30ივლ 2015 Leadership
რთულია განმარტო ლიდერობა, რადგანაც ის ყოველი ადამიანის მიერ მეტნაკლებად განსხვავებულად აღიქმება.
ხშირად ხდება ისეც, რომ ადამიანთა უმეტესობა ერთნაირად უდგება ლიდერობასა და  ხელმძღვანელობას.  თვლიან, რომ სამუშაო გუნდის მოტივაციის გასაზრდელად მენეჯერი იყენებს ან წახალისების ანდაც დასჯის სისტემას.  საუკეთესოებს გადაეცემათ ჯილდოები, ხოლო მათ ვინც ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა შესასრულებელი გეგმები და იმედოვნებენ, რომ ეს სისტემა გაამართლებს და საბოლოოდ საუკეთესო შედეგი მიიღება.
თუმცა ასეთი მიდგომა ყოველთვის არ ამართლებს, რადგანაც დასაქმებულები უნდა გრძნობდნენ მათ მნიშვნელობას სამუშო გუნდში, მათ როლს და არ უნდა იყვნენ ორიენტირებულები მხოლოდ შედეგზე.
ზოგისათვის კი ლიდერი ესაა მისაბაძი ადამიანი, რომლის თითოეულ ნაბიჯს საზოგადოება დიდი ყურადღებით ეკიდება. ცდილობენ მიემსგავსონ, გაითვალისწინონ მათი რჩევები...
ფაქტია, რომ ყველას სურს იყოს უკეთესი ლიდერი ან იყოს ლიდერი, შექმნან გარემო, სადაც ყველა არის წარმატებული, ბედნიერი და უყვართ თავიანთი საქმე.
ბოლოს კი რამდენიმე ფრაზა ლიდერობაზე:
1.  ადამიანებზე "დარტყმით" თქვენ ვერ იქნებით ლიდერი, ეს ძალადობაა და არა ლიდერობა;
2. ლიდერი არის ის, ვინც იცის სწორი გზა, მიდის ამ გზით და სხვებსაც უჩვენებს გზას;
3. თუ შენი ქმედებები ისწავლო მეტი, გაიგო მეტი, იოცნებო მეტი, გააკეთ მეტი და იყო მეტი სხვებისათვის შთაგონებაა, ეს ნიშნავს, რომ შენ ლიდერი ხარ;
4. ლიდერი ფიქრობს და საუბრობს პრობლემათა გადაწყვეტაზე, ხოლო დანარჩენები კი საუბრობენ თავად პრობლემებზე;
5. ლიდერობის ხელოვნება უარის თქმაშია, რადგანაც თქვა დიახ, ძალიან ადვილია;
6. ლიდერობა ესაა ქმედება და არა პოზიცია;
7. ლიდერი არის ის, ვინც მეტს ხედავს, ის ვინც უფრო შორს ხედავს და ის, ვინც ყველაზე ადრე ხედავს;
8. ლიდერები არა მათი ძალის გამო ხდებიან გენიალურები, არამედ მათი შესაძლებლობით სხვებს მისცენ ძალაუფლება;
9. ნამდვილი ლიდერები არ ქმნიან მიმდევრებს, ისინი ქმნიან ლიდერებს;
10. ლიდერი არის ის, ვინც ახდენს შესაძლებლობათა დემონსტრირებას.
ბეჭდვა