30ივნ 2015 ვირუსული მარკეტინგი

ალბათ გაინტერესებთ რა საერთო აქვთ ვირუსსა და მარკეტინგს?
ვირუსული მარკეტინგი მოიცავს ყველა იმ სტრატეგიას,

რომლებიც ინდივიდებს უბიძგებენ რაიმე რეკლამა თუ მესიჯი გადაუგზავნონ ერთმანეთს,

 

და ასე ამ გზით რეკლამამ შეიძლება მილიონამდე ადამიანთან სულ მცირე დროში მიაღწიოს.

 

ასე, რომ დავინახეთ მსგავსება ვირუსსა და ვირუსულ მარკეტინგს შორის, როგორც ვირუსი ერთი ადამიანიდან მეორეს სწრაფად გადაეცემა და რაც მეტია აუდიტორია მით სწრაფად ვრცელდება, სწორედ ასევე, ვირუსული მარკეტინგიც სწრაფად ვრცელდება საზოგადოებაში.

ვებ-სივრცე ვირუსული მარკეტინგის გავრცელების შეუცვლელი ხერხია, რადგანაც ინტერნეტის მეშვეობით ინფორმაციის გავრცელების დრო და სირთულე მინიმუმამდეა დაყვანილი.

ვირუსული მარკეტინგზე საუბარი 1996 წლიდან დაიწყეს და დღემდე მართლაც , რომ ვირუსულად ვრცელდება. ვირუსული მარკეტინგის კლასიკური მაგალითია, Hotmale.com - ერთ-ერთი პირველი ვებ-მეილ სერვისი.

უპირატესი მხარე არის ის, რომ შეიძლება ერთი ჩვეულებრივი იდეა, განაცხადი, სურათი თუ ვიდეო დამაინტრიგებელი წარწერით, სულ რამდენიმე წუთში გახდეს ძლიერ მოთხოვნადი და იყოს განხილვის საგანი.

მოიფიქრეთ ორიგინალური იდეა, მიაწოდეთ საინტერესო ფორმით აუდიტორიას და ამის შემდეგ ვებ სივრცე თავად იზრუნებს მის პოპულარიზაციაზე.

 

ბეჭდვა