15ივლ 2016 რას აქცევენ ყურადღებას მომხმარებლები თქვენს საიტზე ვიზიტისას?
დღესდღეობით, როდესაც ბიზნეს სექტორი თანდათან სულ უფრო მეტად გადადის ინტერნეტში, მომხმარებლებიც ონლაინ რეჟიმში ინფორმაციის მოძებისას ნამდვილ გამოძებას ატარებენ.

იყენებენ საძიებო სისტემებს, "გუგლავენ" ყველა სიტყვას, რომელიც მათ აზრით  სასურველ შედეგამდე მიიყვანს, მაგრამ პირველ რიგში ცდილობენ ინფორმაცია კონკრეტულ კომპანიასა თუ ბრენდზე მათი ოფიციალური ვებ-გვერდიდან მიიღონ.

ამიტომ, საჭიროა ვებ-გვერდის კარგი ადმინისტრირება, რადგანაც მოწესრიგებულ ვებ-გვერდზე, კომპანია საკუთარ თავს საუკეთესო კუთხით წარმოაჩენს, რაც საბოლოოდ კარგ ეფექტს ახდენს მნახველებზე.

ახლა კი, განვიხილოთ რამდენიმე დეტალი, რომლებსაც ვებ-გვერდის მომხმარებლები ყველაზე დიდ ყურადღებას უთმობენ, ესენია:

ინფორმაცია კომპანიის შესახებ
თქვენი პროდუქტის/მომსახურების აღწერა
საფასო პოლიტიკა
საკონტაქტო ინფორმაცია
მთავარი სლაიდერი

მომხმარებლები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან და ამიტომ, აუცილებელია, რომ ვებ-გვერდზე ყოველი დეტალი ყურადღებით იყოს შერჩეული საიტის ადმინისტრატორების მხრიდან.

| ვებ-გვერდზე სავალდებულოც კია, რომ იყოს ინფორმაცია თქვენზე, თქვენს საქმიანობაზე, რათა მომხმარებლების ლოიალობა და ნდობა მარტივად მოიპოვოთ.

| აუცილებელია, რომ განათავსოთ თქვენი პროდუქტისა თუ სერვისის ჩამონათვალი, მახასიათებლები და დეტალური აღწერა.

| ბევრი მომხმარებლისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ფასების გაცნობაც, რადგანაც განსაზღვროს, თქვენი საფასო პოლიტიკა  რამდენად შეესაბამება მის ბიუჯეტს.

| აუცილებელია საკონტაქტო ინფორმაციაც, რადგანაც საჭიროების შემთხვევაში ყველას შეეძლოს თქვენთან დაკავშირება.

| რაც შეეხება სლაიდერს, აქ აუცილებლად უნდა გქონდეთ ლამაზი, ეგრედ წოდებული "აიქეთჩინგ" (eye catching) სურათები, საჭიროების შემთხვევაში პრომო წარწერებით, რადგანაც სლაიდერი არის ის, რასაც საიტზე შემოსვლისას მომხმარებელი პირველს ხედავს და აღიქვამს, პირველი შთაბეჭდილება კი ნამდვილად ყველაზე მნიშვნელოვანია.

ასე, რომ ალბათ დამეთანხმებით, იმ ინფორმაციას, რომელსაც ვებ-გვერდზე ვანათავსებთ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს! 
პოპულარული სიახლეები
ის, რომ რეკლამა ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ძვირადღირებულია ფაქტია, მაგრამ ასევე ფაქტია ის, რომ ბიზნესის
ის, რომ ვებ-გვერდი თანამედროვე ბიზნესის განუყოფელ ნაწილად იქცა ფაქტია და დამტკიცებას აღარ საჭიროებს,
რთულია განმარტო ლიდერობა, რადგანაც ის ყოველი ადამიანის მიერ მეტნაკლებად განსხვავებულად აღიქმება.
ხშირად ხდება ისეც, რომ
შემოგვიერთდით

top