03ივლ 2015 ბიზნესი, SEO და ვები
21-ე საუკუნეში, რომელსაც შეიძლება ტექნოლოგიების ერაც კი ვუწოდოთ, მომხმარებლები, მათთვის საინტერესო ნებისმიერი სახის ინფორმაციას პროდუქტსა თუ მომსახურებაზე, პიველ რიგში ინტერნეტში ეძებენ, რადგანაც დარწმუნებულნი არიან, რომ ინტერნეტი მათ ყველა კითხვაზე გასცემს პასუხს
მაგრამ წარმოიდგინეთ მათი იმედგაცრუება, თუ თქვენი ბიზნესის შესახებ ინფორმაცია ვერ მიიღო ინტერნეტ რესურსებიდან, ეს გრძნობა მათ დიდი ხანი გაჰყვებათ.

მართალია, ბიზნესი მოითხოვს, რომ იყოთ ინოვატორები და თქვენი საქმიანობა აბსოლუტურად განსხვავდებოდეს კონკურენტების საქმიანობისაგან, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ბიზნესის შესახებ განაცხადის გაკეთება გამონაკლისია და პირიქით, თუ თქვენი კონკურენტები აქტიურობენ ვებ-გვერდების მეშვეობით, მაშინ დროა თქვენც ერთ-ერთი მათგანი გახდეთ.

რატომ?
იმიტომ, რომ მომხმარებლები ინფორმაციას ინტერნეტის მეშვეობით მოიპოვებენ, მაგრამ თუ თქვენ არ მოახდენთ თქვენს შესახებ ინფორმაციის ოპტიმიზაციას საძიებო სისტემებში ( SEO ოპტიმიზაცია) , მაშინ თქვენი კონკურენტების ფონზე, რომელთაც უკვე იზრუნეს SEO ოპტიმიზაციაზე, შეუმჩნეველი დარჩებით.

ხოლო ვებ-გვერდის შექმნით, დაინტერესებული პირები, ინტერაქტიულ რეჟიმში მომენტალურად იღებენ თქვენს შესახებ სასურველ ინფორმაციას
ბეჭდვა