29ოქტ 2015 29 ოქტომბერი- ინტერნეტის დღე

29 ოქტომბერი, 2005 წლის შემდეგ, ბოლო 10 წელია, სწორედ ამ დღეს აღინიშნება მსოფლიოსა და კაცობრიობაზე უდიდესი გავლენის მქონე ინტერნეტის საერთაშორისო დღე.

რატომ 29 ოქტომბერი?

- იმიტომ, რომ სწორედ ამ დღეს, 1969 წლის 29 ოქტომბერს,(რამდენიმე თვის შემდეგ, რაც ნილ არმსტრონგმა პირველმა დადგა ფეხი მთვარეზე) ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში, დამყარდა პირველი საკომუნიკაციო კავშირი ორ კომპიუტერს შორის.

ერთ კომპიუტერთან იჯდა პროგრამისტი ჩარლი კლაინი, სწორედ მან გაგზავნა შეტყობინება, ხოლო მეორე კომპიუტერთან კი იჯდა ბილ დუვალი და სწორედ მასთან მივიდა პირველი შეტყობინება.

პირველი შეტყობინების ტექსტი, რომლის გაგზავნაც განიზრახა ჩარლი კლაინმა იყო "login" , თუმცა სისტემური გაუმართობის გამო, კომპიუტერებს შორის კავშირი მოულოდნელად შეწყდა და კლაინმა შეძლო გაეგზავნა მხოლოდ ორი ასო L და O. თუმცაღა მხოლოდ ერთი საათის შემდეგ, კლაინმა, UCLA-ს (University of California, Los Angeles) კომპიუტერულ მეცნიერებათა დოქტორის, ლეონარდ კლეინროკის დახმარებით, შეძლო და გაგზავნა სიტყვა  "LOGIN".

WWW - World Wide Web (ასევე ცნობილი, როგორც მსოფლიო აბლაბუდა) - კი, ხელმისაწვდომი მხოლოდ 1989 წლის შემდეგ გახდა, სწორედ ამ დროისათვის ტიმ ბერნერს-ლის მიერ შეიქმნა პროგრამული ენები HTML და HTTP. პროექტის დასრულებულად კი 1991 წლის 6 აგვისტოს გამოცხადდა. 
ინტერნეტი,  IP (Internet Protocol) სტანდარტებზე დაყრდნობით ერთმანეთთან დაკავშირებულ მილიონობით კომპიუტერს შორის ახდენს ინფორმაციის მიმოსვლას.

დღესდღეობით საფუძვლიანია, თუ ვიტყვით, რომ ინტერნეტი ეს არის თითოეული ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.
ინტერნეტის გავლენა იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენს ყოველდღიურობაში, რომ მის გარეშე ერთი დღეც კი უკვე წარმოუდგენლად გვეჩვენება.

გარდა იმისა, რომ ინტერნეტი გვიადვილებს წვდომას სხვადასხვა ინფორმაციასთან, ჩვენი ცხოვრება გაცილებით მოსახერხებელი გახადა,  ინტერნეტის დახმარებით, დღეს უფრო იოლია ეკონტაქტო ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ინტერნეტი კიდევ მეტად მოსახერხებელია ბიზნესისათვის, პირადი შეხვედრების გარეშე, შესაძლებელია საქმიანი მოლაპარაკებები აწარმოოთ, დაამყაროთ მომხმარებლებთან უწყვეტი კომუნიკაცია და ზოგადად, ნაყოფიერად აწარმოოთ თქვენი საქმიანობა.

GoodWeb გილოცავთ ინტერნეტის დღეს და არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენი დახმარებით თქვენთვისაც ძალიან იოლი გახდება ვებ სერვისზე წვდომა  და რა თქმა უნდა, საერთო ჯამში ამას დადებითი გავლენა ექნება თქვენს ბიზნეს საქმიანობაზე.

ასე, რომ ნუღარ დაკარგავთ დროს და Log In GoodWeb

გისურვებთ წარმატებებს!

Happy Internet Day :)
ბეჭდვა