10ივლ 2017 1 128 დღე ერთად! 1 128 დღე თქვენს გვერდით!
ყველაფერი 1 128 დღის წინ დაიწყო...

GoodWeb-ის შემნის ისტორია საინტერესო ამბავს უკავშირდება, რომელიც დღემდე განსაზღვრავს მისი წარმატების ფორმულას.

ეს ის ფორმულაა, რომლის მთავარ ელემენტებს ადამიანები წარმოადგენენ, ადამიანებს, რომლებსაც აერთიანებთ საერთო იდეები, ინტერესები და ხედვები ამ იდეების განსახორციელებლად, ზოგჯერ განსახვავებულიც, თუმცა ყოველთვის კომპანიის განვითარებაზე ორიენტირებული. რაც მთავარია, ეს არის საქმე, რომელიც არა მხოლოდ კომერციულ ინტერესს იწვევს, არამედ, საყვარელი საქმის რეალიზების საშუალებას იძლევა.
ეს არის ის 3 წელი და რამდენიმე დღე, რომელიც ერთად გავიარეთ საინტერესოდ GoodWeb-ის გუნდის თითოეულმა წევრმა. რა თქმა უნდა, იყო დაბრკოლებებიც, თუმცა ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი, დაგვეთანხმებით ალბათ არის ის, რომ კომპანიას არასდროს დაუყრია ფარ-ხმალი. პირიქით, ნებისმიერი ბარიერი ხდებოდა ჩვენი ახალი გამოწვევა და შესაძლებლობა მორიგი წარმტებისთვის. იყო უამრავი წარმატება, რომელიც დღემდე გრძელდება და რომელსაც  ჩვენი 750-ზე მეტი სერვისით მოსარგებლე მომხარებელი განსაზღვრავს, ადამიანები, რომლებმაც გვანდეს საკუთარ ბიზნესში წვლილის შეტანის უდიდესი მისია.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, კომპანიას ემატებოდა წარმატების ფორმულის ახალი ელემენტები - ადამიანები ახალი ხედვებით, იდეებით და შემართებებით. თუ გადავავლებთ თვალს კომპანიის ისტორიას, ადვილად შევამჩნევთ მისი მუდმივი განვითარების დინამიკას. წლების წინ, „გუდვები“ მომხმარებელს მხოლოდ ვებგვერდის დამზადებას სთავაზობდა, დღეს კი, როგორც ინოვატორმა გაარღვია ბაზრის სტანდარტები და პროდუქტი აქცია სერვისად, შესაბამისად, დღეს ამ იდეის წყალობით ვებგვერდის სერვისად მიღება არის შესაძლებელი, რაც ამარტივებს ბიზნეს პროცესებს და თითქმის ნულამდე დაყავს ამ პროცესთან დაკავშირებული პრობლემები. ისიც უნდა ითქვას, რომ იდეამ განხორციელებამდე ძალიან გრძელი და რთული გზა გაიარა. პირველ რიგში, ტექნიკური კუთხით მზაობა იყო მნიშვნელოვანი, რომელიც წლების განმავლობაში გროვდებოდა და იხვეწებოდა გამოცდილების კვალდაკვალ, შემდეგი ეტაპი კი, ნებისმიერი ტიპის, ზომის თუ შემოსავლის კომპანიის საჭიროების თუ პრობლემის გათვალისიწინება იყო, რაც წარმატებით შეძლო გუნდმა, და დღეს, ნებისმიერ ბიზნესს სხვადასხვა სახის ციფრულ გადაწყვეტილებას სთავაზობს ინტერნეტში სერვისად, ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით და ეს ყველაფერი იმ ადამიანების წყალობით, რომლებიც ქმნიან GOODWEB- ის  დიდ და მეგობრულ ოჯახს.

გულითადი მადლობა ჩვენი წარმატების ფორმულის თითოეულ ელემენტს  - ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს და ყველა ჩვენს მომხმარებელს, რომლებსაც სჯერათ ჩვენი და ჩვენი შესაძლებლობების.

ჩვენ წინ კიდევ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს, რომლებიც თქვენთვის შექმნის ახალ შესაძლებლობებს, რადგან ჩვენ ყველას ერთხმად გვჯერა - მომავალი ელოდება ახალ შესაძლებლობებს და არა ლიმიტებს.

სიყვარულით,
GOODWEB-ის გუნდი


იყავი წარმატებული შენც!



გამოიწერე Event
დაინტერესდი?
ბეჭდვა