23ივნ 2017 იზრუნე შენი ვებგვერდის წარმატებაზე!
დღეს, გქონდეს სრულყოფილი ვებგვერდი ნიშნავს გქონდეს გაზრდილი ცნობადობა,
კონკურენტუნარიანობა და გაყიდვების მაჩვენებელი!
მჯობნზე მჯობნი არ დაილევა, თუმცა იმისთვის, რომ თქვენი ვებგვერდი იყოს ეფექტური
და შედეგიანი ბიზნესისთვის, აუცილებელია ის აკმაყოფილებდეს გარკვეულ სტანდარტებს.
სტანდარტულობაში კი იგულისხმება იმ მნიშვნელოვანი კომპონენტების ერთობლიობა და
ეფექტური კომბინაცია, რაც საბოლოო ჯამში განსაზღვრავს ვებგვერდს, მომხმარებლის
ჩართულობას, აქტიურობას და კმაყოფილებას თქვენს საიტთან დაკავშირებით.
მოდით მივყვეთ თანმიმდევრულად:

✓ SEO ოპტიმიზაცია

ვთქვათ, მომხმარებელი ეძებს თქვენი ტიპის კომპანიას საძიებო სისტემაში, თუმცა იმის გამო, რომ
იქ არ გიკავიათ მოწინავე პოზიცია, ის ირჩევს თქვენს კონკურენტს. დღევანდელ ინფორმაციულ
ხმაურში მომხმარებლამდე გზის გასაკვლევად და საძიებო სისტემაში დასაწინაურებლად, კარგი
იქნება, თქვენს საიტზე გათვალისწინებული იყოს SEO ოპტიმიზაცია.

✓ RESPONSIVE

ვებგვერდი საძიებო სისტემაში რომ იძებნება კარგია, თუმცა რა აზრი აქვს, თუკი ის არ არის ყველა
პლატფორმაზე მორგებული და ერთნაირი ეფექტურობით არ იხსენება ნებისმიერ
მოწყობილობაში. მითუმეტეს, რომ 21-ე საუკუნეში მათ ნაკლებობას, ნამდვილად, არ ვუჩივით.

✓ ტექნიკური გამართულობა

შემდგომ, იმისთვის, რომ მომხმარებელს არ შეექმნას დისკომფორტი და უკმაყოფილება თქვენს
ვებგვერდზე გადმოსვლის პირველივე წამებიდან, აუცილებელია საიტი იტვირთებოდეს
სწრაფად და იყოს ტექნიკურად მუდმივად გამართული და დაცული.

✓ ეფექტურობა

კარგია ინფორმაციის მიწოდება, თუმცა, მნიშვნელოვანია სწორი ფორმის შერჩევა ამ ინფორმაციის
მისაწოდებლად. ამისთვის, თქვენი საიტი უნდა იყოს ეფექტურად დაგეგმარებული და ჰქონდეს
აღქმადი სტრუქტურა, ზომიერი დიზაინი და ფუნქციონალი, რათა მომხმარებელმა შეძლოს
მარტივი ნავიგაცია და სასურველი ინფორმაციის პოვნა ვებგვერდზე.

✓ შინაარსი

ვქვათ, საიტის ვიზუალით მოახდინეთ დადებითი პირველი შთაბეჭდილება, ამის შემდეგ
აუცილებელია, ინფორმაცია, რომელიც ვიზიტორს საიტზე ხვდება იყოს თანმიმდევრული,
ლოგიკური, დამარწმუნებელი და სრულყოფილად გადმოსცემდეს თქვენს კომპანიას, პროდუქტს
თუ მომსახურებას.

✓ Call to action

შთაბეჭდილების ქმედებაში მოსაყვანად კი ვებგვერდში ჩადებული უნდა იყოს ისეთი
მექანიზმები, როგორიცაა ეფექტური „ლინკები“, რეგისტრაციის და სიახლის გამოწერის ონლაინ
ფორმები, საკონტაქტო ინფორმაციები თუ სხვა.. რათა დაინტერესებულმა მომხმარებელმა
უმალვე შეძლოს თქვენთან დაკავშირება.

რომ შევაჯამოთ, სწორედ ეს ელემენტები განსაზღვრავს რამდენ ხანს დარჩება ვიზიტორი
საიტზე, დაბრუნდება თუ არა ის მომავალში და აღმოჩნდება თუ არა საიტი შედეგიანი თქვენი
კომპანიის საქმიანობისთვის. ამიტომ, თუკი თვლით რომ დღეს თქვენი ვებგვერდი სრულად არ
აკმაყოფილებს სტანდარტებს და გსურთ გახადოთ ის უკეთესი, მოქმედების დროა!

მოდით კომპანია Goodweb - ში, მოგვიყევით თქვენს საჭიროებებზე, მოისმინეთ
პროფესიონალების რეკომენდაციები არსებულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, მიიღეთ
მარკეტინგულად შეფუთული, ვიზუალურად ეფექტური და ტექნიკურად გამართული
ვებგვერდი, ან დარეგისტრირდით თავად, მიიღეთ საცდელი რეჟიმი (DEMO) 5 დღის განმავლობაში უფასოდ, რეგისტრაციის შემდეგ თავად აირჩიეთ Template და გამართეთ ვებგვერდი მარტივად. ეს ყველაფერი კი მიიღეთ სერვისად! პირველადი ინვესტიციის გარეშე, ყოველთვიური ანგარიშსწორების
პრინციპით, თვეში მხოლოდ 29-დან 49 ლარამდე და დარწმუნდით, რომ ეს იდეალური ადგილია
თქვენი მიზნების განსახორციელებლად!


გამოიწერე Event

დაინტერესდი?



ბეჭდვა