28აპრ 2017 გაიგე რატომ არის „ონლაინ ჩეთი“ საუკეთესო შესაძლებლობა შენი ვებგვერდისთვის!
21-ე საუკუნის ტექნოლოგიურმა რევოლუციამ და ინტერნეტის როლის და მნიშვნელობის ყოველდღიურმა ზრდამ განაპირობა ის, რომ ნებისმიერი ბიზნესი ცდილობს ფეხი აუწყოს ტენდენციებს და დააპოზიციონიროს საკუთარი საქმიანობა იქ, სადაც მას მომხმარებელი ყველაზე მეტად ელის. შესაბამისად, მუდმივად იცვლება რეალობა, მოთხოვნები და იქმნება უამრავი ინსტრუმენტი და ფუნქციონალი, იმისთვის, რომ საკომუნიკაციო არხები გახდეს ბევრად მარტივი, ეფექტური და კომფორტული როგორც მომხმარებლისთვის, ისე თავად ბიზნესისთვის.

ამის კარგი მაგალითია ონლაინ ჩეთის ფუნქციონალი ბიზნეს ვებგვერდებზე. მაშინ, როდესაც ოფისებიც და სატელეფონო ხაზებიც ხშირად გადატვირთულია და მომხმარებელს უწევს რიგში დგომა ან სატელეფონო ოპერატორის ლოდინი, მონოტონური მელოდიის ფონზე, საუკეთესო გამოსავალი ონლაინ ჩეთის გამოყენებაა. ეს არის მარტივი მექანიზმი, რომლის გამოყენებითაც ნებისმიერ დროს, სასურველი წერტილიდან არის შესაძლებელი კომპანიასთან დაკავშირება და კომპეტენტური პირისგან საჭირო ინფორმაციის მიღება. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის კომუნიკაცია ხასიათდება მეტი უშუალობით, სისწრაფით, სიმარტივით და ეფექტურობით.

დღეს სულ უფრო და უფრო მეტი წამყვანი კომპანიის ვებგვერდზე შეხვდებით ამ ტიპის სერვისს. კომპანია „Goodweb“-ი გთავაზობთ მარტივ შესაძლებლობას ჩააინტეგრიროთ ონლაინ ჩეთის ფუნქციონალი თქვენს ვებგვერდზე, თვეში სულ რაღაც 25 ლარად. ხოლო თუ „Goodweb“-ის უშუალო მომხარებელი ხართ, აღნიშნული სერვისის ღირებულება თვეში მხოლოდ 10 ლარია. გაზარდეთ თქვენი ვებგვერდის ჩართულობა ონლაინ ჩეთის ფუნქციონალის დამატებით და გააუმჯობესეთ კომუნიკაციის ხარისხი თქვენს მომხმარებლებთან.

ბეჭდვა