05მაი 2017 „განახორციელე საკუთარი ოცნება, რომ სხვამ არ დაგიქირავოს საკუთარი ოცნების განსახორციელებლად!“
თუკი ხარ სტუდენტი და გაქვს საინტერესო ბიზნეს იდეა, სტუდენტობა სწორედ ის პერიოდია, როცა საფუძველი უნდა ჩაუყარო საკუთარ წარმატებას და დაიწყო აქტიური სვლა მიზნისკენ. რაც უფრო სწრაფად გადადგამ პირველ ნაბიჯებს, მით უფრო მალე მიიღებ შედეგს და მით უფრო მალე შეასხამ ფრთებს საკუთარ ოცნებებს, თუმცა ალბათ იკითხავთ როგორ? საკუთარი ბიზნესის დაწყებას ხომ პირველადი ინვესტიცია სჭირდება? სტუდენტისთვის კი ეს, ხშირად, შეუძლებელია.
სწორედ ამ საჭიროებაზე დაყრდნობით კომპანია “Goodweb”-ში გაჩნდა იდეა სტუდენტების მხარდამჭერი პროგრამის “Skillers”-ის შექმნისა. პროგრამის, რომელშიც ყველა მონაწილე გამარჯვებულია! მონაწილეობისთვის კი აუცილებელია მხოლოდ სტუდენტური ჟინი, ბიზნეს იდეა და გასაყიდი პროდუქტი.
კერძოდ, კომპანია “Goodweb”-ი, ნებისმიერ სტუდენტს სთავაზობს ონლაინ პლატფორმას, ინტერნეტ მაღაზიას საკუთარი ბიზნესის განსახორციელებლად. ამასთან, პროგრამაში ჩართული თითოეული მონაწილე მიიღებს დამატებით ისეთ ბენეფიტებს, როგორიცაა: 3 თვიანი ინტერნეტ მარკეტინგული მხარდაჭერა; ტრენინგები გაყიდვებში, მარკეტინგსა და ვებ ადმინისტრირებაში; ყველა საჭირო ინფორმაცია ბიზნესის დასაწყებად და “Startupbeats”-ის ღონისძიებაზე დასწრების შესაძლებლობა.
პროგრამის მხარდამჭერები არიან ინოვაციების სააგენტოს პროექტი „სტარტაპ მეგობრული“,  პირველი ქართული ინტერნეტ ჟურნალი ბიზნესზე „Marketer.ge“, საერთაშორისო ეკონომიკის სკოლა “ISET”-ი, ტელევიზია „მაესტრო“ და ნიუს პორტალი „Trendbook.ge“. პროგრამა გაიხსნება მასშტაბური ღონისძიებით 21 მაისს 15:00 საათზე, ტექნოპარკში. იმისთვის, რომ მოხვდეთ აღნიშნულ ღონისძიებაზე და მიიღოთ თქვენი წარმატების შანსი, აუცილებელია შეავსოთ აპლიკაცია http://students.goodweb.ge/ , დაესწროთ ღონისძიებას და დარეგისტრირდეთ პროგრამაზე.
ნუ დაკარგავ დროს! აქციე იდეა ბიზნესად, გახდი დამოუკიდებელი და შექმენი საკუთარი წარმატების ისტორია სტუდენტობიდან!


ბეჭდვა