27მაი 2017 „SEO ოპტიმიზაცია” - შეხვედრა პოტენციურ მომხმარებელთან
21-ე საუკუნის ციფრულმა რევოლუციამ და ინტერნეტის როლის მუდმივმა, სტაბილურმა ზრდამ განაპირობა ის, რომ დედამიწის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა თავი მოიყარა ერთ სივრცეში. გაიზარდა შეკავშირებულობა, გაჩნდა ახალი შესაძლებლობები, კომუნიკაციის არხები და შედეგად, ბიზნესიც სულ სხვა მოთხოვნების და ამოცანების წინაშე დადგა.

შეიქმნა ისეთი ეფექტური ინსტრუმენტები, როგორიცაა მაგალითად, საინფორმაციო ბიზნეს ვებგვერდი, - მარტივი სავიზიტო ბარათი ინტერნეტ სივრცეში პოტენციურ მომხმარებლებთან საკომუნიკაციოდ. თუმცა, ამასთან, ინფორმაციის მოჭარბებულმა რაოდენობამ და უზარმაზარმა კონკურენციამ საძიებო სისტემებში გააჩინა სპეციალური ალგორითმებისა და ფილტრაციის მექანიზმების შექმნის აუცილებლობა.

„Google“-მა, „Yahoo“-მ, „Bing“-მა თუ სხვა გიგანტმა კომპანიებმა, დაიწყეს რეკომენდაციების გაცემა, თითოეული ვებგვერდის ხარისხისა და სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება და მათთვის რეიტინგების მინიჭება. ეს ყველაფერი კი კეთდება იმისთვის, რომ თითოეულ მომხმარებელს, რომელიც საძიებო სისტემაში ეძებს მისთვის საინტერესო საკითხს ეფექტური თანმიმდევრობით მიეწოდოს ყველაზე სრულყოფილი და პოპულარული ინფორმაცია.

კარგი ამბავი არის ის, რომ დღეს ნებისმიერ ბიზნესს აქვს შესაძლებლობა გაითვალისწინოს არსებული რეკომენდაციები, შექმნას ეფექტური ვებგვერდი და დაწინაურდეს საძიებო სისტემაში „SEO ოპტიმიზაციის“ - იგივე „საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის“ მეშვეობით.

კერძოდ, ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ხდება არსებული ვებგვერდის, ინდივიდუალური ბიზნესის საქმიანობასთან დაკავშირებული სპეციფიკური საძიებო სიტყვების ე.წ. „keyword”-ების და კონკურენტების ანალიზი. შედეგად კი იქმნება გრდძელვადიანი სტრატეგია, რომელიც მოიცავს არსებული საიტის გამართვას, გაუმჯობესებას, კოპირაიტინგს, თემატურ საიტებზე მის გავრცელებას, რეპორტინგს და სხვა მნიშვნელვან ეტაპებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ, შემოწმების ალგორითმები ძალიან ხშირად იცვლება, რის გამოც, ვებგვერდი SEO სპეციალისტისგან მუდმივ კონტროლს და მოვლა-პატრონობას მოითხოვს.

ასე რომ, “Seo ოპტიმიზაცია” - ეს არის ვებგვერდის ცნობადობის, ვიზიტორების რაოდენობის ზრდის და ეფექტური გაყიდვების საწინდარი. ინვესტიცია, რომელიც დროთა განმავლობაში გაწინაურებთ და გხდით კონკურენტუნარიანს იქ, სადაც მომხმარებელი ყველაზე მეტად გელით!
ბეჭდვა