07ივლ 2017 გიფიქრია აქამდე რომ თავად შეგიძლია საკუთარი ვებგვერდის მართვა? გაიგეთ რა მარტივ გადაწყვეტილებებს მიიღებთ ჩვენთან
„როგორ უნდა ვმართო ჩემი ვებგვერდი“? ეს არის კითხვა, რომელსაც ხშირად გვისვამენ პოტენციური მომხმარებლები და ბუნებრივიცაა, რადგან, დღევანდელ დღეს, ვებგვერდი უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმოადგენს მიზნობრივ აუდიტორიასთან საკომუნიკაციოდ და იმისთვის, რომ შეძლო ამ ინსტრუმენტის ეფექტურად გამოყენება, აუცილებელია ახერხებდე მის მარტივ მართვასა და განახლებას.
შესაძლოა არ იცოდე თ, რომ ცვლილებების შეტანა ნებისმიერ ვებგვერდზე ინდივიდუალური სამართავი სისტემის მეშვეობით ხდება. თუმცა, თუკი გამოცდილი ხართ ამ საკითხში, ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ, ეს სისტემები, ხშირად ქმნის ხოლმე დისკომფორტს თავისი სირთულიდან გამომდინარე და საჭიროებს სპეციალისტის მუდმივ ჩართულობას. რის გამოც, ხშირად პასიური ხდება ვებგვერდი და მომხმარებელი უარს ამბობს მის მუდმივ განახლებასა და გამრავალფეროვნებაზე.

სწორედ ამ გამოცდილების გაზიარებით, კომპანია „Goodweb“- მა შეიმუშავა კომპლექსური სისტემა და ეფექტური ალტერნატივის შეთავაზებით, უზრუნველყო კომფორტული თანამშრომლობის ფორმირება საკუთარ მომხმარებლებთან.

კერძოდ, დროთა განმავლობაში, ვეცადეთ ჩვენი სამართავი სისტემა მაქსიმალურად გაგვემარტივებინა და მოგვერგო მომხმარებლის საჭიროებებზე. სისტემაში ყველაფერი დავნერგეთ ქართულ ენაზე და შევიმუშავეთ სპეციალური, 1 საათიანი, გაცნობითი სახის, ტრენინგები ჩვენი მომხმარებლებისთვის, რათა დეტალურად გაგვეცნო მათთვის სისტემის შესაძლებლობები და სპეციფიკა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სპეციალურად ამ საჭიროებისთვის შევქმენით ხარისხის დეპარტამენტი, რომელსაც დაევალა თითოეული საიტის ხარისხზე ზრუნვა, მისი პირველადი გამართვა და მუდმივ ხაზზე ყოფნა მომხმარებლებთან, აუცილებლობის შემთხვევაში, დროული დახმარების აღმოსაჩენად.

„Goodweb“-ის სისტემამ გაამართლა და დღეს 750-ზე მეტი კმაყოფილი კომპანია თუ ფიზიკური პირი სარგებლობს ჩვენი ვებგვერდის სერვისით. ამასთან, კომპანია კვლავაც ითვალისწინებს უკუკავშირს და მუდმივად ზრუნავს საკუთარი მომსახურების და სისტემის კიდევ უფრო გამარტივებასა და გაუმჯობესებაზე.

ასე რომ, თუკი შენთვის, სიმარტივე და კომფორტი მნიშვნელოვანია და გსურს მაქსიმალური ეფექტურობით შეძლო შენი ვებგვერდის , როგორც წარმატების საწინდარი ინსტრუმენტის გამოყენება, დაგვიკავშირდი! კომპანია „Goodweb“-ი იდეალური ადგილია შენი მიზნების განსახორციელებლად!



გამოიწერე Event

დაინტერესდი?



ბეჭდვა