთავარია პარეტოს პრინციპის ანუ 80 – 20-ის " წესის ავტორი " ( ძალისხმევის 20% იძლევა შედეგების 80%-ს)

ამ პრინციპის მისადაგება ნებისმიერ სფეროსა თუ საქმიანობაზე შეგვიძლია, ასევეა ბიზნეს საქმიანობაზეც, პარეტოს პრინციპს თუ დავეყრდნობით, სამართლიანია, რომ “გაყიდვების 80% კლიენტების 20%-ზე მოდის“, ეს ნიშნავს იმას, რომ გაყიდვების ზრდა პირდაპირპროპორციულია ლოიალური კლიენტების ზრდისა.

ლოიალობა ეყრდნობა მომხმარებლების ემოციურ განწყობას, შესაბამისად, დადებითი განცდების გასაღრმაველბად მხოლოდ გაყიდვა არასაკმარისია, საჭიროა მუდმივად მათთან ურთიერთობა, სიახლეების შეთავაზება, დასაჩუქრება, იმის ნათლად ჩვენება, რომ ყოველი კლიენტი მნიშვნელოვანი და განსაკუთვრებულია კომპანიისათვის.

თუმცა ყოველივე ამის მიწოდება მომხმარებლამდე ერთჯერადი შეხვედრითა თუ რეკლამით შეუძლებელია, კომუნიკაციისათვის 21-ე საუკუნეში ყველაზე კარგი გზა ინტერნეტია. სწორედ ამიტომ, უნდა დაიმკვიდროთ თქვენი საკუთარი ადგილი ვებ-სივრცეში, ეკონტაქტოთ მომხმარებლებს მისი მეშვეობით და იბრძოლოთ მათი ლოიალობის მოსაპოვებლად.
პოპულარული სიახლეები
დღესდღეობით, როდესაც ბიზნეს სექტორი თანდათან სულ უფრო მეტად
ის, რომ რეკლამა ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ძვირადღირებულია ფაქტია, მაგრამ ასევე ფაქტია ის, რომ ბიზნესის
ის, რომ ვებ-გვერდი თანამედროვე ბიზნესის განუყოფელ ნაწილად იქცა ფაქტია და დამტკიცებას აღარ საჭიროებს,
შემოგვიერთდით

top