23ივნ 2016 კონტენტ მარკეტინგი, დაწერეთ და აჯობეთ თქვენს კონკურენტებს
კონტენტ მარკეტინგი 21-ე საუკუნის აღმოჩენაა და თითოეული კომპანიის მარკეტინგულ საქმიანობაში მნიშვნელოვან ადგილს უნდა იკავებდეს, რადგანაც სწორი კონტენტ მარკეტინგი გაზრდილი ტრაფიკისა და პოპულარიზაციის გარანტიაა.

ახლა კი გაგიზიარებთ რამდენიმე ხერხს, რომელიც დაგეხმარებათ, რომ თქვენ მიერ შექმნილი კონტენტი იყოს უფრო საინტერესო და პოპულარული

• ნუ გამოიყენებთ შაბლონურ ფრაზებსა და ნუ მიბაძავთ სხვებს, დაწერეთ ისე, როგორც ფიქრობთ, შექმენით თქვენი უნიკალური კონტენტი;
• აუცილებლად დაწერეთ აქტუალურ და ტრენდულ თემებზე;
• აუცილებლად გამოყავით ძირითადი საკითხები, ანუ "ტოპ" თემები;
• პირველი წინადადება ყველაზე საინტერესოდ უნდა დაწეროთ, რომ მკითხველი მაშინვე დააინტერესოთ;
• გახსოვდეთ, თქვენ არ წერთ იმისთვის, რომ მწერლის ჯილდო მიიღოთ, ასე, რომ ნუ დაწერთ სტატიას მაღალფარდოვანი სიტყვებით,  პირიქით, სიტყვების მარტივი წყობა, მოკლე წინადადებები და მოკლე აბზაცები ძალიან აღქმადი და მარტივად წასაკითხია. 


სტატიის წერის დროს, კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გაითვალისწინოთ, განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:

• აუცილებლად განსაზღვრეთ, თუ რა არის თქვენი ვებ-გვერდის კონტენტ მარკეტინგის მიზანი; 
• აუცილებელია, რომ ზუსტად იცოდეთ ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია, ანუ უნდა იცოდეთ, თუ ვინ წაიკითხავს თქვენს სტატიას;
• თქვენი სტატია აუცილებლად უნდა ტოვებდეს სანდოობას მკითხველში;


და ბოლოს, მართალია ექსპერტი ერთ დღეში ვერ გახდებით, თუმცა დაიწყეთ ამ რჩევების გამოყენება და დაწერეთ იმაზე უკეთ, ვიდრე ამას გუშინ აკეთებდით. 

გისურვებთ წარმატებებს!
პოპულარული სიახლეები
შემოგვიერთდით

top