24აგვ 2015 5 მიზეზი იმისა, თუ რატომ საჭიროებს ბიზნესი ვებ-გვერდს
ის, რომ ვებ-გვერდი თანამედროვე ბიზნესის განუყოფელ ნაწილად იქცა ფაქტია და დამტკიცებას აღარ საჭიროებს,
მაგრამ მოდით განვიხილოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი, თუ რატომ უნდა ქონდეს ბიზნესს ვებ-გვერდი:
1. ონლაინ ბროშურა - მრავალი კომპანია ძალიან დიდ ბიუჯეტს ხარჯავს ბროშურების დამზადებაზე, რაც ასევე საკმაოდ შრომატევადი საქმიანობაა (დიზაინი, ტექსტი,დრო...)  და თანაც ბროშურები გარკვეული რაოდენობით იბეჭდება, რაც თავისთავად ზღუდავს მისი გავრცელების აუდიტორიას. ვებ-გვერდის არსებობის შემთხვევაში კი, ბროშურები კარგავს აქტუალობას, რადგანაც, თქვენს პოტენციურ მომხმარებლებს შეუძლიათ თქვენზე ინფორმაცია ონლაინ მოიძიონ, თანაც ვებ-გვერდს შეუზღუდავი რაოდენობის მომხმარებელი შეიძლება ეწვიოს.
2. მეტი მომხმარებელი - დღითიდღე იზრდება ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობა, დღეისათვის საშუალოდ ყოველ წუთას 3 მილიარდზე მეტი მომხმარებელი იმყოფება ინტერნეტში, ეს კი ნიშნავს თქვენს მზარდ სამიზნე აუდიტორიას.
3. 24/7-ზე - ანუ თქვენი ბიზნესი დღეში 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია მომხმარებლებისათვის, ოფისის კარი შეიძლება გამოიხუროთ, მაგრამ ვებ-გვერდი მუდამ ჩართული რჩება.
4. ვებ-მეილ სერვისი - ვებ-გვერდის ქონით, თქვენ შეგიძლიათ იქონიოთ თქვენი ბიზნესის შესაბამისი კორპორატიული ელ-ფოსტა, მაგალითად თუ თქვენი ბიზნესის დასახელებაა  GoodWeb, თქვენი დომენური დასახელება კი არის goodweb,ge მაშინ თქვენ შეგიძლიათ იქონიოთ მსგავსი ელ-ფოსტა -   info@goodweb.ge , ეს ყოველივე ზრდის თქვენს იმიჯს მომხმარებლების თვალში.
5. მარკეტინგი - ვებ სივრცემ მარკეტინგის ახალ შესაძლებლობებს გაუხსნა საზღვრები, ინტერნეტ მარკეტინგი, ესაა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი, იაფი და ეფექტური საშუალება მარკეტინგული კამპანიის ჩასატარებლად.
ბეჭდვა