09ივნ 2017 შენი ეფექტური ვებგვერდის საიდუმლო!
საიტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ კომპანიამ პოტენციურ ან არსებულ მომხმარებელს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის შესახებ, მოახდინოს შთაბეჭდილება, შექმნას ემოცია, გაამარტივოს გადაწყვეტილების მიღება და გაზრდილი ცნობადობით, ჩართულობით და სანდოობის დონით გაზარდოს გაყიდვების და წარმატების მაჩვენებელიც. თუმცა, რამდენადაც მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება, იმდენად მნიშვნელოვანია სწორი ფორმის შერჩევა ამ ინფორმაციის მისაწოდებლად.

მრავალი კვლევა ცხადყოფს, რომ რესპონდენტების საშუალოდ 75% ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად ვებგვერდის შეფასებისას ასახელებს სწორედ იმას, თუ რამდენად მარტივად გადაადგილდება და პოულობს მისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას საიტზე.

ეფექტური ნავიგაციის გარდა, მნიშვნელოვანია ვებგვერდს ჰქონდეს სწორი არქიტექტურა, ზომიერი დიზაინი, დინამიური და ნაკლებად დამაბნეველი ფუნქციონალი. იყოს სწრაფი, გამართული, ყველა პლათფორმაზე მორგებადი (Responsive) და ამარტივებდეს გადაწყვეტილების ქმედებაში მოყვანას მომხმარებლის მხრიდან. სწორედ ეს მახასიათებლები განსაზღვრავს რამდენ ხანს დარჩება ვიზიტორი საიტზე, დაბრუნდება თუ არა მომავალში და რამდენად ეფექტური აღმოჩნდება შენი საიტი შენი საქმიანობისთვის.

ასე რომ, ნებისმიერი ვებგვერდი ჩანასახშივე უნდა იყოს მომხმარებლის ფსიქოლოგიაზე მორგებული და კომფორტის შექმნაზე ორიენტირებული. ეს კი თავისთავად მოითხოვს სიღრმისეულ ანალიზს, გამოცდილი ადამიანების ჩართულობას და სწორ დაგეგმარებას ვებგვერდის შექმნის პროცესში.

Goodweb-ში ამ საკითხს დიდი ყურადღება ექცევა და თითოეული ვებგვერდი, დიზაინის შექმნამდე, მუშავდება მარკეტინგის გუნდში, სადაც კლიენტის მოთხოვნების და საჭიროებების გათვალისწინებით იქმნება ეფექტური კონცეფცია და გაიცემა რეკომენდაციები. ამიტომ, თუკი გესმის თითოეული ვიზიტორის მნიშვნელობა, გსურს  “user experience”-ის გათვალისწინება და მარკეტინგულად სწორად შეფუთული ვებგვერდის სერვისად მიღება, კომპანია Goodweb-ი იდეალური ადგილია შენი მიზნების განსახორციელებლად!


დაინტერესდი?

ბეჭდვა