ოქსფორდის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ბარნერს-ლი სამუშოდ გაემართა პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერად CERN-ში(the European Organization for Nuclear Research). სადაც შენიშნა, რომ თანამშრომლებს უჭირდათ ერთმანეთთან ინფორმაციის სწრაფი გაცვლა, კომუნიკაციის გაუმართავი სისტემის გამო.
„ იმ დროისათვის არსებობდა განსხვავებული კომპიუტერები, რომლებითაც ინფორმაციის მიღება დიდი დროს მოითხოვდა. მეტიც, სხვადასხვა კომპიუტერზე სხვადასხვა პროგრამის სწავლა გიწევდა, რათა შეგძლებოდა მისი მეშვეობით ინფორმაციის მიღება. ზოგჯერ უბრალოდ ჯობდა ყავის დალევისას გაგეცვალათ სასურველი ინფორმაცია ერთმანთისათვის, ვიდრე კომპიუტერის მეშვეობით.“- ამბობს ბარნერს-ლი.
მაშინ ტიმმა იპოვა გამოსავალი, იმ დროისათვის არსებობდა ერთმანეთთან ინტერნეტის მეშვეობით დაკავშირებული მილიონობით კომპიუტერი, და მათი გამოყენებით კი შეეძლოთ ინფორმაციის გაცვლა, ამისათვის კი საჭირო იყო შეემუშავებინათ ახალი პროგრამა, ჰიპერტექსტი.
ტიმის შეთავაზების ორიგინალი. წყარო - CERN
1989 წლის მარტში, ტიმმა CERN-ს გააცნო დოკუმენტი სახელად „საინფორმაციო მენეჯმენტი -შემოთავაზება“ (Information Management: A Proposal), თუმცა პროექტი მაშინვე არ იქნა დამტკიცებული, მეტიც ის არასდროს ყოფილა ოფიციალური პროექტი CERN-სათვის. მაგრამ ტიმის იმდროინდელმა უფროსმა, მაიკ სენდალმა ასეთი წარწერა დაუტოვა ტიმს "ბუნდოვანი მაგრამ საინტერესო" (Vague but exciting), ამის შემდეგ მან ტიმს 1990 წლის ოქტომბერში გამოუყო ამ პროექტზე სამუშაო დრო. ტიმმა სამუშაო დაიწყო სტივ ჯობსის უახლესი პროდუქტის გამოყენებით - NeXT computer.
მალევე ტიმმა დაწერა 3 ფუნდამენტური პრინციპი ვებთან დაკავშირებით, ესენია:
1. HTML: HyperText Markup Language.ვებისათვის მარქაფის ენის შემუშვება(The markup language for the Web)
2. URI: Uniform Resource Identifier.-ეგრედ წოდებული „მისამართი“ ასევე მოიხსენიება , როგორც URL.
3. HTTP: Hypertext Transfer Protocol. - გვაძლევს საშუალებს ერთმანეთთან დაკავშირებული ინტერნეტ რესურსების წაკითხვის.
1990 წლის ბოლოს, პირველი ვებ-გვერდი უკვე ინტერნეტში იყო .( http://info.cern.ch/hypertext/WWW/TheProject.html)
ტიმი ფიქრობდა, რომ ვების მთელი პოტენციალის ათვისება მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, თუ ის ხელმისაწვდომი გახდებოდა მთელი მსოფლიოს მოსახლეობისათვის და თანაც უფასოდ.
ტიმმა და სხვა მეცნიერებმა CERN-ს მიმართეს,რომ შეემუშავებინათ მანიფესტი, რომლის მიხედვითაც შეიქმნებოდა სპეციალურ კოდს, რომელიც ნებისმიერ მსურველს მისცემდა ვების გამოყენების საშუალებას და რაც მთავარია ეს იქნებოდა უფასო, სამუდამოდ.
ეს გადაწყვეტილება ძალაში 1993 წლიდან შევიდა.
2014 წელს, კი მსოფლიომ ვების 25 წლის იუბილე იზეიმა.