15სექ 2015 SEO - რაც თქვენს ვებ-გვერდს ესაჭიროება
დღესდღეობით მომხმარებლები სასურველ ინფორმაციას ინტერნეტში ეძებენ, რადგანაც თვლიან , რომ აქ პასუხებს იპოვიან. მაგრამ თუ თქვენ არ მოახდენთ სწორ SEO ოპტიმიზაციას, კონკურენტების ფონზე, რომელთაც უკვე იზრუნეს SEO ოპტიმიზაციაზე, თქვენი ვებ-გვერდი და შესაბამისად პროდუქტიც, ყურადღების მიღმა დარჩება.

რას ნიშნავს SEO ოპტიმიზაცია?

- საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია ანუ SEO ოპტიმიზაცია, ესაა პროცესი, რომლის მიზანია საძიებო სისტემებში კომპანიის ვებ-გვერდის უკეთესი პოზიციონირება.
- საძიებო სისტემებში მოწინავე პოზიციების დაკავება საკმაოდ რთულია. სირთულე კი ძირითადად დაკავშირებულია მკაცრ კონკურენციასთან. ამ პრობლემის თავიდან ასარიდებლად კი, საჭიროა ოპტიმიზაციის პროცესის სწორად განხორციელება;
- სწორი SEO ოპტიმიზაციის შედეგი კი არის ის, რომ თქვენი ვებ-ვერდი საძიებო სისტემებში დაიკავებს მოწინავე პოზიციებსა და შესაბამისად გაიზრდება ვიზიტორთა რაოდენობა თქვენს ვებ-გვერდზე.

თუ საძიებო სისტემამ თქვენთვის ნაკლებად პრიორიტეტული კონტენტი აღიქვა ან საერთოდ ვერ აღიქვა თქვენი ვებ-გვერდი, ამის მიზეზად შეიძლება განვიხილოთ არასწორად განხორციელებული ოპტიმიზაცია. სწორი SEO ოპტიმიზაციისათვის კი საჭიროა, რომ სწორად შეარჩიოთ საკვანძო სიტყვები, მუდმივად იაქტიუროდ ვებ-გვერდზე, რაც გულისხმობს ინფორმაციის ხშირ განახლებას, სიახლეების განთავსებასა და სხვა აქტიობებს.

საბოლოოდ კი, შეიძლება ითქვას, რომ თუ გსურთ მოწინავე პოზიციები დაიკაოს თქვენმა ვებ-გვერდმა საძიებო სისტემებში, შემდეგი რჩევები უნდა გაითვალისწინოთ:

• ხშირად განაახლოთ ინფორმაცია თქვენს ვებ-გვერდზე;
• მოახდინოთ თქვენი ვებ-გვერდის პოპულარიზაცია;
• განათავსოთ სტატიები;
• ხშირად განათავსოთ სურათები და ვიდეოები;
• სწორად შეარჩიოთ საკვანძო სიტყვები;
• სწორად დაასათაუროთ თქვენი სტატიები;


აქვე პატარა რჩევა:
გეტყვით, რომ  GoodWeb-ის მომსახურების პაკეტების მომხმარებლები სრულიად უფასოდ სარგებლობენ პირველადი SEO ოპტიმიზაციის სერვისით, ასე, რომ არ დაკარგოთ დრო და გახდით ჩვენი დიდი ოჯახის  წევრი))))
ბეჭდვა