10აგვ 2017 შეამოწმე შენი ვებგვერდის ჯანმრთელობა უფასოდ!
ალბათ, გსმენიათ - „მთავარია ვებგვერდი იყოს ჯანმრთელი“-ო და მართლაც, ვებგვერდი თუ ავად გაგიხდათ, მტრისას, მისი შემდგომ ფეხზე დაყენება მარტივი საქმე, სულაც არ გახლავთ. ამისთვის დაგჭირდებათ ექიმის ჩართულობა, ანალიზები, მკურნალობა. რის შემდეგაც ის ან გამოკეთდება ან არა. დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დროულად მოხდება დაავადების იდენტიფიცირება.

შესაძლოა ავადმყოფობამ მისი სიკვდილი არ გამოიწვიოს, თუმცა ნამდვილად შეუძლია შეგიქმნათ სერიოზული პრობლემები და მნიშვნელოვნად დააზიანოს კომპანიის იმიჯი მომხმარებლის აღქმაში, რადგან დღეს, როცა, ხელოვნური ინტელექტი საკუთარ ენას ქმნის და ადამიანები მარსის კოლონიზაციას ვგეგმავთ, არავინ ელოდება, რომ ბიზნეს ვებგვერდი შესაძლოა იყოს გაუმართავი, მოუხერხებელი და პრობლემული.

და მართლაც, რა ღირებულება აქვს 21-ე საუკუნეში ვებგვერდს, რომელსაც შედეგი არ მოაქვს, არ ქმნის დადებით შთაბეჭდილებას, არ ეხმარება მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღებაში, თქვენ კი - გაყიდვების სტიმულირებაში? ალბათ, არანაირი!

სწორედ ამიტომ, კომპანია “Goodweb”-ი, როგორც ყოველთვის, მოგევლინათ ყველასთან გამორჩეული შეთავაზებით და გთავაზობთ თქვენი ვებგვერდის „ჯანმრთელობის“ დიაგნოსტირებას სრულიად უფასოდ! თქვენ უბრალოდ, გვიგზავნით თქვენს დომენს, ჩვენი სპეციალისტები იწყებენ მუშაობას, 3 დღეში გიკავშირდებათ ჩვენი წარმომადგენელი და გაცნობთ საბოლოო დასკვნას. რის შემდეგაც თქვენ ზუსტად იცით:

  • იტვირთება თუ არა ის საკმარისად სწრაფად
  • რამდენად დაცულია
  • გამართულია თუ არა ტექნიკურად
  • ერგება თუ არა ყველა მოწყობილობას
  • რამდენად სწორად არის დაგეგმილი მისი სტრუქტურა
  • მარტივია თუ არა ნავიგაცია ვიზიტორისთვის
  • იწვევს თუ არა მომხმარებლის ქმედებას
  • გამართულია თუ არა ტექსტური და შინაარსობრივი მხარე

ასე რომ, გამოიყენეთ შანსი! ნუ გარისკავთ, დროულად დაინტერესდით შესაძლო ან არსებული პრობლემების იდენტიფიცირებით, მაქსიმუმამდე გაზარდეთ თქვენი ვებგვერდის ეფექტურობა და თქვენი კომპანიის წარმატების მაჩვენებელი ინტერნეტ სივრცეში!

გაინტერესებთ როგორ?

ბეჭდვა