01ივნ 2017 მაშინ როცა ყველაზე მეტად გჭირდება! გაიგე რას ნიშნავს მიიღო ვებგვერდი სერვისად
ალბათ რთული წარმოსადგენია, რომ საზოგადოებაში დიდი ხნის განმავლობაში დანერგილ მოცემულობას, შესაძლოა გააჩნდეს მასზე ბევრად ეფექტური ალტერნატივა. ალტერნატივა, რომელიც თავდაყირა აყენებს არსებულ რეალობას და ქმნის შესაძლებლობას მათთვის, ვინც ამაზე ვერასდროს იოცნებებდა. ცოტა ხნის წინ, ვიდრე GoodWeb-ი გამოჩნდებოდა ბაზარზე, არავინ  იცოდა რას ნიშნავდა ტერმინი „ვებგვერდი სერვისად“. მეტიც, ბევრისთვის არალოგიკურადაც კი ჟღერდა ან უქმნიდა მხოლოდ განვადების ასოციაციას. დღეს კი GoodWeb-ის მიერ შექმნილი სისტემის და პლათფორმის დამსხურებით,  სულ, უფრო და უფრო, მეტი ადამიანი იგებს და სარგებლობს ამ შესაძლებლობით, თუმცა მაინც დარჩნენ ადამიანები ვის აღქმაშიც ამ სიახლის ნათელ სხივს ჯერაც არ შეუღწევია.
მაშ ასე, კიდევ ერთხელ განვმარტოთ რას ნიშნავს „ვებგვერდი სერვისად“? ეს ნიშნავს იმას, რომ თუკი გაქვს ბიზნესი ან ბიზნეს იდეა და გჭირდება ეფექტური ვებგვერდი ინტერნეტ სივრცეში წარმატებით პოზიციონირებისთვის, სულაც არ არის საჭირო გარისკვა და მრავალათასიანი პირველადი ინვესტიციის ჩადება ერთჯერადი ვებგვერდის შექმნაში, რომელიც შემდგომში დამატებით საჭიროებს მუდმივ ტექნიკურ დაცვას, გამართვას და განახლებას.
ამის სანაცვლოდ, ძალიან მარტივად, შეგიძლია მოხვიდე „Goodweb“-ში, მოყვე შენი საჭიროებების და სურვილების შესახებ. რის შემდეგაც, ჩვენ დაგიხატავთ ან მზა დიზაინებიდან აგირჩევთ შენს მოთხოვნებზე მორგებულ ვებგვერდის დიზაინს, შეგირჩევთ  ფუნქციონალს, მივაბავთ ჩვენ მიერ შექმნილ სისტემას და ყველაფერთან ერთად, ავიღებთ შენი საიტის მუდმივ ტექნიკურ გამართვაზე პასუხისმგებლობას. რა დარჩა? მხოლოდ ის რომ, შენმა ვებგვერდმა იხილოს ინტერნეტის დღის შუქი, ამას კი სულ რამდენიმე წუთში, ჩვენი სერვისის წყალობით ვახერხებთ. სერვისით, რომელიც ყველას  სასიამოვნოდ გაოცებულს ტოვებს ჩვენთან ურთიერთობის შემდეგ, რადგან  მანამდე არავის წარმოუდგენია მსგავსი რეალობის არსებობა, ილუზიაშიც კი.
შენი ვებგვერდის ხარჯი კი იქნება მხოლოდ ყოველთვიური ფიქსირებული თანხა, 29-დან 59 ლარამდე, რომელსაც გადაიხდი მანამ, სანამ გექნება ეს ბიზნესი ან ვებგვერდის ქონის სურვილი და საჭიროება. წლიური თანხის წინასწარ დაფარვის შემთხვევაში კი სერვისზე მიიღებ დამატებით 15%-იან ფასდაკლებას. რა შეიძლება იყოს ამაზე კომფორტული? თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ჩვენი სერვისით სარგებლობისას დამატებით იღებ ისეთ ბენეფიტებს, როგორიცაა ტექსტური რეკლამა ქართულ, რეიტინგულ ბიზნეს პორტალებზე, კორპორაციული ელ.ფოსტა შენი ბიზნესისთვის, მარკეტინგული მხარდაჭერა და სხვა..
და რა რჩება მიზეზი, რის გამოც უნდა მიმართო ვებგვერდის მიღების ძველ ხარჯიან მეთოდს და არა მის ეფექტურ, ინოვაციურ ალტერნატივას? თუ პასუხს იპოვი, ჩვენც გაგვაგებინე!

გამოიწერე Event

დაინტერესდი?

ბეჭდვა