27ივლ 2015 How to win friends and Influence people
დეილ კარნეგი (1888-1955), ამერიკელი მწერალი, მეცნიერი, ლექტორი, ადამიანი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა სამოტივაციო ლექციების შემუშავებაში, ასევე პირადი თვითშეფასების, გაყიდვების სწორად წარმოების, საზოგადოებაში სწორი მეტყველების, კორპორატიული ტრენინგების სალექციო კურსების შემუშვებაში.
წიგნი - How to win friends and Influence people - ბესტსელერი გახდა და მასობრივი წარმატება მოუტანა მწერალს.წიგნი ოთხი ნაწილისაგან შედგება და შეიცავს რჩევებს, თუ როგორ გავხდეთ წარმატებულები ბიზნესსა და პირად ცხოვრებაში.
გთავაზობთ სამოტივაციო ფრაზებს წიგნის მეოთხე ნაწილიდან - "იყავით ლიდერი"

1. მხოლოდ ის ცოდნა, რომელსაც გამოვიყენებთ პრაქტიკაში, ღრმად აღიბეჭდება ჩვენს გონებაში
2. ერთადერთი გზა, რომ ადამიანს გავაკეთებინოთ ის, რაც გვინდა, არის ის, რომ მივცეთ ის რაც მას უნდა
3. ყოველ წარმატებულ ადამიანს უყვარს თამაში, რადგანაც ესაა შესაძლებლობა, რომ დაამტკიცონ თავიანთი უპირატესობა, რომ გაიმარჯვონ
4. ყურადღებას ნუ მიაქცევთ რას ამბობს ხალხი, არამედ თვლაყური ადევნეთ თუ რას აკეთებენ ისინი
5. თავაზიანად მოითხოვეთ, ნაცვლად იმისა, რომ გასცეთ ბრძანებები
6. იმისათვის, რომ იყო საინტერესო, უნდა იყოთ დაინტერესებული
7. სწორი ნაბიჯები უფრო მეტ რამეს ამბობენ ჩვენზე, ვიდრე უბრალოდ სიტყვები
8. ესაუბრეთ ადამიანებს მათზე, და ისინი საათობით მოგისმენენ
9. ადამიანებს არ უჭირთ ისეთ დავალებების შესრულება, რომელთა მიღებაშიც წვლილი თავადაც შეიტანეს
10 . საკუთრი თავის შეცოდება, ეს არის არა მხოლოდ დროის ტყუილად ხარჯვა, არამედ ყველაზე ცუდი ჩვევაც რაც შეიძლება გქონდეთ
11. წარმატებული ადამიანი შეცდომებიდან სწავლობს
12. ადამიანები იშვიათად თ აღწევენ წარმატებას იმ საქმიდან, რომელთა გაკეთებაც არ სიამოვნებთ
13. თუ გსურთ დაამარცხოთ შიში, ნაცვლად სახლშ ჯდომისა და ფიქრისა, გარეთ გადით და საქმით დაკავდით
14. ნომერ პირველი წესი - არ გააკრიტიკოთ, არ განსაჯოთ და არ უსაყვედუროთ

15. და ბოლოს თუ ცხოვრება ლიმონს გაძევთ, მაშინ გააკეთეთ ლიმონათი))))))))
ბეჭდვა