20აპრ 2016 ენდობა თუ არა Google თქვენს საიტს?
რა უბიძგებს გუგლს იმისკენ, რომ თქვენი საიტი გახადოს პოპულარული გუგლის საძიებო სისტემებში?
-ამისათვის გუგლი უნდა გენდოთ, თუ გუგლი გენდობათ მაშინ სხვებსაც გაუზიარებს თქვენს საიტს, შედეგად კი მიიღებთ გაზრდილ ცნობადობას.

იმისთვის, რომ გუგლი გენდოთ, სანდოობის შკალის სტანდარტები  უნდა დააკმაყოფილოთ,

სანდოობის შკალა ზომავს იმას, თუ რამდენად ინფორმატიულია თქვენი საიტი, რამდენად დეტალურად პასუხობს  მომხმარებლების კითხვებს, რამდენად ესადაგება საიტი მოქმედი ბიზნეს ინდუსტრიის თემატიკას.

რატომ არის სანდოობის შკალა მნიშვნელოვანი?
როცა გუგლი გენდობათ, მაშინ თავად არის მოტივირებული, რომ  ხელი შეუწყოს თქვენი საიტის პრომოუშენს.

სანდოობის შკალის დადებითი მხარეებია:
√ გაზრდილი ტრაფიკი თქვენს საიტზე
√ თქვენი საიტის დაწინაურება საძიებო სისტემებში

როგორ საიტებს ენდობა გუგლი?
- გუგლი ენდობა ისეთ საიტებს, სადაც მუდმივად განახლებადი კონტენტია, პერიოდულად იწერება ახალი ბლოგები, სტატიები, იდება სიახლეები, ხდება კომუნიკაცია მომხმარებლებთან, იდება ახალი ვიდეოები თუ სურათები და განსაკუთრებით, თუ ამ სიახლეებს აზიარებენ სოციულური არხების მეშვეობითაც.

როგორ საიტებს არ ენდობა გუგლი?
- გუგლი არ ენდობა ისეთ საიტებს, რომლებიც არ ანახლებენ კონტენტს, არ დებენ რაიმე სიახლეებს, სურათებსა თუ ვიდეოებს. საიტზე აქვთ მხოლოდ მოკლე მშარალად დაწერილი ძველი სტატიები, არასაავტორო სურათები (გუგლის სურათების ბაზიდან გადმოწერილი და ჩასმული საიტზე) და არანაირი სოციალური აქტივობა.

თქვენ უკვე იცით, რომ გენდობოდეთ გუგლი ძალიან მნიშვნელოვანია, ასე, რომ ახლა თქვენი ჯერია კიდევ უფრო მეტად დახვეწოთ და გაააქტიუროთ თქვენი საიტები, რომ ამით სარგებელი ნახოთ თქვენც და ასევე გუგლმაც და რეალურმა ხალხმაც შეძლონ  საიტზე სასარგებლო ინფორმაციის ნახვა.

ბეჭდვა